ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რევაზ არველაძის საარჩევნო სლოგანი: საქართველო ევრო 2020-ზე! [VIDEO]

რევაზ არველაძის საარჩევნო სლოგანი: საქართველო ევრო 2020-ზე! [VIDEO]

სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა პროგრამა წარადგინა და მთავარი პუნქტები ჩამოაყალიბა
ფოტოზე: რევაზ არველაძის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე შოთა არველაძეც ჩამოვიდა

რევაზ არველაძემ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა სასტუმრო "რედისონში" წარმომადგენლობითი შეხვედრით დაიწყო.

მან საპრეზიდენტო პროგრამა წარადგინა და მთავარი პუნქტები ჩამოაყალიბა.

ბომონდი და ვეტერანები

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საფეხბურთო და სპორტული სამყაროს წარმომადგენლები - მურთაზ ხურცილავა, ლევან ნოდია, ვახტანგ ქორიძე, ფირუზ კანთელაძე, ოთარ კორღალიძე, გრიგოლ ცაავა, მერაბ თევზაძე, გია გილიგაშვილი, გია ფირცხალავა, თბილისში საგანგებოდ ამ პრეზენტაციისთვის ჩამოსული შოთა არველაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი, ვასილ მაისურაძე, ვიტალი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე, მამუკა წერეთელი, სოსო გრიშიკაშვილი, მამუკა ჯუღელი, გიორგი ასანიძე, დავით გობეჯიშვილი, პროფლიგის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი რამიშვილი, სახელგანთქმული ჟურნალისტი დავით ქლიბაძე, ვერისბაღელი გულშემატკივრები...

მათ გარდა, "რედისონში" არველაძის პრეზენტაციაზე იყვნენ კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, ბიზნესისა და პოლიტიკის ცნობილი სახეები - ელდარ შენგელაია, დავით ევგენიძე, ნინო ანანიაშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთი დოლიძე, რობიკო სტურუა, ეკა მამალაძე, გურანდა გაბუნია, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ლევან ვასაძე, თემურ ჭყონია, "TBC ბანკის" მთელი ხელმძღვანელობა, ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, ნიკო ლეკიშვილი, ირაკლი ტრიპოლსკი...

საარჩევნო სლოგანი

- საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, ფეხბურთის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი პროგრამაში რომ მოხვედრილიყო, - თქვა პრეზიდენტობის კანდიდატმა, - ჩემთვის, როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, ყოფილი მწვრთნელისა და მოქმედი ფუნქციონერისთვის, მთავარი - წარმატებაა.

შეუძლებელია, ვიფიქროთ განვითარებაზე და შედეგი დავივიწყოთ. შედეგი არის ზუსტად ის, რასაც მოჰყავს სტადიონზე მაყურებელი, ბავშვები კი, საფეხბურთო სკოლებში. ამიტომ ჩემი მთავარი სლოგანი იქნება: საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ზე ითამაშებს!..

...ჩვენ მძიმე 25 წელიწადი გავიარეთ, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს კუთხეები ყოველთვის კარგი ფეხბურთელების მომწოდებლები იყვნენ. ამიტომაცაა აუცილებელი - არსებული რესურსის კარგად ათვისება. ამაში მთავარი პირობა კი სახელმწიფოს ჩართულობაა. სხვაგვარად, წარმოუდგენელია.

სტადიონი ისეთივე სახელმწიფო მეურნეობაა, როგორიც თეატრი, კინო, საჭიდაო დარბაზი...

ერთობლივი ძალებით თბილისში გამართული სუპერთასის საღამო მშვენივრად ჩავატარეთ და მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რა არის საქართველო, თბილისი და როგორი გულშემატკივარი გვყავს...

...თუკი ფედერაციის პრეზიდენტი გავხდები, მინდა, რომ ოთხი წლის შემდეგ გვყავდეს უფრო მეტი ფეხბურთელი. დღეს მათი რაოდენობა 17 ათასია, მაგრამ ყველა რეგიონის ათვისებით ამ ციფრის გაზრდა რეალური იქნება. ეს ეხება რეგიონების გუნდებსა და მასობრივ ფეხბურთსაც...

აღვადგინოთ პროფლიგა

- ჩვენი წარმატების ქვაკუთხედი ეროვნული ჩემპიონატი უნდა გახდეს. ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი - ყველაზე მეტი ეროვნულობა სპორტში ჩნდებაო.

ამიტომ უნდა ჩაერთოს ფეხბურთის განვითარებაში მთავრობაც, მედია, ბიზნესიც და, რაც მთავარია, გულშემატკივარი. ტელევიზიების ჩართულობის გარეშე წინსვლა შეუძლებელი იქნება...

ასევე აუცილებელია ძლიერი პროფლიგის არსებობა. ეს ორგანიზაცია მძიმე პერიოდში დაარსდა, მაგრამ არაერთი კარგი საქმე გააკეთა. სამწუხაროდ, მერე პრობლემების გამო ფუნქციონირება შეწყვიტა, მაგრამ მისი აღდგენა აუცილებელია.

ევროპაში ააწყვეს გამართული სისტემა, რომელიც გულისხმობს ფეხბურთისა და ტელევიზიის პარტნიორობას და სწორ მენეჯმენტს. ამით იღებენ დღეს დიდ ფულს, რის გამოც ყველა ევროპაში გარბის. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს, ფედერაციისა და ტელევიზიის თანამშრომლობა შედეგს ჩვენთანაც გამოიღებს...

...აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა, რადგან ეს არის წარმატებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა. არადა, ძალიან კარგი თაობა მოდის. ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების სანახავად პანტიანში დავდიოდით, ახლა კი დრო შეიცვალა.

ტელევიზორში მესის და სხვა ვარსკვლავებს ყოველდღე უყურებენ და შეუძლიათ, თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელი ბევრი თვისება გადმოიღონ. მე მჯერა, რომ მათ წინსვლის დიდი შანსი გააჩნიათ, თუკი გვექნება ძლიერი ჩემპიონატი, კარგი ინფრასტრუქტურა, ძლიერი პროფლიგა და გვეყოლებიან განათლებული მწვრთნელები და მენეჯერები...

მილიონი ლარი რეგიონებს

- გვჭირდება უფრო მეტი განათლებული მწვრთნელი, რაც შედეგების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ჩვენ უკვე მივიღეთ უფლება, რომ საქართველოში გავცეთ პროფლიცენზია და ესეც წარმატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ამავე დროს, გვჭირდება უფრო განათლებული მენეჯმენტი, რათა უფრო ძლიერი კლუბები და ნაკრებები გვყავდეს...

...რაც შეეხებათ რეგიონებს, იქ ბევრად მეტი პრობლემაა, ვიდრე თბილისში. 13 რეგიონული ორგანიზაციიდან 2 დევნილობაშია: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის. დალხენილი მდგომარეობა არც სხვაგანაა. ამიტომ უკეთესი მოდელის შექმნაა აუცილებელი...

ამიტომ მაქვს იდეა, რომ ფეხბურთის ფედერაციამ გამოჰყოს მილიონი ლარი, რათა რეგიონულ ლიგებსა და ადგილებზე ასაკობრივმა გუნდებმა გადასახადები არ გადაიხადონ და ეს თანხა კისერზე არ დააწვეთ...

...ამას გარდა, ვიცი, რომ დღეს რეგიონული ფედერაციები მწირ დაფინანსებას იღებენ და მეტია საჭირო. თანხას ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია მათ მეტ თანხას გამოუყოფს...

ჩემი კიდევ ერთი ინიციატივაა, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ნაკრებები, რომელთა მწვრთნელებსაც ფეხბურთის ფედერაცია დააფინანსებს. ისინი ასაკობრივი ნაკრებებისთვის ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებლები უნდა გახდნენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ლუკა

ბელა, თვალი გადაავლე კომენტარების უმრავლესობას ლელოზე და დაინახავ რომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობას აშკარად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს არველაძისადმი. ნუ განიხილავ ამას როგორც ერთი ადამიანის ზიზღს, არამედ როგორც ძალიან ბევრი გულშემატკივრის უარყოფით განწყობას არველაძისადმი, როგორც ქართული ფეხბურთის სტაგნაციის ერთერთი თანაავტორის და თანადამნაშავის!

• bela

ლუკა-ს. ეხ ლუკა, ლუკა, ვის რაში ჭირდება შენი სიყვარული ან ზიზღი. ვის დაკარგვიხარ ....ვის!!!!

• meko

zura-ს. პროტესტი შენი უფლებაა, მაგრამ მერე რა!!!! ეს არჩევნები, პარლამენტის არჩევნებში ხომ არ გერევა? არავინ არაფერს არ გააყალბებს და მოიგებს ის, ვინც მეტ ხმას აიღებს. მორჩა და გათავდა. და თუ უფრო ღრმად შეტოპავს ამ საქმეში სახელმწიფო და თქვენისთანა ხალXი, საერთოდ მოგისვრიან ფიფა-უეფადან. ეს არის და ეს..

• zura

მე ვატყობ სანამ გულშემატკივრები არ მიუვარდებიან არველძეს მანამდე ვერ მიხვდება რომ უნდა დაახვიოს ფედერაციიდან

• rezi

ამ არველაძეს თუ რამის გაკეთება უნდოდა აქამდე ვინ უშლიდა..წადი რა

• ლუკა

მელამ თავისი კუდი მოიყვანა მოწმედო - არველაძეზე და მის დელეგატებზე არის ნათქვამი. სამარცხვინო ადამიანი ხარ არველაძე! მოშორდი ქართულ ფეხბურთს! მოხსენი კანდიდატურა შე უნამუსო! რაის პრეზენტაცია გქონდა? თურმე აღარ უნდა "რაღაც-რაღაცეების" გაგრძელება ხალხო გაიგეთ! თურმე გამოსწორებას აპირებს, რეფორმირებული მგელი გინახავთ? 20 წელი რომ რაღაცას ჭამ, იმის ჭამას ახლა დაანებებ თავს ....? ნუ შეგვაზიზღებთ თავს არველაძეებო!

• svani_7

იქ არ იყავი არველაძევ!! :@ კიდე გინდა უფრო დიდ წუმპეში გადაგვაგდო რით ვერ გაძეხი ფულით!!

• tomas

დაიცავი ქართული ფეხბურთი უქნარებისაგან უფალო!

• nodari

ტიპს ისეთი სლოგანები აქვს გეგონება 25 წელია ფეხბურთს არ აკარებდნენ. 20 წელია ფედერაციაში წამყვან პოზიციებზე მუშაობს და მის ხელში იყო ქართული ფეხბურთის მართვის სადავეები.

მურთაზ ხურცილავამ იცოდა ფეხბურთის თამაში და იცის ღომის ჭამა. სხვა რამის გაგებაში არაა; რასაც ჩასძახებენ, იმას იმეორებს – მძინარე დადის

• ქომაგი

ისეთი ხალხია სტუმრებიდან ჩამოთვლილი სტადიონზე ორ-სამჯერ თუ იქნება ნამყოფი, პლიუს ძალიან დიდი ფულის პატრონები ფეხბურთზე ფულის დახარჯვა რომ არ სურთ, თან მოედნებზე კორპუსების მშენებლობა უფრო იზიდავთ )) თიბისი ბანკის ხელმძღვანელობა ))) ვასაძე, ჭყონია ))

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე

ევროპის ჩემპიონატი მაინც 12 ქალაქში გაიმართება

ევრო 2020-ზე საუკეთესოები დაასახელეს - პირველად 1992 წლის შემდეგ...

საგიჟეთი მხოლოდ ახლა იწყება - მერვედფინალების წყვილები ცნობილია

ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

პედრი, კიეზა, ფილიპსი - ვინ გააძვირა "ევრო 2020"-მა?!

[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

ევრო 2020-ის სიმბოლური ნაკრები 101 Great Goals-ის მიხედვით

შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე

მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...

არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ

ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?

რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება

კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება

"ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავდა... დიდი მადლობა..." - კრისტიან ერიკსენი

რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე