"სირცხვილი ის კი არ არის, მე რომ დიპლომი არ მაქვს, არამედ ის, რომ ამის დამადასტურებელი ცნობის მქონეთა 80%-მა დიპლომი უსწავლელად აიღო..."
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ორგანიზაცია "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებელი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს ფეხბურთის ფედერაციამ ხელოვნური ბარიერით ჩამოაშორა.

ამასწინათ ყაველაშვილი რევაზ არველაძის პროგრამის პრეზენტაციაზე გამოჩნდა, რაც ერთობ მოულოდნელი იყო...

- დიდი ხანია, რაც ფეხბურთის ფედერაციისა და რევაზ არველაძის ოპონენტად ითვლებით. მის ღონისძიებაზე თქვენი გამოჩენა ბევრისთვის სიურპრიზი იყო...

- სხვათა შორის, შარშან ჩემი სტრატეგიული ხედვის პრეზენტაცია რომ შედგა, მაშინ მოსაწვევი ფედერაციას და, მათ შორის, რეზისაც გავუგზავნეთ.

მინდა ვუპასუხო იმ ვეტერანების პრეტენზიებსაც, რომლებიც ამბობენ, ჩვენთან შეხვედრა მხოლოდ რევაზ არველაძემ მოინდომაო - ეს მურთაზ ხურცილავამ თქვა. შარშან, ჩვენი სტრატეგიული ხედვის პრეზენტაციაზე მიწვევა მათაც გავუგზავნეთ, მაგრამ არ მოსულან. მე კი მომიწვიეს და ვალდებულად ჩავთვალე თავი, მოვსულიყავი და რეზის პროგრამას გავცნობოდი. ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან ჩვენ მტრები არ ვართ.

რა თქმა უნდა, მისი მხარდამჭერი არ გახლავართ და რა პრინციპებიც მქონდა, იმავე პრინციპებზე ვრჩები. მაგრამ ეს ურთიერთობის კულტურაა და ამას არ უნდა ვუღალატოთ. ფეხბურთში ფეარ-პლეის პრინციპი დამკვიდრდა და ამიტომაც მოვედი აქ. "ჩვენი ფეხბურთის" დაფუძნების შემდეგ, ვცდილობთ, ერთმანეთისგან პიროვნული ურთიერთობა და პროფესიული დამოკიდებულება გავმიჯნოთ. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ჩვენ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.

- თქვენ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოგართვეს...

- ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა სამდივნომ გაუგებარი მიზეზი დაასახელა - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი მოსთხოვა. სამდივნოს განცხადებით, ცვლილება თეა წულუკიანის გამო მიიღეს.

ეს სრულიად ალოგიკური ახსნაა, რადგან ფეხბურთის ფედერაცია, როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, და საჯარო სამსახური ერთმანეთთან კავშირში არ არის. წულუკიანსაც უაზროდ ედავებოდნენ არა დიპლომს, არამედ იმას, იყო თუ არა იურისტი. მე ასეთი კითხვა მაქვს - სანამ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, დაინტერესებულიყვნენ, აქვთ თუ არა უმაღლესი განათლება უეფასა და ფიფას პრეზიდენტებს, პლატინისა და ბლატერს, ან ბეკენბაუერს, ხორვატიისა და პოლონეთის ფედერაციების თავკაცებს - შუკერსა და ბონეკს? ასეთი დიპლომი არავის აქვს.

- გინდათ, თქვათ, რომ ფეხბურთის სამართავად უმაღლესი განათლება საჭირო არ არის?

- მაშინ, კითხვას შემოგიტრიალებთ - ვთქვათ, პრეზიდენტობის კანდიდატს აქვს უმაღლესი ზოოვეტერინარული ან ეკომონიკური განათლება. ამით ფეხბურთში ჩემზე მეტი ეცოდინება? ეს არის პროფესიული სწავლება, რომელსაც ფეხბურთთან კავშირი არ აქვს. ის მაინც მიეთითებინათ, რომ კანდიდატს უმაღლესი სპორტული სასწავლებლის დიპლომი მოეთხოვებაო. ამიტომ, ეს კრიტერიუმი არის ისეთი სახის დარღვევა, რომელსაც ახსნა არ მოეძებნება...

საერთოდ, ეს დიპლომანია საბჭოური სისტემის უაზრო დანამატი იყო და ვერავინ დამაჯერებს, რომ აქტიური სპორტსმენი უმძიმეს ვარჯიშებსა და კარგად სწავლას თანაბარი წარმატებით მოახერხებს. ყველამ ვიცით, რომ მაშინ სპორტსმენებს დიპლომს სწავლის გარეშე აძლევდნენ.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ნამდვილად ჩავაბარე და მესამე კურსამდე ვსწავლობდი. მაგრამ ვეღარ გავაგრძელე, რადგან ხშირად დავდიოდი უცხოეთსა და შეკრებებზე და თავს ხომ არ მოვიტყუებდი?

სირცხვილი ის კი არ არის, მე რომ დიპლომი არ მაქვს, არამედ ის, რომ ამის დამადასტურებელი ცნობის მქონეთა 80-მა პროცენტმა დიპლომი უსწავლელად აიღო...

- თქვენ სპორტული დიპლომი გაგაჩნიათ?

- შვეიცარიაში სამწვრთნელო ლიცენზია მივიღე და მენეჯმენტსაც ვსწავლობდი. მაგრამ ეს საარჩევნო დებულებასთან რა კავშირშია? პირდაპირ ბრალს ვდებ ფედერაციას და მის გენერალურ სამდივნოს - ეს ცვლილება არჩევნებიდან ჩემს ჩამოსაშორებლად მიიღეს!

ამიტომ, ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში აუცილებლად გავასაჩივრებ და მის გაუქმებას მოვითხოვ. მართალია, საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოყენებას ვეღარ მოვასწრებ, თუმცა ჩემი სიმართლის დამტკიცებას მაინც შევეცდები.

ვიმეორებ, უმაღლესი განათლების დიპლომი არც პლატინის აქვს და მაშინ მითხრან, ეს კაცი უეფას პრეზიდენტი არ უნდა იყოს? ან უეფას წესდებაში სად ნახეს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს უმაღლესი განათლების დიპლომი მოეთხოვება? ასეთი რამ არსად წერია!

- თქვენი გუნდიდან ლევან ყიფიანის წარდგენაზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ჯერ არაფერი ისმის. არჩევნებში მონაწილეობას აპირებთ?

- ამას პრესკონფერენციაზე განვაცხადებთ, მაგრამ უკვე გითხარით, რასაც ვაპირებთ. წლებია, რაც სამართლიანი არჩევნები გვსურს. მაგრამ ეს ახლაც ვერ ხერხდება და დაპირისპირება უფრო და უფრო მძაფრდება. ხმები ყველას გვესმის, რომ შეიძლება, სახელმწიფოს მხრიდან იყოს ჩარევა. მაგრამ ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ დარღვევით მოქმედება ფედერაციამ დაიწყო.

მე მორალურ მხარესა და მიდგომებს ვგულისხმობ. წინასწარ მოხდა ხმების დელეგირება, როცა ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამას არც გაცნობიან. ეს უკვე გაუგებარია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

nino
ეს ადამიანი ყოველთვის მომწონდა, ღირსეული კაცი მგონია
გულშემატკივარი
რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერიაო ამაზეა ნათქვამი :)))) რა განათლება, "რი" განათლება, ხომ არ გაგიჟდით? ხომ ხედავთ, ადამიანს პლატინის უნდა რომ შეედაროს, სხვას არავის. პლატინი ეგრევე არ გამხდარა უეფას პრეზიდენტი ჩემო მიშა, მან გაიარა გარკვეული საფეხურები, შენც იგივეს გირჩევ, რაღაცით დაიწყე, ვინმეს გვერდში ამოუდექი, იბრძოლე მასთან ერთად და მერე დაიწყე მუშაობა იმ გუნდში, რომელსაც შენი თანადგომით მოიყვან. მერე კი ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, გაუქმდეს ეს წესი დიპლომთან დაკავშირებით და შენც შეძლებ კენჭი იყარო. თორემ "ზერო" გამოცდილებით ამ სტრუქტურებში მუშაობით და თანაც უდიპლომოდ (განათლების გარეშე) ეგრევე პრეზიდენტობა ცოტა უხერხულიც არის მე თუ მკითხავ. კი ბატონო დიპლომის მოთხოვნა შეიძლება არ იყოს საჭირო, გეთანხმები, მაგრამ სტაჟი და გამოცდილება აუცილებელია. ამიტომ ამ წესში ერთ ერთი აუცილებლად უნდა იყოს, ან უმაღლესი განათლების დიპლომის მოთხოვნა, ან ამ სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება (კარგი ფეხბურთელობა სხვა რამეა), თორემ ერთ დღესაც ადგება კარგი ფეხბურთელი და დაიჭყებს სხვების ჭკუის სწავლებას, რაც ყველაზე ნაკლებად წაადგება ქართულ ფეხბურთს. ანუ ადამიანი კარგი ფეხბურთელი იყო, არსად უმუშავია, მაგრამ აქვს უმაღლესი განათლება, რაც გარკვეულწილად აბათილებს მის ანალოგიურ სტრუქტურებში მუშაობის "სტაჟის არ ქონას", ვიმეორებ, ესეც პირობითია, რადგან რაღაცას უნდა დავეყრდნოთ, სხვაგვარად შეუძლებელია, ადამიანს რომ ანდო საჭე მას ან ცოდნის დამადასტურებელი "საბუთი" უნდა ჰქონდეს, ან გამოცდილების და ასეც უნდა გაიწეროს ეს ყველაფერი, ან ერთი უნდა გქონდეს, ან მეორე. რაც შეეხება ვეტერინარის დიპლომი ექნება, ჩარხმშენებლის ინჟინრის, თუ სანტექნიკური ნაგებობების მშენებლის, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს აქვს გარკვეული ცოდნა უმაღლესი განათლების კუთხით, მას შეიძლება სპორტის განხრით არ აქვს დიპლომი, მაგრამ იყო სპორტსმენი, ფეხბურთელი და აქვს უმაღლესი განათლება, ეს იმათთვის ვინმაც იცის რას ნიშნავს უმაღლესი განათლება, თუ საერთოდ გაქვს მიღებული უმაღლესი განათლება გარკვეულ დონეზე, შენ პოტენციურად შეგიძლია ბევრი კუთხით იმუშავო და ბევრი რამ გადაწყვიტო და ა.შ. ასე რომ, მიშა, პირდაპირ პრეზიდენტობა გინდა და სხვა არაფერი, ეს არ არის გამოსავალი, ჯერ სხვა თანამდებობიდან დაიწყე, ვინმეს დაუდექი გვერდში, ვინც შენს ხედვებთან ახლოს არის
ლუკა
ეს არჩევნები არადემოკრატიულად ჩატარდება. არაფერი არ კეთდება იმისთვის რომ საარჩევნო წესები დემოკრატიული გახდეს. სფფ ცდილობს ხელოვნური ბარიერებით საკუთარი კანდიდატი, რევაზ არველაძე, გახდეს გამარჯვებული. სფფ აშკარად უპირისპირდება გულშემატკივარს, კლუბებს და საზოგადოებას. ქართული ფეხბურთი პრივატიზებული აქვს ადამიანთა ვიწრო წრეს და ისინი წყვეტენ თუ რამდენს ხანს იქნება ფეხბურთი ჭაობში. ქართველი გულშემატკივარის მომენტი დადგა; ან ამოვიღებთ ხმას და ვიმოქმედებთ, ანდა დავივიწყოთ ქართული ფეხბურთი.
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
როდის და რატომ დაიწყო "დინამოსა" და "ტორპედოს" დაპირისპირება? [VIDEO]
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
როგორც იქნა!.. ანდრო ჟორდანიას მემორიალი გაიხსნა
15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს
ასე იწყებოდა, ასე მოდიოდა... რა უნდა ვიცოდეთ ახალ ჩემპიონ "სამტრედიაზე" [ნაწილი I]
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
[ოთხშაბათის საკითხავი] რას გვასწავლის ანდაზები?
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა