"უტფორდის" 25 ფეხბურთელი 20 ქვეყნის წარმომადგენელია
ინგლისის პრემიერლიგა სანახაობრივი კუთხით, ბევრისთვის ბოლო წლებში საუკეთესო ჩემპიონატი გახლდათ და რჩება ასეთად, თავისი სწრაფი, თავბრუდამხვევი ტემპით და თუნდაც აუტსაიდერებს შორის გამართული დასამახსოვრებელი ხარისხიანი მატჩებით, მაღალი კონკურენტუნარიანობითა და კიდევ არაერთი ფაქტორით.

ამის მიზეზი "ნისლიანი ალბიონის" კულტურის, ისტორიის, ტრადიციებისა და აურის გარდა, ის არაერთი კარგი ლეგიონერია, რომელიც ინგლისის ჩემპიონატში თამაშობს.

წამყვან ჩემპიონატებს შორის, პრემიერლიგა ლეგიონერების სიმრავლეზე მეტად იმით გამოირჩევა, რომ ეს უცხოელი ფეხბურთელები, კლუბების დიდ ნაწილში წამყვან როლებში გვევლინებიან. ისეთი კლუბებიც ვიცით, ძირითად შემადგენლობაში ადგილობრივ ფეხბურთელს საერთოდ რომ ვერ იპოვნი ან ერთ-ორს თუ აღმოაჩენ. მიუხედავად ამისა, ალბათ გასაოცარი იმაში არაფერია, რომ ინგლისელი მოთამაშეები ჩემპიონატში ყველაზე მეტნი არიან.

პრემიერლიგაში ამჟამად მოთამაშე 529 ფეხბურთელიდან 176 ინგლისელია. მეორე ადგილზე საფრანგეთია 37 წარმომადგენლით, მესამეზე კი ესპანეთი 33-ით. ყველაზე მეტი ფრანგი "კაჭკაჭებს" ჰყავთ, კერძოდ კი 7. ესპანელები "ჩელსიში", "მანჩეზსტერსა" და "არსენალში" არიან შედარებით უხვად - ოთხ-ოთხი.

სულ პრემიერგაში ინგლისელების გარდა, კიდევ 58 ქვეყნის წარმომადგენელია.

ყველაზე ინტერნაციონალური გუნდი "უოტფორდია", რომელსაც შემადგენლობაში სულ 25 ფეხბურთელი ჰყავს და ისინი 20 სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ყველაზე ცოტა ქვეყნის წარმომადგენელი განაცხადში "სიტის" ჰყავს, მხოლოდ 9 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ლეგიონერი.

სამაგიეროდ, მანჩესტერელთა რიგებში ინგლისელ მოთამაშეს ძნელად თუ ვნახავთ ხოლმე, ჯო ჰარტსა და ახალნაყიდ რაჰიმ სტერლინგს თუ არ ჩავთვლით.

როგორც ყოველთვის, ირლანდიას, შოტლანდიასა და უელსს ინგლისის ჩემპიონატში ბევრი წარმომადგენელი ჰყავთ. მაგალითად ირლანდიელთა დიასპორა პრემიერლიგაში 24 ლეგიონერით განისაზღვრება, აქედან ყველაზე მეტი (5) "სტოკ სიტიში" აგორებს ბურთს.

უელსი 16 ფეხბურთელით იფარგლება, შოტლანდია 15-ით და ჩრდილოეთ ირლანდია 7-ით.

სამხრეთ ამერიკიდან უდიდესი დოზით არგენტინაა წარმოდგენილი, რომელსაც ინგლისში 18 "ემისარი" ჰყავს. ათეულშია ბრაზილიაც 12 ფეხბურთელი. მრავლად ვხვდებით ჰოლანდიელებსაც, რაც ბოლოდროინდელი ტენდენციის გათვალისწინებით, გასაკვირი ასევე არ არის, ინგლისურ გუნდებს ერედივიზიონიდან ბევრი მოთამაშე მიჰყავთ, მათ შორის უშუალოდ ჰოლანდიელიც.

მაგალითად, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია ინგლისში 8 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. ისევე, როგორც სენეგალი. ერთ კურასაოელსაც კი ვხვდებით, კუკო მარტინას, რომელიც "საუთჰემპტონმა" დაიმატა. საინტერესოა, ისიც, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას უკვე 4 ლეგიონერი ჰყავს "ნისლიან ალბიონზე".

თუ ავიღებთ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს აღმოვაჩენთ, რომ ფინალურ ეტაპზე გასული ნაკრებებიდან ახლა მხოლოდ 4-ს არ ჰყავს ინგლისის ჩემპიონატში თავისი "ელჩი" - მექსიკას ჰყავდა, მაგრამ ჩიჩარიტოს წასვლის მერე აღარავინაა. დაბოლოს, სამწუხაროა, რომ ასეთ მაღალი დონის პირველობაზე ერთი ქართველი ლეგიონერიც არ თამაშობს.

რომელ ქვეყანას, რამდენი წარმომადგენელი ჰყავს პრემიერლიგაში

ინგლისი (176); საფრანგეთი (37); ესპანეთი (33); ირლანდია (24); ჰოლანდია (21); არგენტინა, ბელგია (18); უელსი (16); შოტლანდია (15); ბრაზილია (12); გერმანია, სენეგალი (8); ჩრდ. ირლანდია (7); იტალია, ურუგვაი, ნიგერია, სერბეთი, კოტ დივუარი (6); პორტუგალია, შვეიცარია, შვედეთი, დანია, განა (5); ალჟირი, კამერუნი, კოლუმბია, ავსტრალია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, ავსტრია, აშშ (4); ნორვეგია, კოსტა რიკა, სამხრეთ კორეა, პოლონეთი, ხორვატია, იამაიკა, ჩეხეთი (3); საბერძნეთი, იაპონია, მალი, რუმინეთი, ბენინი, სამხრეთ აფრიკა, ბოსნია (2), ბურკინა ფასო, ჩილე, კანადა, გამბია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ტუნისი, ვენესუელა, ისლანდია, კურასაო, მაროკო, ლიტვა, კენია, ახალი ზელანდია (1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
[VIDEO] "უოტფორდი" აუტსაიდერთან წაგებას ბოლო წუთებზე გადაურჩა
[VIDEO] ჩაკვეტაძის საგოლე პასი ქუსლით - "უოტფორდმა" "ვრექსჰემი" დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა. I ტური: რონალდო გააძევეს, "მანჩესტერ სიტის" გარდა კი ყველა ფავორიტმა გაიმარჯვა [VIDEO]
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
Don Balon: ჟოზე მოურინიომ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნი" ჩაიბაროს
[VIDEO] ჩაკვეტაძის წამოწყებული საგოლე კომბინაცია - "უოტფორდმა" სტუმრად "ბრისტოლს" სძლია
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
ჩაკვეტაძის 66 წუთი - "უოტფორდმა" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მატეო დარმიანი მოიშორა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
The Independent: ჟოზე მოურინიო შესაძლოა "რეალში" დაბრუნდეს
ხავიმ შესაძლოა, ინგლისური გრანდი ჩაიბაროს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს