ინტერვიუ ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირთან
1970 წლიდან აქამდე ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი სერ ბობი ჩარლტონი გახლდათ 49 გოლით. 8 სექტემბერს კი უეინ რუნიმ შვეიცარიის ნაკრების კარში 50-ე სანაკრებო ბურთი შეაგდო და ახალი ისტორია დაწერა.

პირველი გოლიდან 12 წლის მერე

"რასაკვირველია, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ბომბარდირი ხდები, ეს შესანიშნავი შეგრძნებაა. დიდი მომენტი და მოვლენაა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. საოცრად ამაყი ვარ. მართალია, ძალიან კარგად არ გვითამაშია, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ და მთლიანობაში, ჩემთვის განსაკუთრებული მატჩი გამოვიდა. ეს საღამო არასოდეს დამავიწყდება" - ამბობდა მატჩის შემდეგ გაღიმებული უეინ რუნი.

"შრეკი" ბობი ჩარლტონს სან მარინოსთან გატანილი პენალტით დაეწია, ხოლო შვეიცარიასთან ასევე თერთმეტმეტრიანით გადაასწრო მას და, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რუნის ჩარლტონამდე და სერობამდე ბევრი უკლიაო, ფაქტია, რუნიმ ინგლისის ნაკრების ისტორია გადაწერა.

"საუცხოო გრძნობაა. ბოლო პერიოდში ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, რადგან ამ გოლებს ველოდი, ახლა კი დამშვიდებული, კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. ახლა უკვე შემიძლია, მხოლოდ ფეხბურთზე ვიფიქრო. თავდამსხმელისთვის გოლები ისედაც ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, მსგავს სიტუაციაში. ეს თავდაჯერებას გმატებს. ცხადია, ცოტა ემოციური ვიყავი. სხვაგვარად, ასეთ გამორჩეულ მომენტსა და სიტუაციაში ვერც იქნება. ეს ჩემი ცხოვრებისა და კარიერის ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა და პერიოდია" - თქვა რუნიმ, რომელიც 24 ოქტომბერს 30 წლის გახდება.

ზოგადად, მისთვის სექტემბერი კარგი თვეა, რადგან 12 წლის წინათ, თავისი პირველი სანაკრებო გოლიც ამ თვეში, კერძოდ კი, 6 სექტემბერს გაიტანა, მაკედონიასთან მოგებულ შეხვედრაში (2:1). მისი დებიუტი კი 2003 წლის 12 თებერვალს შედგა, როდესაც ავსტრალიასთან ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. მაშინ უეინი 17 წლისა და 111 დღის გახლდათ და იმ მომენტისთვის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელად იქცა.

ერთ-ერთმა პირველმა სერ ბობიმ მომილოცა

სიმბოლურია, რომ მან შვეიცარიასთან შეხვედრაში ჩარლტონს ჩატარებული მატჩებითაც გადაასწრო, რუნის ახლა 107 შეხვედრა აქვს ნაკრების მაისურით ნათამაშები. ამ მხრივ, პირველ ადგილამდეც არ არის ძალიან შორი, რომელზეც პიტერ შილტონია 125 შეხვედრით.

სერ ბობი კი ერთ-ერთი პირველი გახლდათ, ვინც "შრეკს" მიულოცა. მათ კიდევ ერთი დიდი საერთო აქვთ: მართალია, რუნი "ევერტონში" იწყებდა, მაგრამ ორივე "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდაა.

"უკვე მივიღე არაერთი მილოცვა. სერ ბობის მესიჯი ერთ-ერთი პირველი გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ის ძალიან ამაყია. შეიძლება ცოტა გულდაწყვეტილიც, რომ მისი რეკორდი გააუმჯობესეს, მაგრამ ამაყი იმით, რომ ეს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანმა გააკეთა.

ის ნამდვილი გმირი იყო და ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა. ის ლეგენდაა და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასეთი ადამიანის შედეგი გავაუმჯობესე. სერ ბობის ყოველ კვირა ვნახულობ და იგი ძალიან მეხმარება. ძალიან მადლიერი ვარ მთელი იმ დახმარებისა და რჩევებისთვის, რომელსაც ათ წელზე უფრო დიდი დროის განმავლობაში ვიღებდი" - განაცხადა რუნიმ.

რა თქმა უნდა, "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელმა, რომელსაც ეს გოლები და რეკორდი მართლაც თავდაჯერებას შემატებს და კლუბს უფრო პროდუქტიულად ათამაშებაშიც დაეხმარება, მილოცვები მინდორზევე მიიღო თანაგუნდელებისგან, უშუალოდ გოლის აღნიშვნისას და მერე გასახდელში.

ჯო ჰარტი და სხვანი "რუნი, რუნის" სკანდირებდნენ, ხოლო როი ჰოჯსონმა მას სპეციალური 50-ნომრიანი მაისურა გადასცა და მერე სიტყვით გამოსვლაც სთხოვა. რუნიმ იქაც მადლობები იხადა და აღნიშნა, რომ უხარია ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდის ნაკრებში გამოჩენა, კერძოდ კი, როს ბარკლი და ჰარი კეინი ახსენა.

ოფიციალურად უეინის დაჯილდოების ცერემონია ინგლისის ნაკრების შემდეგი მატჩისას იგეგმება, როდესაც "ლომები" 9 ოქტომბერს "უემბლიზე" ესტონეთს უმასპინძლებენ. 12-ში კი უკვე ლიტვასთან სტუმრობაა, რასაც წლის დაგვირგვინება მოჰყვება, 17 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთთან ამხანაგური შეხვედრით.

"მწვრთნელმა და ბიჭებმა 50-ნომრიანი მაისურები გადმომცეს, როგორიც ახლა მხოლოდ მე მაქვს და ამითაც ვამაყობ. ბიჭების სიმღერა, ეს მაისურა და წუთები არასოდეს დამავიწყდება, ყველას დიდი მადლობა. ინგლისის ნაკრებში უკვე დიდი ხანია, ვირიცხები და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ სისტემატურად თამაშის საშუალება მექნებოდა, ამ რეკორდს დავამყარებდი. ბოლო წლებში ბევრი გოლი გამქონდა და მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიზანს მივაღწიე" - აღნიშნა რუნიმ.

როი რუნის რეკორდზე

როი ჰოჯსონი: "ჩვენ წელიწადში საშუალოდ 10 მატჩს ვატარებთ და თუ სხვადასხვა შეჯიბრებაზე უკეთ გამოვალთ, მატჩების რაოდენობაც ცოტათი მოიმატებს. ასე იქნება 2018 წლამდე მაინც. ეს ნიშნავს, რომ წინ 20-30 მატჩი მაინცაა და რუნის კიდევ 10-15 გოლის გატანა შეუძლია.

ვიცი, რომ იგი ძალიან ბედნიერია. ისაუბრა, თუ როგორი ამაყია და რამდენს ნიშნავს ეს მისთვის და მისი ოჯახისთვის, მაგრამ ზუსტად ვიცი ისიც, რომ ის, როგორც ნაკრების ფეხბურთელია გახარებული და მუდამ ფიქრობს იმაზე, როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ჩვენი თამაში და რით დაგვეხმაროს. "როგორ გავაძლიერო გუნდი? როგორ დავემსგავსო მართლაც ბობი ჩარტლონს? ინგლისს ტურნირზე კარგ თამაშსა და მის მოგებაში უნდა დავეხმარო?" - ის ამ კითხვებს უსვამს თავის თავს.

ცხადია, გოლეადორთა სიაში პირველ ადგილზე წინ ვერ წახვალ, მაგრამ რუნი არ ფიქრობს, რომ 50 გოლი გაიტანა და ამით დამთავრდა, ის ლეგენდაა... იგი ისეთივე შემართებით აგრძელებს შრომას, როგორც ამას 19 წლის ასაკში აკეთებდა და როდესაც პროვოკაციაზე წამოვაგე და სიტყვით გამოსვლისკენ ვუბიძგე, მშვენიერი სიტყვა თქვა, მართალია, ცოტა მოკლე, მაგრამ აღვფრთოვანდი იმით, როგორი ამაყია საკუთარი მიღწევით და როგორ არ აპირებს ამაზე გაჩერებას.

არავინ არ აყენებს ჩრდილს ბობი ჩარლტონს, რომელიც უდავოდ ლეგენდა და ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ვინც კი ოდესმე მინახავს. მისი სტატუსი ურყევია. რუნი ისტორიაში ასევე გამორჩეული ფეხბურთელია. მიხარია, რომ ამ ორიდან ერთი ისევ თამაშობს და მისი მინდორზე გაშვება შემიძლია".

ლეგენდები რუნის რეკორდზე

"რასაკვირველია, ვერ უარვყოფ იმას, რომ გული მწყდება რეკორდის დაკარგვის გამო, თუმცა ძალიან მახარებს, რომ ამ მიღწევის გაუმჯობესება უეინმა შეძლო, ჩემი საყვარელი გუნდის ამჟამინდელმა კაპიტანმა. ჩემი და "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელით ვულოცავ რუნის ამ წარმატებას, მას წინ ბევრი რამ აქვს. ეს, როგორც უეინისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის საამაყო მომენტია" - ამბობს სერ ბობი ჩარლტონი.

"როდესაც დააკვირდები, თუ რამდენი ხანი იყო ეს რეკორდი ძალაში, მიღწევა ორმაგად ფასეული ხდება. ეს საუცხოო შედეგი, ფანტასტიკური რეკორდია, რომელიც დიდი ხანი დარჩება ძალაში. უახლოეს წლებში ვერავის ვხედავ ისეთს, რომელიც რუნის სტატუსსა და რეკორდს ჩამოართმევს" - თქვა ალან შირერმა, რომელსაც ნაკრებში ჩატარებულ 63 შეხვედრაში 30 გოლი აქვს გატანილი.

ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი: "ვულოცავ რუნის, ის ინგლისის საუკეთესო გოლეადორია. მქონდა პატივი, მასთან ერთად მეთამაშა. ვინც მინახავს, იგი საუკეთესო ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც ბურთთან ერთად ისეთ რაღაცებს აკეთებდა, რაც იქამდე არ მენახა. გამარჯვებული, ლიდერი, ლეგენდა".

ტრადიციულად იოხუნჯა გარი ლინეკერმა:

"ძალიან ბედნიერი ვარ რუნის გამო. უეინი ბრწყინვალე ფეხბურთელია და მისი რეკორდი ძალიან, ძალიან დიდხანს გასტანს... თუ არც ისე დიდხანს, ჰარი კეინ?".

სხვათა შორის, "დეილი მეილი" მკითხველთა გამოკითხვას აწარმოებს - არის თუ არა რუნი ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი და ჯერჯერობით, ამ კითხვას დადებითად მხოლოდ გამოკითხულთა 34%-მა უპასუხა.

P.S. რუნის ერთადერთ რამეში არ გაუმართლა - ახლა ინგლისში მის რეკორდზე მეტად სხვა რეკორდზე ლაპარაკობენ - 89 წლის ელისაბედ II 9 სექტემბერს ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მმართველი მონარქი გახდა, მან დედოფალ ვიქტორიას "გადაასწრო". დღეისთვის, ელისაბედ II უკვე 23 227 დღეა სამეფო ტახტზეა.

ინგლისის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირები

გოლი (თ.) ფეხბურთელი დრო

50 (107) უეინ რუნი 2003-

49 (106) ბობი ჩარლტონი 1958-70

48 (80) გარი ლინეკერი 1984-92

44 (57) ჯიმი გრივსი 1959-67

40 (89) მაიკლ ოუენი 1998-2008

30 (33) ნეტ ლოფტჰაუსი 1950-58

30 (63) ალან შირერი 1992-2000

30 (76) ტომ ფინი 1946-58

29 (23) ვივიან ვუდვორდი 1903-11

29 (106) ფრენკ ლამპარდი 1999-2014

დოსიე

უეინ მარკ რუნი

დაიბადა: 1985 წ. კროქსტეთში (ლივერპული)

პოზიცია: ფორვარდი

კარიერა: ევერტონი - 2002-04; მანჩესტერ იუნაიტედი - 2004-დან

ტიტულები: პრემიერლიგის ჩემპიონი (5), ლიგის თასი (2), ინგლისის სუპერთასი (3), ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

SOSO
levan-ს ვეტანხმები,მასეა.მაგრამ მაინც კარგი ფეხბურთელია,ვერც ჩარლტონამდე მივა უეინი და ვერც ლინეკერამდე,დიდი ტურნირებზე აგდებს ყოველთვის
levan
კარგი მიღწევაა რაც არ უნდა იყოს, მაგრამ გოლების უმეტესობა შესარჩევ და ამხანაგურ თამაშებში აქვს გატანილი. ვერ იტყვი რომ ძალიან მნიშვნელოვანი გოლებით გამოირჩევა
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
Marca: ალონსო პაუზას იღებს, მაგრამ ახლა სამწვრთნელო საქმიანობას მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაუბრუნდება
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
უარი ფუფუნების საგნებზე - ვერნიდუბის გადაწყვეტილებამ აღფრთოვანება გამოიწვია
შეთანხმება მიღწეულია - ედინ ჯეკო კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ლამპარდს კიდევ ერთი ლონდონური გუნდის ვარიანტი აქვს - მის გარდა კიდევ ორი კანდიდატურა განიხილება
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
შეუსაბამო ფასი და ხელფასი - "აიაქსს" ზინჩენკოს დამატება უნდა
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
ახალგაზრდა დანიელი - "ლიონმა" 10 მილიონიანი ტრანსფერი დახურა
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
მხოლოდ ნახევარი სეზონი გუნდში? - "უდინეზემ" გოგლიჩიძე ტრანსფერზე დააყენა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
პსჟ ლის გარეშე რჩება? - სამხრეთ კორეელის ესპანეთში დაბრუნების ალბათობა საკმაოდ მაღალია
აფრიკის თასის დასრულების შემდეგ FIFA-მ 2026 წლის პირველი რეიტინგი გამოაქვეყნა - შეიცვალა თუ არა საქართველოს ნაკრების მდგომარეობა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ათი საუკეთესო მეგოლე - უეინ რუნი, ჩარლტონი, ლოუ და სხვები
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
“ჩემს ცოლს უთხრა, შენ ქმარს ძლიერი სპერმა აქვსო” - რუნიმ ვან გაალთან გატარებული პერიოდი გაიხსენა
უეინ რუნი: "იუნაიტედი" ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ბობი ჩარლტონი, ზიდანი და რობენი - რატომ მოხვდა მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში თემურ ქეცბაიაც?
"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე
ბობი ჩარლტონი მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
"უოტფორდმა" საშველად 74 წლის მწვრთნელს უხმო
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
ვისენტე გუაიტა "კრისტალ პალასში" გადავიდა
"მესი რონალდოს სწორედ ამიტომ მირჩევნია" - უეინ რუნი
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
ლინეკერმა ოსიმენს ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩია
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
"მესი თუ რონალდო?" - ლინეკერმა არჩევანი გააკეთა
ჟოზე მოურინიო: ბოლომდე მჯეროდა გამარჯვების
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
გარდაიცვალა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, სერ ბობი ჩარლტონი
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
როი ჰოჯსონი: მეოთხე გოლის ჩათვლა არ შეიძლებოდა, რადგან იქ აშკარად ხელით თამაში იყო
ინგლისის ნაკრები: როი ჰოჯსონი ექსპერიმენტებს იწყებს
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
"გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა" - საუთგეიტი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა
რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა
"კრისტალ პალასი" "ლილის" მცველის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდის