ევრობასკეტის ჯგუფიდან საქართველოს გასვლის სამი პირობა
დღეს, 9 სექტემბერს, საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფში მეოთხე შეხვედრას მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ხორვატიაში შეხვედრა თბილისის დროით 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

შანსები

მაკედონიასთან მატჩი იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. საწყისი სამი მატჩის წაგების მიუხედავად, ქართველი კალათბურთელები ევრობასკეტის პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ.

საამისოდ:

1. დღეს მაკედონია, მინიმუმ, 5-ქულიანი სხვაობით უნდა დავამარცხოთ.

2. ბოლო ტურში მაკედონიელებმა სლოვენიასთან უნდა წააგონ.

3. ბოლო ტურში ჰოლანდიამ საბერძნეთთან უნდა წააგოს.

მოკლედ, მერვედფინალში გასვლის შანსი რეალურია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაზე მთავარი არა კალკულატორის მომარჯვება, არამედ თამაშის გაუმჯობესებაა. დღევანდელი მეტოქე სერიოზულია, კარგად აწყობილი, სამქულიანებზე ორიენტირებული მაკედონია. ეს სამწვრთნელო შტაბმაც იცის და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ენერგიული მაკედონიელების პერიმეტრზე შეკავებას.

ევრობასკეტი 2015. C ჯგუფი

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. საბერძნეთი 3 3 0 236/203 6

2. ხორვატია 3 2 1 223/200 5

3. სლოვენია 3 2 1 233/222 5

4. მაკედონია 3 1 2 198/229 4

5. ჰოლანდია 3 1 2 218/231 4

6. საქართველო 3 0 3 208/231 3

გუშინწინდელიც კი გვახსოვს...

მაკედონიის ხსენებისას, პირველი, რაც გონებაში გაიელვებს, მათგან მიღებული წყენაა. სწორედ სკოპიეში დამარცხების გამო ჩავრჩით 2005 წელს ქვედა ლიგაში; სწორედ მათთან წაგების შემდეგ დავკარგეთ ევრობასკეტ-2011-ზე მეოთხედფინალში გასვლის შანსი; მათთან 2014 წელსაც მწარე მარცხი ვიწვნიეთ - 55:85, ოღონდ ამხანაგურად.

მოკლედ, მაკედონიასთან აუცილებლად გვჭირდება რევანში. ამის შესაძლებლობა მართლაც არსებობს, რადგან "ლომებს" უკვე დაემშვიდობნენ პერო ანტიჩი, ბო მაკალები, ტოდორ გეჩევსკი... გუნდი მთლიანად გაახალგაზრდავდა და მეტად სწრაფ კალათბურთსაც თამაშობს. ამაში მაკედონიელებს ხელს უწყობს მობილური ცენტრი რიჩარდ ჰენდრიქსი, რომელიც შესარჩევ ეტაპზე საუკეთესო მომხსნელი იყო - 10.7.

ბალკანელებს შარშანდელ შესარჩევში გამოცდილი მწვრთნელი ალექსანდრ ჯიკიჩი წვრთნიდათ. ევრობასკეტისთვის გუნდის მომზადებაც მას უნდა დაეწყო, მაგრამ მოულოდნელად სიტუაციაც შეიცვალა და მწვრთნელიც.

"შემატყობინეს, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელი არა ვარ. რატომ, რა მიზეზით, ეს არ ვიცი. შოკში ვარ", - განაცხადა ცხელ გულზე ჯიკიჩმა. მის ნაცვლად მთავარ მწვრთნელად მარიან სრბინოვსკი დაინიშნა, რომელიც მანამდე ასისტენტად მუშაობდა.

როგორ იმოქმედებს მწვრთნელის შეცვლა მაკედონიელთა თამაშზე, ეს ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. აქამდე ჩატარებულ სამ შეხვედრაში ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ ორი დათმო, საბერძნეთთან (65:85) და ხორვატიასთან (55:73) და ერთი მოიგო - ჰოლანდიასთან (78:71).

მოლოდინი

გიორგი ცინცაძემ მიმდინარე სეზონი მაკედონიურ "სკოპიეში" დაიწყო, თუმცა ერთ თვეში გუნდში 2 მწვრთნელი შეიცვალა და ამ ცვლილებებს ქართველი გამთამაშებელიც ემსხვერპლა.

"მაკედონიის ნაკრებს ამხანაგურად 2014 წელსაც ვეთამაშეთ. გუნდიდან წავიდნენ ვეტერანები, გეჩევსკი, ილიევსკი, ტომიჩი... მიმდინარეობს გაახალგაზრდავების პროცესი და ტაქტიკაც შესაფერისი აქვთ - სწრაფად დარბიან და სამქულიანებს დაუფიქრებლად სტყორცნიან.

სხვათა შორის, ამ ზაფხულს ჩვენთან მატჩში 16 სამიანი ჩააგდეს. ეს ძალიან ბევრია, მაგრამ ჩვენი ნაკრები ახალი შეკრებილი იყო და დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ ევრობასკეტზე აღარ განმეორდება".

შანსებზე საუბრისას გიორგი ცინცაძე მოკლედ გვპასუხობს:

"ჯგუფიდან გასვლაზე ვლაპარაკობთ... მაკედონიას თუ ვერ მოვუგეთ, მაშ, ვისთან უნდა გავიმარჯვოთ ან რისი პრეტენზია უნდა გვქონდეს?!"

მაკედონია 2015

მოთამაშე სმ პოზიცია დაბ. გუნდი

ივიცა დიმჩევსკი 195 უკანახაზელი 1989 რაბოტნიჩკი (მაკედონია)

ბოიან ტრაიკოვსკი 206 ფორვარდი 1988 პრიშტინა (კოსოვო)

ვლადო ილიევსკი 188 უკანახაზელი 1980 ციბონა (ხორვატია)

ანდრეი მაგდევსკი 190 უკანახაზელი 1996 რინკონი (ესპანეთი)

ალექსანდრ კოსტოსკი 186 უკანახაზელი 1988 კუმანოვო (მაკედონია)

დარკო სოკოლოვი 190 უკანახაზელი 1986 რაბოტნიჩკი (მაკედონია)

ვოიდან სტოიანოვსკი 194 უკანახაზელი 1987 ანდორა (ესპანეთი)

დამიან სტოიანოვსკი 198 უკანახაზელი 1987 სკოპიე (მაკედონია)

მარკო სიმონოსკი 191 უკანახაზელი 1989 სკოპიე (მაკედონია)

ვლადიმირ ბრჩკოვი 200 ფორვარდი 1989 კუზოვი (მაკედონია)

სტოიან გუროსკი 203 ფორვარდი 1991 ლევსკი (ბულგარეთი)

მარიან იანევსკი 203 ფორვარდი 1988 კუმანოვო (მაკედონია)

რიჩარდ ჰენდრიქსი 204 ფორვარდი 1986 ლოკომოტივი (რუსეთი)

ბოიან კრსტევსკი 206 ცენტრი 1989 კავალა (საბერძნეთი)

ლუბომირ მლადენოვსკი 207 ცენტრი 1995 სკოპიე (მაკედონია)

მწვრთნელი: მარიან სრბინოვსკი

ურთიერთშეხვედრები

ევრობასკეტი-2007. საკვალიფიკაციო ეტაპი

15.09.2004. სკოპიე

მაკედონია-საქართველო 81:77

23:22, 19:13, 21:22, 18:20

საქართველო: უილიამსი (40წთ, 27ქ, 2მ, 6პ, 1ჩ), მარკოიშვილი (40წთ, 4ქ, 3მ, 3პ, 3ჩ, 1დ), ცინცაძე (40წთ, 5ქ, 4მ, 3ჩ), ვ. ბოისა (34წთ, 17ქ, 2მ, 1პ), ფაჩულია (24წთ, 15ქ, 8მ, 1პ, 1დ), ცქიტიშვილი (17წთ, 9ქ, 3მ, 1ჩ), ბერძენიშვილი (4წთ, 2მ), კილაძე (1წთ)

07.09.2005. თბილისი

საქართველო-მაკედონია 73:60

15:20, 16:16, 16:13, 26:11

საქართველო: უილიამსი (37წთ, 18ქ, 6პ, 5მ), ცქიტიშვილი (34წთ, 19ქ, 13მ, 3პ, 3ჩ), ვ. ბოისა (35წთ, 20ქ, 5მ, 3პ, 5ჩ), ა. ბოისა (18წთ, 1მ, 3პ), ფაჩულია (40წთ, 13ქ, 13მ, 4პ, 1ჩ), ცინცაძე (8წთ, 1მ), გამყრელიძე (25წთ, 3ქ, 4მ, 4პ, 1ჩ)

ევრობასკეტი-2011

II ჯგუფური ეტაპი

08.09.2011. ვილნიუსი (ლიტვა)

საქართველო-მაკედონია 63:65

12:13, 14:16, 18:25, 19:11

საქართველო: ვ. ბოისა (16წთ, 4ქ), ცინცაძე (12წთ, 1ქ, 3პ), მარკოიშვილი (33წთ, 8ქ, 3მ, 2პ), სანიკიძე (32წთ, 15ქ, 7მ), ცქიტიშვილი (25წთ, 20ქ, 10მ, 2პ), გამყრელიძე (14წთ, 1ქ, 4მ), ა. ბოისა (8წთ), შერმადინი (16წთ, 1ქ), ჰეინსი (21წთ, 6ქ, 2პ), შენგელია (24წთ, 7ქ, 4მ)

ამხანაგური

18.07.2014

მაკედონია-საქართველო 85:55

23.07.2007

საქართველო-მაკედონია 86:82

მომზადებულია "ლელო week"-ის მიხედვით

koki
ცინცაძე ხომ რას ამბობთ დაფრინავს პირდაპირ.კაცი უბურთოდ ძლივს დადის მოედანზე და ამისთანა გამთამაშებლით ვაპირებთ ჯგუფიდან გასვლას სროლაზე აღარაფერს ვამბობ
chikos
მაკედონიას თუ ვერ მოვუგეთ ხორვატებთან მოგებას აზრიც არააქვს და მის საერთოდ ხორვატებთან რა შედეგი იქნება სატურნირო მდგომარეობისთვის აზრი არ აქვს
chiko
ხორვატებთან უკვე წავაგეთ? თუ უეჭველი ვაგებთ და არ ვაბაზრებთ?
ბმბ
რა აზრი აქვს, რომც მოვიგოთ, ასეთი თამაშით არაფერი არ გამოვა, უკანა ხაზი უსუტესია, მეცათ ფული ჰიკმენისთვის და თუ არ ჩამოვიდოდა იმასაც ვნახავდით, პულენმა პირიქით, დაასუსტა ჩვენი ნაკრები, დააკვირდით, ყველა მისი ფარქვეშ ფაფხური ბურთის დაკარგვით მთავრდება, ყველა! თუ თავისუფლად დგას მაშინ შეიძლება ჩააგდოს, თუ არა და ან გვერდზე გაიწიოს და ისე ისროლოს, ან უკან გადაწეულმა გაუშვას ვერ აკეთებს, ნუ ესეთი უნიჭო ამერიკელი სად მოძებნეს გასაოცარია.
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
[VIDEO] საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები უკრაინასთან დამარცხდა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
ბაგატსკისი: თბილისში თამაში ადვილი არაა - ვაჩვენეთ, რომ მამაკაცები ვართ
"სირცხვილი მოღალატეებს - ადვილი ქულებით მოვიგეთ" - საქართველოს ნაკრების დამარცხებაზე უკრაინელების გამოხმაურება
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს