იმერული კლუბის ფანები ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ
ფოტოზე: ფანების გაღიზიანება მათი შეკრების ადგილზე პოლიციის გამოჩენამ გამოიწვია

ბოლო დღეებში მედიის ყურადღება ეროვნული ნაკრებისა და ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებისკენაა მიპყრობილი და ეს ბუნებრივიცაა. თუმცა ამ აყალმაყალში არც საკლუბო თემები უნდა გამოგვრჩეს. ამიტომაც დაგვაინტერესა ქუთაისის "ტორპედოს" გარშემო ატეხილმა ამბავმა. საქმე ისაა, რომ იმერული კლუბის ფანები ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ.

აი, რა ინფორმაცია გაავრცელეს "ტორპედოს" ქომაგთა ვებგვერდზე:

"2015 წლის იანვარში ქუთაისის "ტორპედოს" ხელფასის უწყისში კარგად ჩანს, რომ ერთმა პირმა, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასაჯაროებთ, 20 ათას ლარზე მეტი აიღო.

საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში ამხელა ხელფასი არავის აქვს. უმაღლესი პირი, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამის ნახევარს იღებს. დასკვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

შემდეგ მათ მიმართეს კლუბს, რათა დღის ბოლომდე დაედოთ ინფორმაცია კლუბის პიარ-მენეჯერზე, ვინმე ხაჩიძეზე. მათი ცნობით, ამ ხელფასს სწორედ ეს პიროვნება იღებდა.

ფანების გაღიზიანება მათი შეკრების ადგილზე პოლიციის გამოჩენამ გამოიწვია და ამაშიც კლუბის ხელმძღვანელობის ხელი დაინახეს.

"ხომ აგზავნით პოლიციას? ახლა ჩვენ გაგაგზავნით სათითაოდ ყველა თქვენგანს ჯოჯოხეთში!.. ვინ არის კლუბის პიარ-მენეჯერი?!" - ფანების განწყობა მათი წერილის ტონში იკითხებოდა.

ამაზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის "ტორპედოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ზურაბ ჩაკვეტაძემ, რომელიც იმ პერიოდში კლუბის იურისტად მუშაობდა.

"ეს არის აბსურდი, რადგან 20 ათასი ლარის ერთ პირზე ხელფასის გაცემა სიმართლისგან ძალიან შორსაა. ინტერპრეტაცია ამ თანხის გადახდასთან დაკავშირებით არის დამახინჯებულად გამოყენებული, რადგან აღნიშნული ოდენობის ხელფასი არც ახლა და არც წინა პერიოდში კლუბთან კონტრაქტით დაკავშირებულ არც ერთ პიროვნებას არ ჰქონია.

საქმის არსი შემდეგშია: მაგალითისთვის, შესაძლებელია, რომელიმე ფეხბურთელს ჰქონდა და აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი 4 ათასი ლარი. გადახდის ფორმა ამ შემთხვევაში შეიძლება ითვალისწინებდეს ავანსის სახით გარკვეული თანხის წინასწარ გაცემას. თუ მითითებულ თანხას ან მის ნაწილს, ვთქვათ, 2 ათას ლარს წინასწარ გავცემთ 5 თვეზე გათვლით, გამოგვივა 10 ათასი ლარი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელის ხელფასი ამ რაოდენობის თანხას შეადგენს.

როგორც ხედავთ, ვითარება საკმაოდ მარტივია, თუმცა მავანთ ამ უბრალო სიტუაციაშიც სიბინძურის დანახვა სურთ. საერთოდ კი, ნეტავ იყოს იმის საშუალება და ისეთი დონის ფეხბურთელი, რომელსაც უფრო დიდ ხელფასს გადავუხდიდით".

ამ ორომტრიალში ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გაიპარა. ჩრდილში მოექცა ქუთაისის ბავშვთა საფეხბურთო სკოლის ამბავი.

2015 წლის 6 ივლისს, ქუთაისის "ტორპედოს" პარტნიორთა კრებამ, ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ხელმძღვანელობით, დაადგინა, რომ კლუბის სტრუქტურაში შექმნილიყო საფეხბურთო სკოლა, რაც, ყველაფერთან ერთად, გამართულ ინფრასტრუქტურას, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს საჭიროებს.

პროექტის განსახორციელებლად ზურაბ ჩაკვეტაძემ სკოლისთვის საჭირო სამუშაოების დაგეგმვა დაიწყო. ამ ეტაპზე გადაწყვეტილია ხელოვნურსაფარიანი სტადიონის (60/40 მ) მოწყობა. მოიძებნა მხარდამჭერი კომპანია "ტობე", რომელიც ამ მოედანს დააგებს. 4 სექტემბერს დაიწყო სტადიონისთვის საჭირო ფართის აზომვა.

კლუბი მოუწოდებს ქალაქში არსებულ ორგანიზაციებს, რომელთაც გააჩნიათ შესაძლებლობა და სურვილი, ამ უმნიშვნელოვანეს წამოწყებაში "ტორპედოს" გვერდში დაუდგნენ.

"ამ საქმის განხორციელება წინ გადადგმული ნაბიჯია არა მარტო კლუბის, არამედ ზოგადად, ქუთაისელი ბავშვების სპორტულ ცხოვრებაში ჩასართველად. აქვე, მადლობას მოვახსენებთ ბატონ რამაზ სალდაძეს პროექტის შექმნაში გაწეული დახმარებისთვის.

გვჯერა, ყველა ჭეშმარიტი ქუთაისელი გაიხარებს, როცა ქუთაისის "ტორპედოს" ექნება წარმატებული საფეხბურთო სკოლა, რაც გუნდის გაძლიერებისა და წარმატების საწინდარი უნდა გახდეს", - ასეთია "ტორპედოს" პოზიცია.

ჩვენი მხრივ კი, დავძენთ, რომ ქუთაისში ძლიერი საფეხბურთო სკოლის დაფუძნება ქართული ფეხბურთის ინტერესებშია. იმ დროს, როცა დაკარგულია აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენ ასეთი საფეხბურთო ცენტრების მოცდენის უფლება არ გვაქვს.

არადა, დღეს ქუთაისში ნიჭიერი ბავშვი თუ გამოჩნდება, უმალ თბილისში მოჰყავთ, რადგან ადგილზე კარგი პირობები არ არის, ისევე, როგორც სასურველი არ არის ბავშვების მშობლიურ გარემოსგან მოწყვეტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guja
საინტერესო ისაა ვის აწყოსბ ტორპედოზე ასეთი ამბების მოგონება და გავრცელება აი ამაზე დავფიქრდეთ... კლუბს ახლა გვერდშI დგომა ჭირდება
guga
იმხელა საქმე წამოიწყო ამ ადამიანმა ბავშვთა საფეხბურთო სკოლის სახით, რომ ამ ჭორებსი მოგონებას სჯობს გვერდში ამოვუდგეთ
chele
TORPEDO CHVENI SIYVARULIA DA SIBINZURES RO AAGOREBEN GUNDS GVERDSHI UNDA DAVUDGET DA AMGOREBELI GAVKICOT DA AREA KLUBI
gogliko
თუ ვინმეს პორბლემები აქვს თავის თავში ეძებოს და არა ტორპედოში. გუნდი თამაშით განისაზღვრება და თუ შედეგი არ იქნება მწვრთნელს მოთხოვონ. ვინ ვის ეკიტხება ვინ რამდენს გადაუხდის, მითუმეტეს ყველაფერი განმარტებულია
Gocha
yvelaferi kargad gasagebia, kargis danaxva ar undaT da chorebs sheeshvit da saqmes mixedet
გიოო
ისე კლუბსი მუშაობა თუ ვინმეს აინტერესებს მიმართსო ადმინისტრაციას და გაიგოს რა ხდება და არა ასე ზერელედ ილაპარაკოს
გოჩა
ყველაფერი კარგად გასაგებია, კარგის დანახვა არ უნდათ და სჯობს ჭორებს შეეშვათ და საქმეს მიხედეთ
leonardo
რა ენაღვლებათ ქალაქის ბიუჯეტია და... მაგას ვიძახდი სულ, სანამ კერძო მეპატრონე არ ეყოლება კლუბს, სულ ასეთი მაიმუნობები იქნება მანდ და შედეგი 0!!! ცალკე ატკატებიც რამდენი წავა კიდე ვინ ისიც, ეგებ ვინმე კერძო მეპატრონე გამოეძებნოს კლუბს, თორე მაგას ჯობია საერთოდ არ ფინანსდებოდეს ეგეთი კლუბი, ჩვენს ფულს მაინც არ შეჭამენ!!!
Chegevara
Es dzveli saxelfaso uckisia axalic moitxovet da dadet , 20 atasze metia gacenuli xelfasebshi, I,k da d,k torpedos fexburtelebia cinascar aiges egretcodebuli padiomebi 27 27 atasi lari, ra damsaxurebistvis chxerimelaa da merans ro mouges, fuli argvaqo ro kitxot da zborze veivdivarto , patroni ar kavs ar qvekanas arc qalaqs da mitumrtes klubs
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"ტორპედო" აუქციონზე - ერთ ლარად ვერ გაიყიდა და 700 ათასად აფასებთ?
აქტუალურ თემაზე: რატომ არ დარჩა ქუთაისის "ტორპედოში" ინვესტორი?
ქუთაისის "ტორპედოს" დირექტორად ხაშურის ყოფილი გამგებელი დაინიშნა
ქუთაისის "ტორპედო": მზადება დაიწყო, ინვესტორი ქალაქის მერს შეხვდა...
ქუთაისის "ტორპედო": პრეზიდენტი გადადგა, კლუბში ჟორდანია-უგულავას ჯგუფი მოდის
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
"ტორპედო", როგორც "ვიტესი"? კლუბის პრეზიდენტი ჟორდანიასა და შტელინზე
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
კახა ჩხეტიანი: "ტორპედოს" მიზანი ყველა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლაა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქუთაისის მერი: გადაყოლილია მერია "ტორპედოზე" და საქმეს რანაირად ვაფერხებთ?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
რევაზ ჩელებაძე: ისედაც მიზერული დაფინანსება გვქონდა და ამასაც გვაკლებენ?!
კახა ჩხეტიანი: მიხარია, რომ ფინალში ლამაზი ფეხბურთით გავედით
ზაალ ჩაჩავა: "ტორპედო" საქართველოს საუკეთესო კლუბი უნდა გახდეს!
ვიცით, რასაც ვკიდებთ ხელს - "ტორპედოს" მომავალი პრეზიდენტის ამბიციური გეგმა
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...