კვიპროსული კლუბის პრეზიდენტის თქმით, ქართველ სპეციალისტთან მოსალაპარაკებლად 15 წუთი საკმარისი აღმოჩნდა

ფოტოზე: პროდომოს პეტრიდესი და თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე

28 აგვისტოს კვიპროსის ჩემპიონ აპოელ-ის ხელმძღვანელობამ ახალი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია წარადგინა, რომელმაც პოსტზე პორტუგალიელი დომინგო პასიენსია შეცვალა. 47 წლის ქართველმა სპეციალისტმა აპოელ-თან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ცნობისთვის, ქეცბაიას გუნდის მეტოქეები ევროპალიგაზე "შალკე", "სპარტა" და "ასტერასი" იქნებიან...

პრეზენტაციაზე ჯერ კლუბის პრეზიდენტმა პროდომოს პეტრიდესმა ილაპარაკა.

"თებერვალ-მარტში ჩვენ გვქონდა შეხვედრა თემურ ქეცბაიასთან, მაგრამ ვერ შევთანხმდით. ახლა კი მასთან მოსალაპარაკებლად 15 წუთი აღმოჩნდა საკმარისი.

ჩვენი მიზნები ერთმანეთს კარგად დაემთხვა, ევროპალიგის წილისყრა არ არის რთული ჩვენთვის.

თემური მალე გაეცნობა ბიჭებს და უკვე "პაფოსთან" მატჩში სწორედ ის უხელმძღვანელებს გუნდს, დანარჩენს კი თავად გეტყვით".

თემურ ქეცბაია: "საღამო მშვიდობისა! მადლობა კლუბის პრეზიდენტს და აპოელ-ის საფეხბურთო ოჯახს ნდობისათვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემივე შეცდომის გამოსწორების შანსი მომეცით, რომელიც 5-6 თვის წინ დავუშვი.

ჩვენ ძალიან კარგი გუნდი გვყავს. პირველი მიზანი ჩემპიონობის შენარჩუნება და გაისად ლიგაზე თამაშის დაბევება იქნება. ეს ძნელი იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად, თან გუნდი საკმაოდ გამოცდილია.

თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ, სხვას არ დავაბრალებ, ჩემი ბრალი იქნება.

როგორც ვთქვი, ეს ჩვენი პირველი შეხვედრა არ იყო... პირველ ჯერზე მოლაპარაკება სასურველად არ წარიმართა. მე კი სიტყვის კაცი ვარ - რასაც ვიტყვი, აღარ ვიცვლი აზრს.

ახლა მომავალს დიდი იმედით ვუყურებ. ძალიან თბილად შემხვდნენ აქ, არადა, წლების წინ დიდი კონკურენტები ვიყავით. ყველას სურს, აპოელ-მა ლიგაზე ითამაშოს. ეს ამ წელს არ გამოვიდა, მომავალში უნდა შევძლოთ.

დიახ, კვიპროსში მუშაობა მომენატრა, მაგრამ ჩემს ქვეყანას ვჭირდებოდი და უარს ვერ ვიტყოდი. ძალიან მომენატრა ყოველდღიური სამუშაო. ეს ბევრისთვის საოცნებო პოსტია და ახლა მხოლოდ ჩვენი მიზნების მიღწევა გვმართებს".

სულხანი
თუ სიტყვის კაცი ხარ რაღატო მიუბრუნდი და დათმე შენი პოზიციები? თავიდან გაუჯიუტდი და რაღაცეები მოითხოვე და ეხლა რომ ვეღარსად ნახე სამსახური უკან დახევამაც მოგიწია..ანუ სიტყვის კაცი როგორ გამოდიხარ..
ddd
ეს მართლა თვითონ თქვა? თემურ ქეცბაია: "საღამო მშვიდობისა! მადლობა კლუბის პრეზიდენტს და აპოელ-ის საფეხბურთო ოჯახს ნდობისათვის. მადლობა იმისთვის, რომ ჩემივე შეცდომის გამოსწორების შანსი მომეცით, რომელიც 5-6 თვის წინ დავუშვი.
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
თემურ ქეცბაია: "შალკესთან" უსამართლოდ წავაგეთ
თემურ ქეცბაია: აი, ასეთი ვარ მე, ასე ვმუშაობ
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
აპოელ-ის მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას ასისტენტად სოსო ჭედია მიჰყავს?
თემურ ქეცბაია: ბოლოს ჩემზე ბევრი რამ ითქვა, ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...
თემურ ქეცბაია: "შალკე" ფავორიტია, მაგრამ ჩვენ შინ ვთამაშობთ
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ