ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ერთმანეთს თვალდახუჭული უნდა ვუგებდეთ - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

ერთმანეთს თვალდახუჭული უნდა ვუგებდეთ - ინტერვიუ ზაზა ფაჩულიასთან

"...ჩემი აზრით, სწორედ ის მოგვაგებინებს არაერთ მატჩს, ვისგანაც არავინ ელოდება"
საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატს იწყებს. ამ მოვლენისთვის გუნდი ორი თვე ემზადებოდა. რამდენადაა მომზადებული, მოტივირებული, როგორი განწყობით ხვდება გუნდი ევრობასკეტს, ამის შესახებ ზაზა ფაჩულია გვესაუბრება.

იტალიასთან...

საუბარი ირიესტეს ტურნირით, კერძოდ, იტალიასთან მატჩის ბოლო წუთებით დავიწყეთ.

- ჩვეულებრივი ეპიზოდი იყო, თანაგუნდელის აცილებულს დავამატე. ბურთი არ ჩაეშვა, მეორედაც დავამატე და სამწუხაროდ, ისევ არ ჩაეშვა... მესამე სროლა მსაჯმა არ ჩათვალა.

ტრიესტეს ტურნირი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი გამოცდა იყო. გუნდი უკეთეს ფორმაშია, ვიდრე თბილისში ჩატარებული ტურნირისას. ეს ბუნებრივია, რადგან რაც დრო გადის და ვვარჯიშობთ, უფრო ფორმაში შევდივართ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად. არის შეცდომები, რასაც ვუშვებდით და რასაც ვასწორებთ. პროგრესი გრძელდება, ხარისხიც იმატებს დაცვაშიც და თავდასხმაშიც. 5 სექტემბრამდე არის რამდენიმე დღე დარჩენილი და იქნება პატარა შესწორებებიც.

გუშინ ნაკრების მოთამაშეები შევიკრიბეთ, დავილაპარაკეთ, გავაანალიზეთ ყველაფერი. მართალია, ბირთვი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, მაგრამ სეზონის უმეტესი დროის ცალ-ცალკე გატარება გვიწევს და კლუბებში ყველას სხვადასხვა მწვრთნელი ჰყავს. ამიტომაც ძალიან სასარგებლო იყო ეს შეკრება მოედანს გარეთ, საუბარი, გახსენება იმისა, რაც მოედანზე გვაკავშირებს და გვაერთიანებს. ყველანი ერთ ნოტაზე უნდა ვიყოთ აწყობილები, მოედანზე ერთმანეთს თვალდახუჭული უნდა ვუგებდეთ. ამისთვის სწორი კომუნიკაციაა საჭირო და ამ მხრივ ეს შეხვედრა ძალიან კარგი იყო.

კონდიციები

- ვფიქრობ, რომ ასეთ ფორმაში გუნდი დიდი ხანია არ ყოფილა. შედეგები გვერდზე გადავდოთ, ეს ამხანაგური შეხვედრები იყო. 5 თამაში მოვიგეთ, 5 წავაგეთ, მაგრამ ყველაზე სასიხარულო ისაა, რომ გუნდში სერიოზული ტრავმა არაა. ტრავმა თორნიკე შენგელიას აწუხებდა და ისიც შემოგვიერთდა.

სტრატეგია

- არ ვართ ისეთი ახალგაზრდები, რომ კალათბურთი არ გვესმოდეს. ყველას ჩვენებური გამოცდილება გვაქვს, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. გააჩნია მოწინააღმდეგეს, გასათვალისწინებელია თამაშების გრაფიკიც. გუნდში გვყავს 12 მოთამაშე და დარწმუნებული ვარ, ყველას მიეცემა შანსი. ჩემი აზრით, სწორედ ის მოგვაგებინებს არაერთ მატჩს, ვისგანაც არავინ ელოდება.

რაც შეეხება ტაქტიკას, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. 5 მეტოქე გვყავს, 5 განსხვავებული გუნდი. თამაში გვიჩვენებს, რა იქნება საუკეთესო ტაქტიკური იარაღი მეტოქის დასამარცხებლად. თამაშის დროსაც იცვლება ხუთეულები. ხან შენგელიაა 4 ნომერზე, ხან ბურჯანაძე, ხან სანიკიძე და უფრო სწრაფ კალათბურთს ვთამაშობთ. ყველა ამ ვარიანტს აქვს თავისი დადებითი მხარეები, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. გვყავს როგორც პერიმეტრის, სწრაფი მოთამაშეები, ისე მსროლელები, ფიზიკურად მძლავრი კალათბურთელები.

მთავარია, საბოლოოდ საქართველომ მოიგოს და ვინ როგორ შეიტანს გამარჯვებაში წვლილს, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არავისი ნაკრები არაა, ესაა ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ეროვნული გუნდი და ჩვენ, მისმა შემადგენელმა ნაწილებმა, თითოეულმა მოთამაშემ შესაძლებლობის მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ.

დაცვა

- როცა 91 და 81 ქულას მიიღებ, არ შეიძლება დაცვის წარმატებაზე საუბარი. თუ გინდა შედეგს მიაღწიო, თამაშები მოიგო, დაცვა უნდა გყავდეს საიმედო. რომ ვლაპარაკობთ შედეგზე, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში გასვლაზე, იქ შეტევით ვერ მოვხვდებით.

კალათბურთელები ვართ და ისეც ხდება ხოლმე, რომ მიზანი გვიმტყუნებს ან რამე წინაღობას არ ვაწყდებით თავდასხმაში. შეტევას თუ ვერ აკონტროლებ, დაცვა შენს ხელშია. თუ იცი, გუნდურად და კარგად როგორ დაიცვა თავი, მატჩის მოგება გაცილებით იოლი იქნება.

ამ დღეებში უფრო მეტი მუშაობა გვმართებს დაცვაზე, რათა კიდევ უფრო დავხვეწოთ და მეტოქეებთან მოგების შანსი გავზარდოთ.

ჰოლანდია

- ევრობასკეტზე ჩვენი პირველი მეტოქე ჰოლანდიაა. მწარედ მახსოვს ამ გუნდთან 3 წლის წინათ ჩატარებული მატჩი, რომელიც ჩვენი მოსაგები იყო და ამას მასპინძლებიც აღიარებდნენ. მახსოვს, ჰოლანდიელებს არ სურდათ ამ შეხვედრის ტელევიზიით ჩვენება, რადგან თვლიდნენ, რომ იოლად მოვუგებდით. სწორედ ამ დროს მოგვივიდა შეცდომა, იმ განწყობით შევხვდით მეტოქეს, რომ მაინც მოვიგებდით და დავმარცხდით.

ყოველ მეტოქეს ისე უნდა შეხვდე, თითქოს გრანდს ეთამაშები. არ შეიძლება მოდუნებული შეხვდე თუნდაც აღიარებულ აუტსაიდერს. არც ერთი პოზიცია, არც ერთი ბურთი არ უნდა დაუთმო. კარგი იქნება თავიდანვე დაწინაურება, რომ ბოლოს ცოტა დაისვენო, მით უმეტეს, რომ მეორე დღეს კიდევ გაქვს თამაში, რომელშიც უფრო ძლიერი მეტოქე გელის.

თუმცა ჰოლანდიასთან დიდი სხვაობით დაწინაურებაზე ლაპარაკი ნაადრევია. მებრძოლი გუნდია და არაფერს დათმობს. ვუყურეთ ვიდეოებს, ჰოლანდიელებს ჰყავთ როგორც ტანმაღალი, 4-5 ნომრები, ისე პერიმეტრის სწრაფი მოთამაშეები და მსროლელები. საკმაოდ დაბალანსებული გუნდია. ბრძოლა გველის.

იმედი მაქვს, ტრადიციას არ დავარღვევთ და ზედიზედ მესამე ევროპის ჩემპიონატსაც მოგებით დავიწყებთ.

სლოვენია

- როგორც სლოვენიას, ისე დანარჩენი მეტოქეების თამაშს ვადევნებთ თვალყურს. ვეცნობით სტატისტიკასაც, მაგრამ ეს არაა ოფიციალური მატჩები. როგორც ჩვენ, ისე ისინიც ემზადებიან, მწვრთნელები ტაქტიკას ხვეწენ.

გასულ სეზონში "მილუოკი" ისე იყო დაბალანსებული, ვინც არ უნდა ამოვარდნილიყო შემადგენლობიდან, გუნდი იმავე წარმატებით თამაშს აგრძელებდა. ჩემი აზრით, ასეთი გუნდია სლოვენიაც.

ამ ქვეყანას აქვს იმის ფუფუნება, რომ ჰყავდეს ბევრი კარგად გაწვრთნილი, უნივერსალური მოთამაშე, რომლებიც მზად არიან, ეროვნულ ნაკრებში გამოძახების შანსი გამოიყენონ. მართალია, წინა წლებთან შედარებით შემადგენლობა გაახალგაზრდავდა, მაგრამ საკმარის თამაშს თამაშობენ მოსამზადებელ ეტაპზე საიმისოდ, რომ იდეა გქონდეს და იცოდე, ვის რა შეუძლია.

სიურპრიზი შესაძლოა ისეთი კომბინაცია იყოს, რაც ამხანაგურ მატჩებზე არ გაუკეთებიათ, თორემ ერთ კვირაში კალათბურთელი ვერანაირად ვერ შეიცვლება.

ანტეტეკუნმპო

- ანტეტეკუნმპოსთან კავშირი ახლაც მაქვს, ვიცი, რომ საბერძნეთის ნაკრებში ახლა უკეთესად თამაშობს, უფრო მონდომებულია, უმატებს... შარშანდელთან შედარებით უფრო მეტი სათამაშო დრო აქვს და ჩართულია საქმეში. ახალგაზრდა კალათბურთელია და სწრაფად პროგრესირებს; ბევრი პლუსი აქვს, რომელთა დახვეწაზე კიდევ ბევრს მუშაობს.

ძალიან სასიამოვნო იყო მასთან ერთად მოედანზე ყოფნა. იმიტომ, რომ ბევრ ისეთ საქმეს აკეთებდა, რომ მე მიადვილებდა თამაშს. ანტეტეკუნმპო იმდენად ეფექტურად ამთავრებდა შეტევებს, რომ მისთვის გადაცემული პასებით მეც კარგად გამოვჩნდებოდი ხოლმე. სამწუხაროა, რომ გუნდელები აღარ ვართ, მაგრამ კალათბურთი ბიზნესია, არასდროს იცი, მეორე დღეს სად მოგიწევს წასვლა.

რაც შეეხება ანტეტეკუნმპოს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშს, ჩემი უპირატესობა ის არის, რომ ვიცი, როგორ თამაშობს, ერთმანეთის წინააღმდეგ ვარჯიშებზე არაერთხელ გვითამაშია. მასაც ექნება უპირატესობა - მეც კარგად მიცნობს. ერთმანეთის მეურვეობა არ მოგვიწევს, მაგრამ პროფესიონალიზმი ის არის, რომ როცა მოედანზე გადიხარ, ყოველგვარი მეგობრობა გვერდზე გადადო...

ამ დროს ჩემი მეგობარია მხოლოდ ის, ვისაც გულზე "ჯორჯია" ეწერება.

ფავორიტები

- ევრობასკეტის მოგების მთავარ ფავორიტად ფრანგებს დავასახელებდი. ძლიერი გუნდიც ჰყავთ და აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა - შინ ითამაშებენ. ფრანგებს ჩვენც დავუპირისპირდით და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ძალიან მაღალი დონის კალათბურთელები ჰყავთ.

ფავორიტთა შორის მეორე ადგილზე სერბეთის ნაკრებს დავასახელებდი. სამეულში ჩვენი ჯგუფიდან ერთ-ერთს შევიყვანდი - ხორვატიას ან საბერძნეთს. უფრო საბერძნეთს. რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, ამ წელს მას სამ საუკეთესოს შორის არ ჩავსვამდი.

წინასწარი ვარაუდები ხშირად როდი მართლდება, შედეგები ბევრ ნიუანსზე იქნება დამოკიდებული, პლეი ოფში ვინ ვის შეხვდება, ტრავმების ფაქტორიც გასათვალისწინებელია...

დღეს ძალიან რთულია გუნდების შანსებზე მსჯელობა. ფურცელზე დაწერილი ყოველგვარ ძალას კარგავს, როცა გუნდები მოედანზე გადიან. ყველაფერი სწორედ თამაშისას წყდება. იქ შეიძლება ფავორიტი სულაც აუტსაიდერად იქცეს და პირიქით.

გულშემატკივარი

- როგორც ნაკრების კაპიტანს, ქართველი გულშემატკივრის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ხორვატია საქართველოს გვერდით რომ იყოს, ყველაფერი იოლი იქნებოდა. სლოვენიელებისთვის ძალიან მარტივია, დასხდნენ მანქანებზე, ჩავიდნენ ზაგრებში, დაესწრნენ მათი ნაკრების თამაშს და შემდეგ ისევ შინ დაბრუნდნენ. ქართველ ქომაგს კი დიდი ხარჯის გაწევა უწევს ზაგრებში ჩამოსასვლელად და ჩვენ საგულშემატკივროდ.

კალათბურთელებზე იძახიან, მამულიშვილები, თავდადებულები არიანო. მინდა იგივე სიტყვები გამოვიყენო ყველა გულშემატკივრის მისამართით, ვინც ხორვატიაში ჩამოვა და ვინც საქართველოდან დაგვიჭერს მხარს. ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. პატარა ქვეყანა გვაქვს და სამწუხაროდ, იმდენნი არ ვართ, ვთქვათ, როგორც თურქები, რომ ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი დიასპორა ჩამოვიდეს და დარბაზი ქართული დროშებით გაივსოს.

ვიცი, ამერიკიდანაც მოდიან ზაგრებში. ეს ყველაფერი ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, მოტივაციას, ენერგიას გვმატებს, გრძნობ, რომ შუაგულ ევროპაში, ასეთი ბრძოლებისას მარტო არ ხარ.

ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპის ჩემპიონატი ყოველდღიური მოვლენა არ არის. არც მასში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა იოლი საქმე. გავიხსენოთ, რამდენი დრო დაგვჭირდა ევრობასკეტზე პირველად გასასვლელად. შემდეგ, რაოდენი სიხარული იყო მეორედ ევროპაზე მოხვედრა. მერე - მესამედ.

სამწუხაროდ, ასეთი დონის ტურნირებზე თამაშით სპორტის სხვა სახეობებში ქართველი გულშემატკივარი განებივრებული არ არის. ასე რომ, ჩვენი ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო მორაგბეების მსოფლიოს თასზე თამაში უნიკალური მოვლენაა და იმედს ვიტოვებ, რომ ეს მომავალში ტრადიციად იქცევა როგორც კალათბურთში, ასევე სხვა სახეობებში.

მე, როგორც ქართველი, ისევე მივდივარ სხვა სახეობებზე საგულშემატკივროდ, როგორც ჩვენ საქომაგოდ მოდიან. ჩვენი გულშემატკივრობა მხოლოდ ნაკრების გვერდით დგომა არ არის - საქართველოს გვერდში დგომაა.

დალასი

- ბოლო დროს მთლიანად გადმორთული ვარ საქართველოს ნაკრებზე, შესაბამისად, ნოვიცკიზე იმდენად ვერ ვფიქრობ, რამდენადაც ჩემს გუნდელებზე, აქაურ კომბინაციებზე, დაცვაზე, შეტევაზე... საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე მქონდა დრო, "დალასზე" მეფიქრა, მესაუბრა, რადგან ბევრი მეკითხებოდა ახალ გუნდზე.

თავიდან, ჩემი "დალასში" გადასვლის ამბავი რომ გავიგე, არც მეწყინა და არც გამიხარდა. სადღაც შუალედში ვიყავი, შერეული გრძნობა დამეუფლა. მეწყინა და გამეხარდა კიდეც. მეწყინა ის, რომ მილუოკურ გარემოს უნდა მოვცილებოდი, რომელსაც ბოლო ორ წელიწადში ძალიან შევეჩვიე. იმდენად სასიამოვნო სეზონი გვქონდა, იმდენი რამე ვისწავლე მწვრთნელებისგან, ჯეისონ კიდისგან, იმდენად კარგად ჩავჯექი გუნდის სქემებში, რომ რთული იყო ყოველივე ამასთან განშორება. "მილუოკიში" შესანიშნავი შემადგენლობა იყო შეკრებილი და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრები გავიჩინე.

მეორე მხრივ, როცა ვფიქრობ, სად მივდივარ, ვის გვერდში მომიწევს თამაში, სხვა ყველაფერი მავიწყდება. ცხოვრება სიძნელეებითაა აღსავსე, ბარიერი ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. უკვე მაქვს საიმისო გამოცდილება, როგორ შევხვდე სიძნელეს, როგორ გამოვნახო გზა მის გადასალახავად.

მიხარია ისიც, ესოდენ გამოცდილ თანაგუნდელებთან რომ მომიწევს თამაში. დარწმუნებული ვარ, გამიადვილდება. დირკ ნოვიცკის, დერონ უილიამსს, ვესლი მეტიუსს უმაღლეს დონეზე აქვთ ნათამაშები კალათბურთი და მათთან ერთად თამაში ჩემთვისაც საინტერესო იქნება.

დასავლეთის კონფერენციაში პირველად მომიწევს თამაში. მეგობრებისგან, რომლებსაც დასავლეთში უთამაშიათ, ვიცი, რომ ძალიან რთულია, რადგან თითქმის ყოველ საღამოს თანაამპლუელ ვარსკვლავთან გიწევს "ჭიდაობა". "ჭიდაობას" იმიტომ ვამბობ, რომ ცენტრებს შორის ყოველთვის ძალისმიერი თამაში მიდის, ვცდილობთ, ერთმანეთს არაფერი დავუთმოთ.

ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ჩემს კარიერაში ერთი ნაბიჯი კიდევ წინ გადავდგა.

"დალას მავერიქსს" ჩამოყალიბებული იმიჯი აქვს - ყოველთვის ჩემპიონობისთვის იბრძვის. შეიძლება ეს ხშირად არ გამოსდის, მაგრამ სეზონის დასაწყისში ყოველთვის ფავორიტად ითვლება. ერთი სული მაქვს, როდის ჩავერთვები გუნდის მზადების პროცესში.

თუმცა მანამდე უმნიშვნელოვანესი მისია მაკისრია - საქართველოს სახელი ევრობასკეტზე უნდა დავიცვა. რომ ვთქვა, მეჩქარება ამერიკაში წასვლა-მეთქი, არ იქნება მართალი, რადგან საქართველოს ნაკრებში თამაშით დიდ სიამოვნებას ვიღებ და ნამდვილად არ მინდა ეს ყველაფერი მალე დამთავრდეს.

აკადემია

- რაც შეეხება ზაზა ფაჩულიას აკადემიას, თბილისში ნათქვამს ვერაფერს დავამატებ, რადგან რაც უფრო ახლოვდება სანაკრებო მატჩები, მით მეტად ვარ ჩართული და ნაკლები დრო მრჩება სხვა თემებისთვის. მაგის დროც მოვა.

"მილუოკის" პარკეტი გზაშია, დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოში იქნება. მისი დაგება ჩემს აკადემიაში მაქვს გადაწყვეტილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dd

გადაცემების დაზუსტება არაფერ შუაშია. ეს იმიტო ხდება რო გუნდი უბურთოდ ვერ მოძრაობს. ეს ტრენერის ბრალია. ვერანაირად უბურთოდ თამაში ვერ გააუმჯობესა. ამიტომაა რო კაცი ვერ იხსნება და ყველაზე მეტჯერ ყველა ევროზე ჩვენ ვკარგავთ ბურთს. ახლაც ეგრე იქნება

• გულშემატკივარი

ძალიან ბევრ უმარტივეს შეცდომებს უშვებთ, ასეთი შეცდომებით თქვენ თავსაც უხერხულ მდგომარობაში იგდებთ! იმედია ევრობასკეტზე გადაცემებს მაინც დააზუსტებთ!

• dadu

ნეტა ზაზასნაირი ჯიგარი ბევრი გვყავდეს. იგი მისაბაძია ისევე როგორც ჩემთვის ასევე ჩემი აზრით მრავალი ქართველისათვის.

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები

რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა

"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა

თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს

სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს

სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის

[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!

"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?

ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში

[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს

"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე

[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...

[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში

ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის

"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა

სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა

"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ

[VIDEO] სანდროს მორიგი კარგი მატჩი და ეფექტური ჩატენვები - "ტორონტო" ზედიზედ მესამედ დამარცხდა

გაბრაზებული "კვარავაჯოს" დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე

თორნიკე შენგელიამ თავის ყოფილ გუნდს 10 ქულა ჩაუგდო - "ბარსელონამ" გაიმარჯვა

[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება

საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან

Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა

ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ

"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება

შენგელიას 14 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული

ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია მატჩის დღეს ბარსელონიდან გამოფრინდება და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება

17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა

"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"

გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ