გუშინ ჟოზე მოურინიოს "რეალმა" უკვე ნამდვილი შეკრება მოაწყო, თუკი წინა დღით ფეხბურთელებმა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, პარასკევს სრულფასოვანი ვარჯიში მოეწყო...

გუშინ ჟოზე მოურინიოს "რეალმა" უკვე ნამდვილი შეკრება მოაწყო, თუკი წინა დღით ფეხბურთელებმა მხოლოდ სამედიცინო შემოწმება გაიარეს, პარასკევს სრულფასოვანი ვარჯიში მოეწყო, რა თქმა უნდა, მუნდიალის მონაწილე ფეხბურთელების გარეშე. ჟოზე მოურინიო ტრადიციას არ ღალატობს, "რეალის" გულშემატკივრებს უსიამოვნო ამბავი ელოდათ - პორტუგალიელმა თავკაცმა "დახურული" ვარჯიში ითხოვა. მის განკარგულებაში იყვნენ: დუდეკი, ადანი, გარაი, მარსელო, დრენტე, გაგო, მ. დიარა, გრანერო, ლ. დიარა და ბენზემა. ბუნებრივია, ასე სრულფასოვანი ვარჯიში არ გამოვიდოდა და ჟოზემ სარეზერვო გუნდიდან კარვახალი, ტებარი, ნაჩო, ალექსი, დენის ჩერიშევი, ფრან რიკო, ხოსელუ და მორატა დაიმატა.

ვარჯიშის პირველი ნაწილი "რეალის" ფიზმომზადების მწვრთნელ რუი ფარიას მიჰყავდა. დუდეკი და არანი გოლკიპერთა მწვრთნელმა სილვინო ლოურუმ ჩაიბარა. შემდეგ ჟოზე მოურინიომ დარტყმებში ავარჯიშა გუნდი. პირველი ვარჯიში მცირე "მატჩით" დასრულდა, რომელიც ნახევარ მოედანზე გაიმართა. საბოლოოდ იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელშიც ქარიმ ბენზემა თამაშობდა - 2:1.

ხედირა დრენტეს და 10 მილიონის სანაცვლოდ?

"შტუტგარტერ ცაიტუნგი" წერს, რომ მადრიდის "რეალი" მზადაა სამი ხედირას ხელში ჩაგდების სანაცვლოდ ჰოლანდიელ ვინგერ როისტონ დრენტეს შეელიოს. "სამეფო კლუბი" "შტუტგარტს" გაცვლას სთავაზობს. ბუნებრივია, აქ არ არის ლაპარაკი ერთი ერთზე გაცვლაში - მუნდიალის შემდეგ ხედირას აქციები ერთი ათად გაიზარდა - ესპანელები საყრდენი ნახევარმცველის სანაცვლოდ დრენტეს გარდა 10 მილიონ ევროს გამოდიან. თურმე "შტუტგარტის" მწვრთნელ კრისტიან გროსს ძალიან მოსწონს დრენტეს თამაში.

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა