რუნი რეკორდსმენი შეიძლება გახდეს, მაგრამ...
უეინ რუნი მალე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორი გახდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქტომბერში სპეციალური ცერემონიაც კი იგეგმება, სადაც მას დააჯილდოებენ.

ეჭვი ცოტას თუ ეპარება, რომ სან მარინოსთან და შვეიცარიასთან შეხვედრებში, "მანჩესტერ იუნაიტედის" 29 წლის თავდამსხმელი 2 ან მეტ გოლს ვერ გაიტანს.

ამჟამად, ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირის საპატიო სტატუსი სერ ბობი ჩარლტონს ეკუთვნის, რომლის აქტივშიც 49 გოლია. "შრეკი" კი 48 ბურთით გარი ლინეკერს გაუთანაბრდა და ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ჩარლტონის ჩამოგდებას აპირებს ტახტიდან.

ამის ნახევარი აქვს გატანილი ჯეფრი ჰერსტს, მაგრამ ჯერ ერთი, მატჩებიც ორჯერ ნაკლები აქვს ჩატარებული და თან ალბათ, ყველამ იცით, თუ რა მნიშვნელობის გოლები გაიტანა "ვესტ ჰემის" ლეგენდამ, მან ინგლისს ისტორიაში ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონობა მოაპოვებინა.

რუნისა და მისი მეგობრების ნაკრები კი ბოლო მუნდიალზე ჯგუფიდან ვერ გავიდა და, რა ხანია, წარმატებას ვერ აღწევს. ჰერსტს ჭკუა ნამდვილად მოეკითხება და ვეტერანიც თავის აზრს აფიქსირებს - გოლებით შეიძლება გაასწროს, მაგრამ ისე უეინს ბობი ჩარლტონამდე ბევრი უკლიაო.

"რუნი ნამდვილად დიდი ფეხბურთელია. თუმცა, როდესაც მოთამაშეებს ვადარებთ, ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ. რასაკვირველია, ჩარლტონის რეკორდის გაუმჯობესება უდიდესი მიღწევა იქნება, ეს გამოსარჩევია.

თუმცა კარგად დავაკვირდეთ, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან - უეინი თავდამსხმელია, ხოლო ბობიმ 49 გოლი, როგორც ნახევარმცველმა, ისე გაიტანა. ესეც კარგად აჩენს სერ რობერტ ჩარლტონის საოცარ შესაძლებლობებს. ბობი ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონატის მომგები ნაკრების წევრი იყო, როგორისაც რუნი ჯერ არ ყოფილა და ჩემთვის, ესეც ძალიან მყარი არგუმენტია" - თქვა ჰერსტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედის" ათი საუკეთესო მეგოლე - უეინ რუნი, ჩარლტონი, ლოუ და სხვები
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
უეინ რუნი: "იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ბობი ჩარლტონი, ზიდანი და რობენი - რატომ მოხვდა მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში თემურ ქეცბაიაც?
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ბედის ი-რუნი-ა: სერიდან შრეკამდე და ვიქტორიადან ელისაბედამდე
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
გარდაიცვალა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი