ვეტერანი ფეხბურთელი სფფ-ის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება

ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებს ვეტერანი ფეხბურთელი გოჩა მაჩაიძე ეხმაურება. ის ყრილობამდე დიდი სახალხო შეკრების მომხრეა, სადაც გულშემატკივრებისთვის მისაღებ კანდიდატს აირჩევენ.

რა ფუნქცია ექნება ქომაგთა რჩეულს, ამაზე მაჩაიძის მოსაზრებებიდან გაიგებთ...

უპირველესად, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ვეტერანი დინამოელის ფავორიტით დავინტერესდით:

"ჯერ არც ჩამოვყალიბებულვარ, რომელი კანდიდატია უკეთესი და მისაღები. ჯერ მათ პროგრამებს არც გავცნობივარ და მაინტერესებს, ვის რა ხედვა გააჩნია. ყოველგვარი თამაშის გარეშე ვამბობ, რომ ყველა დასახელებული კანდიდატისადმი პატივისცემით ვარ განმსჭვალული.

მაგრამ მე პროგრამა მაინტერესებს და არა მხოლოდ პიროვნება. კანდიდატმა უნდა დაგვანახვოს რეალული გზა, როგორ ამოვიყვანოთ ქართული ფეხბურთი იმ წუმპიდან, რომელზეც ფიფას რეიტინგი ყველაზე ნათლად მეტყველებს", - ამბობს გოჩა მაჩაიძე.

თბილისის "დინამოს" ოქროს თაობის ფეხბურთელი ყრილობის წესდებაზეც გველაპარაკა:

"სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო დებულება იმდენად ზღუდავს პრეზიდენტობის მსურველებს, რომ ჩემი აზრით, ფედერაციამდე ხალხის ხმა იკარგება. ვითარება უნდა შეიცვალოს და უფრო დემოკრატიული გახდეს.

ფეხბურთი სახალხო თამაშია და პოპულარული ამიტომაც გახდა. ამიტომ, ყრილობაზე ხალხის აზრი რაღაც ფორმით მაინც უნდა დაფიქსირდეს.

მე, ასეთი გზა მესახება - ყრილობამდე, "დინამო არენაზე" გულშემატკივრებისა და ქართული ფეხბურთის მდგომარეობით დაინტერესებული ადამიანების სახალხო შეკრება გავმართოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი მსურველი მოვა და ბევრი საინტერესო ადამიანიც წარმოჩნდება, რომელთაც საზოგადოება არ იცნობს, მაგრამ გონიერია და საინტერესო შეხედულებები აქვს. ბევრი ვეტერანიც "ჩარეცხილია" და ჩრდილში დგას.

დააფიქსირონ მოსაზრება, ჩატარდეს გამოკითხვა და ვინც გაიმარჯვებს, ის იყოს ფეხბურთის ფედერაციაში ხალხის ნდობით აღჭურვილი პირი.

შესაძლოა, ამაზე ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ სფფ გულშემატკივრის აზრს იმდენად დაშორდა, რომ მსგავსი მაკონტროლებელი აუცილებლად სჭირდება. ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის გამჭვირვალედ მუშაობის გარანტია.

მესმის, რომ ფიფას დებულება სხვაგვარია და მიდგომაც მსგავს პრეცედენტს არ ითვალისწინებს, მაგრამ ფეხბურთი ხალხის უნდა იყოს. თუ ვინმე იტყვის, რომ ეს სისულელეა, პირველ, დამფუძნებელ ყრილობას გავიხსენებ, სადაც ფეხბურთის ბედი სწორედ ხალხმა გადაწყვიტა. რეალურად, ამ 25 წელიწადში ეს იყო ერთადერთი სახალხო ყრილობა.

კაცმა რომ თქვას, ხალხის აზრი თავად ფედერაციასაც უნდა აინტერესებდეს".

მაჩაიძე თვლის, რომ ეროვნული ნაკრების სელექციის გასაძლიერებლად, მეტი ტურნირის გამართვაა აუცილებელი:

"ესპანეთში დამკვიდრებული ტრადიციაა, რომ გუნდებმა სასელექციო ტურნირებზე ხშირად ითამაშონ. მსგავს შეჯიბრებებში "დინამოც" ბევრჯერ მიუწვევიათ. მწვრთნელები მათთვის საინტერესო მოთამაშეებსაც არჩევდნენ და შეთამაშების პრობლემასაც აგვარებდნენ.

ბევრჯერ მიფიქრია, წინ რა უნდა დაუდგეს, ეროვნულმა ნაკრებმა ოთხთა ტურნირი რომ ჩაატაროს, სადაც მის გარდა, თბილისის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის ნაკრებებიც ითამაშებენ. წელიწადში ერთხელ მსგავსი ტურნირი მაყურებელსაც დააინტერესებს და ეროვნული ნაკრების მწვრთნელსაც გუნდის შეთამაშებისა და საინტერესო ახალგაზრდების აღმოჩენის საშუალებასაც მისცემს.

დამიჯერეთ, ასეთ ტურნირზე ტალანტები აუცილებლად გამოჩნდებიან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

k. g.
დროა 25-წლის შემდეგ ისევ ჩატარდეს, ხმის უფლება უნდა მიეცეს უმაგლესი და პირველი ლიგის გუნდებს.უნდა ჩატარდეს ყველაზე დემოკრატიული არჩევნები დაე გირსეულმა გაიმარგოს...
ლუკა
სახალხო ყრილობას ნამდვილი გულშემატკივარი ფედერაციასთან მოაწყობს ქუჩაში, თუ ეს მაიმუნობა გაგრძელდება და ისევ მაიმუნს აირჩევენ. ქვეყანაში თუ დარჩება კორუფციის კუნძულები ფედერაციის სახით, მაშინ ეს ჩამორჩენილობის კერები ქვეყნის ზოგადად განვითარებას შეაფერხებს.
კკკ
მე ვფიქრობ ეს მთვრალმა დაწერა.აბა სტადიონზე პრეზიდენტობის კანდიდატების გულშემატკივრები რომ დაერევიან ერთმანეთს.
ემზარი
გოჩა მაჩაიძე კარგი ჭკვიანი მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო მისი აზრი ყოველთვის მოსასმენი და საინტერესო იქნება ნეტა იმ დროს როცა მისი და მისი თაობის ვარსკვლავების თამაშს რომ ვუყურებდით გვეღირსება კი ისეთი გუნდი ოდესმე?
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
ეს იყო 34 წლის წინათ... კიდევ როდის ჩამოვა მადრიდის "რეალი" თბილისში?