სულ რამდენიმე მატჩი დასჭირდა 21 წლის ჰოლანდიელს იმისათვის, რომ "მანჩესტერის" ლიდერად ქცეულიყო
გასულ ზაფხულს ის ევროპის ლიგაზე ბრწყინავდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა. "ბრიუგესთან" ორმატჩიან დუელში "მანჩესტერმა" იოლად იმარჯვა.

ეს არ იყო გასაკვირი. გასაკვირი მემფის დეპაის დიდებული თამაში იყო. ცხადია - მისი სახით ევროპულმა ფეხბურთმა ახალი ვარსკვლავი შეიძინა.

მემფის დეპაი ისე მივიდა "მანჩესტერში", თითქოს მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინოს. არადა, ნებისმიერ გრანდში დამკვიდრება რთულზე რთულია. ჩვენი ბანალური სიტყვების დასტურად ანხელ დი მარიას მაგალითი გამოდგება.

დი მარია ლიდერი იყო "რეალში"... ერთ-ერთი მაინც. მადრიდელთათვის ტრიუმფულ სეზონში ის დიდებული იყო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში განსაკუთრებულად ითამაშა. "იუნაიტედში" არგენტინელი ვერ გაიხსნა. არგენტინელებს ინგლისში, ზოგადად, უჭირთ, თუ კუნ აგუეროს არ ჩავთვლით.

როგორც უნდა იყოს, 21 წლის მემფის დეპაის ამბავი მაინც გმირობას ჰგავს. სულ რამდენიმე მატჩი დასჭირდა ჰოლანდიელს იმისათვის, რომ "მანჩესტერის" ლიდერად ქცეულიყო.

თავი დავანებოთ "ბრიუგესთან" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველ საკვალიფიკაციო მატჩს და მხოლოდ მშრალი ფაქტი მოვიყვანოთ - ის თამაში დეპაიმ პირადად მოიგო.

მეორე შეხვედრას სხვა გმირი ჰყავდა - უეინ რუნი, მაგრამ ამ შეხვედრაში იყო ეპიზოდი, რომელმაც გადაჭედილი "იან ბრეიდელი" დაადუმა. დეპაიმ ისეთი საგოლე გადაცემა უბოძა რუნის, რომელსაც მხოლოდ დიდი ფეხბურთელები აკეთებენ. ეს პასი და ახალგაზრდა ჰოლანდიელის სხვა გაქანებანი გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ ლუი ვან გაალმა ათიანში გაარტყა. მან მოძებნა ის ფეხბურთელი, რომელიც ასე სჭირდებოდა ინგლისურ გრანდს.

გასაგებია, რომ თანამედროვე "მანჩესტერი" უნაკლო ჯერაც ვერ არის. გუნდი კვლავ დასაბალანსებელია და თუ ეს ვერ მოესწრო, დიდ მატჩებში "წითელ ეშმაკებს" გვარიანად გაუჭირდებათ.

რა იგულისხმება ამ ბალანსში? უპირველეს ყოვლისა, ის, რომ თუ "მანჩესტერს" შეტევაში დიდებული შემსრულებლები ჰყავს, გუნდს მაინცდამაინც არ ულხინს დაცვაში. თანამედროვე ფეხბურთში კი ასეა - მწყობრი დაცვის გარეშე ვერაფერს მოიგებ.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ დარჩა სულ ცოტა და ვან გაალი, ალბათ, აუცილებლად ეცდება ამ ლაფსუსის გამოსწორებას. ჩვენ კი ისევ დეპაის დავუბრუნდეთ.

ცხოვრებასა და ფეხბურთშიც ასეა - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოხვდე. დეპაის გაუმართლა, რომ ჰოლანდიას ჰყავს ლუი ვან გაალი. ვან გაალს კრიტიკოსები არ აკლია. მისი ნაქადაგები ფეხბურთი ყველას როდი მოსწონს. ბოლო დროს ჰოლანდიელი ტიტულების მოგებასაც გადაეჩვია, თუმცა ფაქტია - მისი ფეხბურთი არავისას ჰგავს და, რაც მთავარია, ვან გაალს ძალიან უყვარს ახალგაზრდა მოთამაშეების დაწინაურება.

ჩვენს მკითხველს უთუოდ ემახსოვრება ვან გაალის "აიაქსი". მსოფლიოს არ ჰყოლია ასეთი ახალგაზრდული და მაგარი გუნდი. ვან გაალი იმ "აიაქსთან" ერთად ვარსკვლავური ოთხმოცდაათიანების მშვენება იყო.

მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ის "აიაქსი" მაინც არასოდეს დაავიწყდებათ. ახლა დროის მანქანა თანამედროვეობასთან უფრო ახლოს მოვიყვანოთ და სულ ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში დასრულებული მუნდიალი გავიხსენოთ.

ჰოლანდია ერთ-ერთი ფავორიტი იყო, მაგრამ ბევრი მას მაინც ეჭვის თვალით უცქერდა. ჰოლანდიას ცოტა დააკლდა ფინალამდე და ჰოლანდიამ მოკლა ესპანეთი. იმ წარმატებაში მემფის დეპაის წვლილიც იყო.

ვან გაალს დრო ვერ ცვლის. ვან გაალი ისევ ენდობა ახალგაზრდებს და "იუნაიტედში" დეპაის ეს ნდობა აძლიერებს. მას არ უკანკალებს ფეხები და იცის, რომ ერთი შეცდომის გამო სათადარიგოთა სკამზე არავინ გადასვამს.

როცა მემფისი თავისუფლად თამაშობს, მას დიდებულად გამოსდის. ტყუილად ხომ არ იყო ერედივიზიონის უპირველესი ვარსკვლავი. ჰოლანდიის ჩემპიონატს კრიტიკოსები არ აკლია და ზოგჯერ ეს კრიტიკა სამართლიანია, თუმცა ვერ გავექცევით ფაქტს - თუ ჰოლანდიის ჩემპიონატში დაცვაზე მზე და მთვარე არ ამოსდით, შეტევა ძალიან უყვართ. ეს პირველობა უდიდეს თავდამსხმელებს ზრდის...

რად ღირს თუნდაც რონალდო და რომარიო. დეპაი ჯერ არც ერთია და არც მეორე, მაგრამ ნურაფერს გამოვრიცხავთ - ჰოლანდიელს ჯერ ყველაფერი წინ აქვს, ის ბევრ მწვერვალს დაიპყრობს.

არის რისკიც. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი წერილის გმირი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ 21 წლის. სად არის გარანტია იმისა, რომ მომქანცველი სეზონი მას არ "გადაწვავს"?

ამ შემთხვევაში ვან გაალს დიდი დაკვირვება მართებს - მან ისე უნდა გადაანაწილოს ფეხბურთელის ძალები, რომ ახლანდელი სიხალისე მემფისს მთელი სეზონის განმავლობაში გაჰყვეს. ეს მწვრთნელისათვის იოლი არ არის და გვარიან მსხვერპლსაც მოითხოვს, მაგრამ ასე სჭირდება დეპაის კარიერას და ვან გაალმა ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება მის უსაყვარლეს შეგირდს.

ეს სულ მომავლის ჭმუნვებია, დღეს კი მემფის დეპაი, უბრალოდ, დიდებულია - თავდაჯერებული პრინცი ჰოლანდიიდან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მემფის დეპაი,კევინ დე ბრუინი და იულიან დრაქსლერი - მომავალი მათია!
gulshematkivari
ამან თუ მასე გააგრძელა ....,ძალიან,ძალიან მაგარი ვიღაცაა! მალე ფეხბურთის მოყვარულთა უსაყვარლესი მოთამაშე იქნება.
თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
მემფის დეპაი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
მოურინიომ "რომას" დეპაით გაძლიერება მოისურვა
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ტონალი "რეალის" გეგმებში - იტალიელის დასამატებლად მადრიდელებს სხვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ
სქოულზმა "მანჩესტერ იუნაიტედს" კრისტიან რომეროს დამატება ურჩია
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
მემფის დეპაი, შესაძლოა, "მანჩესტერში" დაბრუნდეს
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
დეპაი "ბარსელონადან" "ატლეტიკოში" გადაბარგდა
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
დაბრუნება სურთ - "მანჩესტერ იუნაიტედი" მაკტომინეის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
"ბარსელონა" დეპაის ლა ლიგის გუნდში გაანათხოვრებს
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
გუნდის ლიდერებს კერიკის დარჩენა სურთ - "იუნაიტედი" მოლაპარაკებებს ნაგელსმანთან აწარმოებს
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება "ბარსელონაზე"?
"ნიუკასლს" კვარაცხელიას დამატება არ გამოსდის და "ბარსელონას" შემტევის ტრანსფერს შეეცდება
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას