თბილისელი ჩოგბურთელი ბულგარეთის დედაქალაქში მიმდინარე ტურნირზე ერთეულებში მეოთხედფინალში გავიდა
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) წარმატებით განაგრძობს ასპარეზობას თბილისელი სოფიო შაფათავა.

გუშინ, 10 სექტემბერს, ერთეულთა თანრიგის მეორე წრეში მე-7 ნომრად განთესილმა ჩვენებურმა ამანდა გარერასი (დიდი ბრიტანეთი) დაამარცხა - 6:0, 7:5 და მეოთხედფინალში შვეიცარიელი ვიქტორია გოლუბიჩის მძლეველ (6:0, 3:6, 7:5) ბარბარა ჰაასს (ავსტრია) შეხვდება.

წყვილებში უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან შეამხანაგებული შაფათავა ასპარეზობის რეიტინგფავორიტია. გუშინ ქართულ-უკრაინულმა დუეტმა ალიონა ბოლშოვა-ზადოინოვისა (ესპანეთი) და ანდრეა გამიზის (ვენესუელა) ტანდემს აჯობა - 4:6, 6:3, 10:7.

მეორე ნახევარფინალში დია ევტიმოვა (ბულგარეთი) და ვიქტორია გოლუბიჩი (შვეიცარია) ელზა კოსტოვას (ბულგარეთი) და კატერინა კრამპეროვას (ჩეხეთი) დანებდნენ - 4:6, 4:6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ჩოგბურთელები: ცივაძე ორ ფრონტზე
ქართველი ჩოგბურთელები ანტალიაში: შაფათავამ წყვილებში ტურნირი მოიგო
სოფიო შაფათავამ ობიდოშის საერთაშორისო ტურნირი მოიგო
მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩელენჯერის ტურნირი მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: შაფათავა ფრანგული ტურნირის 1/8-ფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძე წყვილებში ყოჩაღობს