ბოლნისელთა გუნდი ზღვისპირეთში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და ტესტირებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაიმატებს
გუშინ ბოლნისის "სიონი" მოსამზადებელი შეკრებისთვის ურეკში ჩავიდა. უკვე გაცნობეთ, რომ გუნდს გამოაკლდა მწვრთნელი გიორგი ყიფიანი. ბოლნისელთა გუნდს გიორგი ყიფშიძე უხელმძღვანელებს. "სიონი" შეკრებაზე ასეთი შემადგენლობით გაემგზავრა:

მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი, მირზა მერლანი;

მცველები: გივი დიდავა, მიხეილ კობაური, სერგი ორბელაძე, კახა ჩხეტიანი, ლევან ჩხეტიანი, გიორგი თარგამაძე, საბა ადამაშვილი, შალვა კვანტალიანი, ოთარ ნაყოფია, ლექსო ინწკირველი;

ნახევარმცველები: ლაშა ნოზაძე, ლაშა ვაშაკიძე, ალექსანდრე გოგობერიშვილი, ვაჟა ქორიძე, ლაშა ალფაიძე, მანუჩარ ოქროპირიძე, გიორგი ოქროპირიძე, გიორგი მელქაძე, ლევან სანიკიძე, ირაკლი ჩირიკაშვილი;

თავდამსხმელები: გიორგი რეხვიაშვილი, ვილი ისიანი, რევაზ ჯიქია.

კლუბის პრესატაშე ჯემალ ჭიპაშვილის თქმით, გუნდს ზღვისპირეთში ტრავმის გამო ვერ გაჰყვა ნახევარმცველი გიორგი ჩივაძე. შუახაზელ ვაჟა ნემსაძეს კი "სიონში" საიჯარო ხელშეკრულების ვადა დაუმთავრდა. ურეკში გამგზავრების წინ ბოლნისელებს სამი ფეხბურთელი გამოაკლდათ - თავდამსხმელები მიხეილ ბობოხიძე და გიორგი ნოდარის ძე ჭელიძე, მცველი ლაშა ნოდარის ძე ჭელიძე.

გუნდს ზღვისპირეთში ტესტირებისთვის არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი შეუერთდება. "სიონი" ურეკში 2 თებერვლამდე დარჩება და რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა