ბაზა ორ ჰექტარზეა განთავსებული, ადგილზე ორი მოედანია, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდ დიღომში სარაგბო ბაზა გახსნა. სარაგბო ბაზა "ლელო სარასენსის" ტერიტორიაზე განთავსებულია ორი სათამაშო მოედანი: ბუნებრივსაფარიანი მოედანი, რომელიც 1750 მაყურებელზეა გათვლილი, ასევე მეორე, ხელოვნურსაფარიანი სტადიონი სპორტსმენების სავარჯიშოდ.

როგორც ღარიბაშვილმა სარაგბო ბაზის გახსნისას განაცხადა, აღნიშნული ბაზა მოეწყო ბიძინა ივანიშვილის სრული დაფინანსებით.

"ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო რაგბის განვითარების პროგრამა 2009 წელს. ამ პროგრამის ფარგლებში უკვე აშენდა 7 ბაზა. უშუალოდ ამ ბაზაზე დაიხარჯა 6 მილიონი. ჯამში კი, შვიდივე ბაზაზე დახარჯულია 55 მილიონი ლარი. ჩვენ გვაქვს თანამედროვე ბაზები, ისეთები, როგორიც ევროპაშიც კი არ არის. განცვიფრებულები არიან ჩვენი შოტლანდიელი მწვრთნელები და პარტნიორები, ასევე, ახალზელანდიელები. ისინი ნატრობენ, რომ ასეთი ბაზები თავიანთ ქვეყნებში ჰქონდეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რაგბის ფედერაციის ხელმძღვანელობა, კერძოდ, გია ნიჟარაძე და მისი გუნდი მოტივირებულნი არიან, რომ საქართველომ მეტი გამარჯვება მოიპოვოს.

ასევე, პრემიერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ბაზა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ქუთაისში, რომელზეც 11 მილიონი დაიხარჯა, ასევე - ფოთში, რომელზეც 7 მილიონი დაიხარჯა.

"მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და "ქართუ ფონდს", რომელიც უნიკალურ საქმეს აკეთებს რაგბის განვითარების საქმეში. 7-8 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო, რომ ფეხბურთისთვის 100 მილიონი დოლარი გამოეყო, თუმცა მაშინ ძველმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო ამ თანხის მიღება და უარი თქვა ამაზე. შემდეგ ეს თანხა გადამისამართდა რაგბის განვითარებაზე და შედეგს ვხედავთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გახსნას ესწრებოდა სპორტის მინისტრი, რომელმაც მადლობა გადაუხადა "ფონდ ქართუს". ტარიელ ხეჩიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა კომპანიებიც მიმართავენ მსგავს კამპანიას და ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას.

წყარო: interpressnews.ge

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კვარაცხელიას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
"ეს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ისტორიაში ჩაიწერება" - უეფას პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილს წერილი მისწერა
ახალი მოედნები 45 ლოკაციაზე