ქართველი სუმოისტის მორიგი წარმატება იაპონიაში
31 აგვისტოს სუმოს ასოციაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე იაპონურად) გამოსცა, რომელშიც დადასტურდა ის, რაც უკვე ვიცოდით - ნაგოიას ბაშოზე წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) და მას სუმოს იერარქიაში მე-4 რანგის ტიტული - კომუსუბის რანგი მიანიჭეს.

ჩვენებური აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იყო, მან ნაგოიაში 8-7 ბალანსი დააგროვა და აღმოსავლეთის კომუსუბი გახდა. მის წინ ახლა რეიტინგში მხოლოდ 9 სუმოისტია: 3 იოკოძუნა (ჰაკუჰო, კაკურიუ, ჰარუმაფუჯი), 4 ოძეკი (ტერუნოფუჯი, კისენოსატო, გოეიდო, კოტოშოგიკუ) და 2 სეკივაკე (ტოჩიოძანი, ოკინოუმი). აქვე ვიტყვით, რომ ტოჩინოშინის გარდა, კომუსუბის ტიტული ოკინოუმიმ მიიღო.

27 წლის მცხეთელი სპორტსმენი კომუსუბის მეხუთედ შესწვდა - პირველად მან 2010 წლის ბაშოზე იასპარეზა ამ რანგში, შემდეგ იმავე წლის ნოემბერში, 2011 წლის ივლისში და 2012 წლის სექტემბერში.

ამასთან, ოთხივე შემთხვევაში ის დასავლეთის კომუსუბი იყო, აღმოსავლეთი კი მასზე ნახევარი საფეხურით (უხეშად რომ ვთქვათ) წინ ითვლება. როგორც ხედავთ, ლევანმა ჯერ ვერც ერთხელ ვერ შეინარჩუნა ტიტული. ახლა ამას სექტემბრის ბაშოზე ცდის - აკი ბაშო ტოკიოში 13-27 სექტემბერს გაიმართება.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ივლისის ბაშოზე წარუმატებლად იჭიდავა - 6-9, რაც მის რეიტინგს შეეტყო - დასავლეთის მე-6 მაეგაშირა აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირად ჩამოქვეითდა.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე