ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ინტერი" მიწაზე დაეშვა [+VIDEO]

"ინტერი" მიწაზე დაეშვა [+VIDEO]

სერია A. XXI ტური: ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა "მილანმა" “ჩეზენა” ორი ბურთის სხვაობით იოლად დაამარცხა და ცხრილში პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა

“ინტერი” დაფრინავსო მეოცე ტურის მიმოხილვისას აღვნიშნეთ, თუმცა ყველაფერს აქვს დასასრული და ამჯერად, იმის თქმა გვიწევს, რომ “ინტერი” მიწაზე დაეშვა. დიახ, ლომბარდიულმა გრანდმა მარცხი განიცადა და თანაც, ყველანაირი კითხვის გარეშე, სრულიად დამსახურებულად. თუმცა, სანამ “ნერაძურიზე” ვიტყოდეთ, იქამდე შაბათის თამაში მიმოვიხილოთ.

შაბათს გამართული სამი შეხვედრიდან “რომას” პაექრობაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. დედაქალაქურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე “კალიარი” მიიღო და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით, 3-0 დაამარცხა. როგორც ჩანს, იტალიის თასის მერვედფინალურ ეტაპზე “ლაციოს” დამარცხება “რომასთვის” დიდი სტიმული აღმოჩნდა, რადგან გუნდმა აღმაფრენით ჩაატარა თამაში და კერკეტ მეტოქეს უპრობლემოდ გაუსწორდა. ანგარიში პირველი ტაიმის შუაწელს გაიხსნა, მეტოქის საჯარიმოში შეჭრილ დანიელე დე როსის სარდინიელმა მცველმა მაისურზე დაქაჩა და მატჩის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი უყოყმანოდ დანიშნა - ბურთთან ფრანჩესკო ტოტი მივიდა და დარტყმა უზადოდ შეასრულა. პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ შეეძლოთ გატან,ა მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

მეორე ტაიმში “კალიარის” მთავარმა მწვრთელმა ვითარების გამოსწორება სცადა, ყველასათვის მოულოდნელად სათადარიგოთა სკამზე დატოვებული მატრი ბრძოლაში ჩართო, მაგრამ საქმეს ვერც ამან უშველა - სარდინიელთა ლიდერმა და მთავარმეგოლემ ერთერთი ყველაზე სუსტი შეხვადრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში. შეხვედრის დასრულებამდე ოცი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ინტრიგა საბოლოოდ მოკვდა: რომაელთა მასირებული იერიში სახიფათო დარტყმით დასრულდა - მეკარისგან უკუგდებულ ბურთს დამატებაზე სიმონე პეროტამ მიუსწრო და სეზონში მეორე გოლი მიითვალა აქტივში. შეხვედრის საბოლოო რეზულტატი ჟერემი მენეზმა დააფიქსირა: მცველს და მეკარეს ოსტატურად აუარა გვერდი და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. ამგვარად, რომამ 38 ქულას მოუყარა თავი და მესამე პოზიციაზე მოკალათდა.

კვირის მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერეს “უდინეზესა” და “ინტერის” დაპირისპირება იწვევდა. უდინური კლუბი საკმაოდ კარგ ფორმაშია და იყო ვარაუდი, რომ ლეონარდოს თავკაცობით “ნერაძური” პირველად დაკარგავდა ქულებს. ასე აგიხდეთ ყველაფერი, ლომბარდიელებმა სულაც სამივე ქულა ფრიულიში დატოვეს და მილანში ხელმოცარულნი დაბრუნდნენ. არადა, ანგარიში სწორედ სტუმრებმა გახსნეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ლეონარდო მორიგ გამარჯვებას იზეიმებდა.

სხვაგვარად ფიქრობდნენ მასპინძლები და ვითარება მალევე გამოასწორეს. 21-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში ზაპატა შეიჭრა და უძლიერესი დარტყმით კასტელაცის კარის ცხრიანი დალაშქრა. სულ მალე მასპინძლები წინ გავიდნენ, ანტონიო დი ნატალემ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და გულშემატკივრები აღტაცებაში მოიყვანა. წესით, უნდა გააქტიურებულიყვნენ მილანელები და თამაშიც მთლიანად მასპინძელთა ნახევარზე გადასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. თანაბარ პაექრობაში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, კიდევ ერთი გოლი კი მილანელთა კარში გავიდა და შეხვედრის საფინალო რეზულტატი დაფიქსირდა: თავი უკანახაზელმა დომიციმ გამოიჩინა, რომელიც სტანდარტული ეპიზოდისას ჩავიდა სტუმართა საჯარიმოში და დასწრებაზე ყველას აჯობა. ნამატჩევს, ლეონარდომ იხტიბარი არ გაიტეხა და განაცხადა, რომ მთელი სეზონი წაუგებლად ვერც ერთი გუნდი ვერ ითამაშებს: “კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, რადგან დავმარცხდით, მაგრამ არც ტრაგედიის შექმნის საბაბი გვაქვს. მოგებათა სერიას ყოველთვის მოსდევს მარცხი, მთავარია, რომ მალე მოვიდეთ გონს და რეაბილიტაცია უკვე მომდევნო პაექრობაში მოვახდინოთ. “უდინეზემ” პირველ რიგში სისწრაფეში გვაჯობა და ეს დამაფიქრებელი გახლავთ. მეტოქე მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და დამსახურებულად გაიმარჯვა”.

“ლაციოს” პრობლემები აქვს და “ბოლონიასთან” პაექრობაში ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ფაქტია, რომ ედუარდო რეიას გუნდი ისე ვერ ბრწყინავს, როგორც სეზონის პირველ ეტაპზე და ეს სატურნირო ცხრილზეც აისახა. “ბიანკოჩელესტე” უკვე მეოთხე ადგილზეა და თუ ასე გააგრძელა, მალე ჩემპიონთა ლიგის ზონასაც დატოვებს. არადა, თამაში რომაელთათვის შესანიშნავად დაიწყო - სერჯო ფლოკარიმ ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა, თუმცა “უდინეზესი” არ იყოს, “ბოლონიამაც” შემოატრიალა თამაშის სურათი და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

გაიმარჯვა “ნაპოლიმ” და მეორე ადგილზე ერთპიროვნულად მოკალათდა. სამხრეთელებმა “ბარი” დაამარცხეს მისსავე მოედანზე და კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნები აქვთ. დღეს ძნელია იმაზე საუბარი სად გადის ნეაპოლელთა შესაძლებლობების ზღვარი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ დროისთვის გუნდი სასკუდეტო მარათონშია ჩაბმული. ერთი გოლი ეზეკილ ლავეციმ გაუტანა “ბარის”, მეორე ედინსონ კავანიმ და საქმეც ამით მოთავდა.

ბევრი იწვალეს “სამპდორიამ” და “იუვენტუსმა”, საბოლოოდ კი უგულო ფრეზე გაიყარნენ. ლუიჯი დელ ნერი რომ რთულ მდგომარეობაშია, “იუვეს” სათამაშო ტაქტიკიდან ნათლად გამოჩნდა - ტურინელები 4-5-1-ით დაუპირისპირდნენ გენუელებს და რა გასაკვირია, რომ შეტევაში ბევრი ვერაფერი შექმნეს. მით უმეტეს, შეტევის წინა ხაზზე მხოლოდ კარვალიო ამაური ირჯებოდა - ფორვარდი, რომელსაც ვგონებთ, თვითონაც არ ახსოვს ბოლოს როდის გაიტანა გოლი. მასპინძლებმაც პირველ რიგში დაცვის საიმედოობაზე გააკეთეს აქცენტი და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ, 0:0.

“მილანის” პაექრობაზე მოსაყოლი ბევრი არაფერია. ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა დიდი უპირატესობით წარმართა “ჩეზენასთან” პაექრობა, ორი ბურთის სხვაობით დაამარცხა მეტოქე და პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. “ინტერის” მარცხის ფონზე, “როსონერის” წარმატებას განსაკუთრებული ფასი აქვს - მასიმილიანო ალეგრის გუნდი ცხრა ქულით უსწრებს თანაქალაქელს და მართალია, “ინტერს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული, სულ რომ მოიგოს, უპირატესობა მაინც სოლიდური იქნება. თავისი გოლი გაიტანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რიგით მეორე და რაც შეეხება პირველს, ეს მართლაც განსაკუთრებული შემთხვევა გახლავთ - საკუთარი კარი “ჩეზენელთა” მცველმა პელეგრინომ დალაშქრა. შეგახსენებთ, რომ ეს ის პელეგრინოა, ვინც “რომასთან” შეხვედრაშიც დაამწუხრა საკუთარი მეკარე და დედაქალაქელებს სახლში სამი ქულა გაატანა. მოკლედ, “ჩეზენელებს” საკუთარი მცველი აშკარად ამოსაკეტი ჰყავთ.

მომდევნო ტური:

29 იანვარი: ლაციო-ფიორენტინა, კატანია-მილანი. 30 იანვარი:Lბრეშა-კიევო, ბოლონია-რომა, კალიარი-ბარი, ჯენოა-პარმა, ინტერი-პალერმო, ლეჩე-ჩეზენა, ნაპოლი-სამპდორია, იუვენტუსი-უდინეზე.

პალერმო-ბრეშა 1:0

პალერმო (4-3-2-1): სირიგუ - კასანი, მუნოზი, ბოვო, ბალცარეტი - მილიაჩო, ბასინოვიჩი, ნოჩერინო - პასტორე, ილიჩიჩი - მიკოლი.

ბრეშა (4-3-3): არკარი - ბერარდი, მარეკო, ძებინა, ვიდალი (56. ძამბელი) - ფილიპინი (89. ტადეი), კორდოვა, კონე - პოსანცინი (65. ჰეტემაი), ლანცაფამე, კარაჩოლო.

გოლი: 1:0 ბოვო (86).

გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 19-1; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 19(8)-3(1); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 26 000

პარმა-კატანია 2:0

პარმა (4-3-3): მირანტე - ძაკარდო, პალეტა, ლუკარელი, გობი - ჯემაილი (39. მორონე), ვალიანი, კანდრევა - ანჯელო, კრესპო (87. გალოპა), ჯოვინკო (72. პალადინო).

კატანია (4-3-1-2): ანდუხარი - სპოლი, სილვესტრი (84. ბელუში), ალვარესი, კაპუანო - გომესი, შაკა, ლედესმა - რიკიუტი (67. ანტენუჩი) - მაქსი ლოპესი, მასკარა.

გოლები: 1:0 კანდრევა (57), 2:0 ჯოვინკო (61).

გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 18-22; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 9(2)-13(5); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 16 000

რომა-კალიარი 3:0 [VIDEO]

რომა (4-3-1-2): ჟულიო სერჟიო - კასეტი, ჟუანი, მექსე, რიისე - დე როსი, ტადეი, პეროტა - სიმპილისიო - ტოტი (90. ბრიგი), ბორიელო (67. ვუჩინიჩი).

კალიარი (4-3-1-2): აგაცი - პიზანო, კანინი, ასტორი, აგოსტინი - ბიონდინი, კონტი, ნაინგოლანი (79. ლანერი) - ნენე (66. მატრი) - აკვაფრესკა (90. რაგაცუ), კოსუ.

გოლები: 1:0 ტოტი (22-პენ.), 2:0 პეროტა (70), 3:0 მენეზი (90).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 6-8; ჯარიმა: 12-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 10(8)-12(4); ბურთის ფლობა: 50%-50%.

მაყურებელი: 40 000

უდინეზე-ინტერი 3:1 [VIDEO]

უდინეზე (3-4-1-2): ჰანდანოვიჩი - დომიცი, ზაპატა, ბენეტია - ისლა, ინლერი, ასამოა, პინცი - არმერო - დი ნატალე (88. დენისი), სანჩესი.

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, კორდობა, ლუსიო, კივუ (90. სანტონი) - ძანეტი, კამბიასო, მოტა (71. ბიაბიანი) - სტანკოვიჩი - ეტოო, პანდევი.

გოლები: 0:1 სტანკოვიჩი (17), 1:1 ზაპატა (21), 2:1 დი ნატალე (25), 3:1 დომიცი (69).

გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 6-6; ჯარიმა: 10-19; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 12(7)-11(6); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 30 000

ბარი-ნაპოლი 0:2

ბარი (4-4-2): ჟილე - ა. მაზიელო, ბელმონტე, რაჯი, პარიზი - ალვარესი, გაცი, გლიკი, პულცეტი (46. ოკაკა ჩუკა) - რუდოლფი (78. რივასი), კუტუზოვი (46. ალმირონი).

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - არონიკა, კანავარო, ცუნიგა - მაჯო, გარგანო (82. სოსა), პაციენცა, კამპანიარო - ჰამშიკი (63. იებდა), ლავეცი (89. დუმიტრუ) - კავანი.

გოლები: 0:1 ლავეცი (38), 0:2 კავანი (87).

გაძევება: პარიზი (67).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 5(1)-10(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 22 000

ბოლონია-ლაციო 3:1

ბოლონია (4-3-3): ვივიანო - პორტანოვა, ბრიტოსი, მორასი, რუბინი - პერესი, მუდინგაი (90. მუტარელი), დელა როკა (74. კაზარინი) - ეკდალი, დი ვაიო, რამირესი (86. მეგნი).

ლაციო (4-3-1-2): მუსლერა - სკალონი, დიასი, ბიავა (77. კოზაკი), რადუ - ლედესმა (53. გონსალესი), ბროკი, მაური - ერნანესი - სკული (40. სარატე), ფლოკარი.

გოლები: 0:1 ფლოკარი (5), 1:1 რამირესი (36), 2:1 დი ვაიო (39), 3:1 დი ვაიო (90).

გაძევება: დიასი (85).

გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 11-4; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 18(4)-12(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 20 000

კიევო-ჯენოა 0:0

კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, მანდელი, ცეზარი, მანტოვანი - ფერნანდესი, რიგონი, ბოლიაჩინო (71. ანდრეოლი) - კონსტანტი (79. სარდო) - პელისიერი, თერეუ (58. მოსკარდელი).

ჯენოა (4-3-1-2): ედუარდო - მესტო (82. დესტრო), მორეტი (64. კიკო), კალაძე, კრიშიტო - კუჩკა, მილანეტო, როსი - რაფინია - ფლორო ფლორესი (67. იანკოვიჩი), პალასიო.

გაძევება: ცეზარი (68).

გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 2-2; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9(1)-12(2); ბურთის ფლობა: 40%-60%.

მაყურებელი: 11 000

ფიორენტინა-ლეჩე 1:1

ფიორენტინა (4-3-3): ბორუცი - დე სილვესტრი, გამბერინი, კროლდრუპი, პასკუალი - მონტოლივო (74. ჩერჩი), სანტანა, დონადელი - დაგოსტინო (85. ბოლატი), ლიაჯიჩი (82. ბაბაქარი), ჯილარდინო.

ლეჩე (4-3-1-2): როზატი - ტომოვიჩი, გუსტავო, ფაბიანო, ბრივიო - ჯაკომაცი (90. გროსმიულერი), მუნარი, ოლივერა - ვივესი - ჯედა (90. ფერარიო), დი მიკელე (90. კორვია).

გოლები: 0:1 დი მიკელე (29), 1:1 ჯილარდინო (56).

გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 8-20; თამაშგარე: 5-5; კარში დარტყმა: 11(6)-8(4); ბურთის ფლობა: 65%-35%.

მაყურებელი: 25 000

სამპდორია-იუვენტუსი 0:0

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ძაური, ვოლტა, ლუკინი, ციგლერი - პალომბო, მანინი, პოლი, გუბერტი - პაცინი, მაკედა.

იუვენტუსი (4-5-1): ბუფონი - მოტა, ბონუჩი, კიელინი, ტრაორე (6. გროსო) - კრასიჩი (56. დელ პიერო), სისოკო, აკვილანი (84. მარტინესი), პეპე, მარკიზიო - ამაური.

გაფრთხილება: 2-5; კუთხური: 5-2; ჯარიმა: 13-27; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 5(0)-13(3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 30 000

მილანი-ჩეზენა 2:0 [VIDEO]

მილანი (4-3-1-2): აბიატი - იეპესი, ნესტა (23. პაპასტატოპულოსი), ტიაგო სილვა, ანტონინი - აბატე, ამბროზინი, მერკელი - რობინიო - კასანო (84. პატო), იბრაჰიმოვიჩი.

ჩეზენა (4-3-2-1): ანტონიოლი - დელაფიორე (79. ბენალუოანე), პელეგრინო, ფონ ბერგენი, ჩეკარელი - პაროლო, კოლუჩი, კაზერტა - შელოტო (53. ბოგდანი), მალონგა - ბუდანი (53. სამარკო).

გოლები: 1:0 პელეგრინო (45-საკ. კარში), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (90).

გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 16(6)-6(3); ბურთის ფლობა: 59%-41%.

მაყურებელი: 45 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 21 13 5 3 37-18 44

2. ნაპოლი 21 12 4 5 32-20 40

3. რომა 21 11 5 5 31-24 38

4. ლაციო 21 11 4 6 27-21 37

5. ინტერი 20 10 5 5 33-22 35

6. იუვენტუსი 21 9 8 4 35-25 35

7. პალერმო 21 10 4 7 34-25 34

8. უდინეზე 21 10 3 8 34-28 33

9. სამპდორია 20 6 9 5 20-18 27

10. კალიარი 21 7 5 9 24-22 26

11. ფიორენტინა 20 6 7 7 21-21 25

12. პარმა 21 6 7 8 21-25 25

13. ბოლონია 21 7 7 7 23-29 25

14. კიევო 21 5 9 7 20-22 24

15. ჯენოა 20 6 6 8 15-19 24

16. კატანია 21 5 7 9 18-27 22

17. ლეჩე 21 5 5 11 20-38 20

18. ჩეზენა 21 5 4 12 15-27 19

19. ბრეშა 21 5 3 13 17-27 18

20. ბარი 21 4 5 12 13-32 14

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 14 - დი ნატალე; 13 - კავანი (ნაპოლი); 12 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ეტოო (ინტერი); 11 - დი ვაიო (ბოლონია).

სერია B. XXIII ტური

ლივორნო-ალბინოლეფე 1:2

გოლები: 1:0 ტავანო (9), 1:1 მომენტე (21), 1:2 გროსი (44).

ატალანტა-ვარეზე 0:0

ფროზინონე-პიაჩენცა 1:1

გოლები: 1:0 ლოდი (12), 1:1 ანედერიო (45).

გროსეტო-სასუოლო 1:0

გოლი: 1:0 კარიდი (36).

მოდენა-ასკოლი 0:0

პადოვა-კროტონე 1:0

გოლი: 1:0 ვანტაჯატო (72).

პორტოგრუარო-ვიჩენცა 1:0

გოლი: 1:0 სკოცარელა (45).

რეჯინა-სიენა 0:0

ტორინო-ჩიტადელა 1:1

გოლები: 1:0 ბიანკი (26), 1:1 დამბროზიო (72-საკ. კარში).

პესკარა-ემპოლი გადაიდო

ტრიესტინა-ნოვარა დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. სიენა 23 12 8 3 37-21 44

2. ატალანტა 23 13 5 5 30-18 44

3. ნოვარა 22 12 7 3 41-18 43

4. ვარეზე 23 10 9 4 27-15 39

5. ლივორნო 22 9 7 6 31-23 34

6. რეჯინა 23 9 7 7 26-23 34

7. ტორინო 23 9 7 7 27-28 34

8. პადოვა 22 8 8 6 33-25 32

9. პესკარა 22 8 7 7 26-25 31

10. ვიჩენცა 23 9 4 10 26-29 31

11. ემპოლი 22 6 11 5 25-21 29

12. კროტონე 23 6 10 7 22-25 28

13. გროსეტო 23 7 7 9 25-29 28

14. მოდენა 23 6 10 7 24-30 28

15. ალბინოლეფე 23 7 6 10 30-38 27

16. ჩიტადელა 23 6 7 10 26-30 25

17. სასუოლო 23 6 6 11 24-28 24

18. პიაჩენცა 23 4 10 9 27-35 22

19. პორტოგრუარო 23 5 7 11 21-36 22

20. ასკოლი 23 6 8 9 22-29 21

21. ტრიესტინა 22 4 9 9 17-28 21

22. ფროზინონე 23 4 8 11 23-36 20

"ასკოლის" დაკლებული აქვს 5 ქულა

ბომბარდირები: 15 - სუჩი (პადოვა); 12 - კორალი (ემპოლი); 11 - ბერტანი (ნოვარა), კაჩა (პიაჩენცა); გონსალესი (ნოვარა); 10 - ბონაცოლი (რეჯინა), აბრუსკატო (ვიჩენცა);

ლეგა პრო 1 A

კომო-ალესანდრია 0:0, კრემონეზე-რავენა 1:0, გუბიო-სპეცია 2:1, ლუმეცანე-პერგოკრემა 1:1, მონცა-რეჯანა 0:0, პაგანეზე-სალერნიტანა 0:0, პავია-სპალ 1:0, სორენტო-ბასანო 0:1, სუდტიროლი-ვერონა 0:0.

ლეგა პრო 1 B

ბარლეტა-ნოჩერინა 1:2, ბენევენტო-ატლეტიკო 2:0, კავეზე-ჯელა 1:1, ფოლინო-ფოჯა 2:1, ლუკეზე-ანდრია 1:1, სირაკუზა-იუვე სტაბია 1:1, ტარანტო-კოზენცა 1:0, ლანჩანო-ვიარეჯო გადაიდო, პიზა-ტერნანა დღეს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო