ახალი ზელანდიის ნაკრებმა შინ უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "დიკსტრიტს" - 8:7. ეს გუნდი იორკშირის ოლქისა და ინგლისის ჩემპიონი იყო

1889 წელი

ახალი ზელანდიის ნაკრებმა შინ უმძიმეს ბრძოლაში მოუგო "დიკსტრიტს" - 8:7. ეს გუნდი იორკშირის ოლქისა და ინგლისის ჩემპიონი იყო.

1954 წელი

საფრანგეთის ნაკრებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა. "ლე ბლემ" პარიზში ირლანდიის ნაკრები დაამარცხა - 8:0. ეს მათი პირველი გამარჯვება იყო "სამყურებთან" 1931 წლის შემდეგ. შეხვედრაში გამორჩეული ფრანგთა შუამარბი მორის პრატი იყო, რომელმაც ორი ლელო მიითვალა.

1965 წელი

მიკ დოილს ირლანდიის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა. მან ლენსდაუნ როუდზე საფრანგეთის ნაკრებს ლელო გაუტანა და "სამყურები" მარცხისგან იხსნა - 3:3. მან ეროვნულ გუნდში სულ 20 კეპი მოიხვეჭა და 1968 წელს "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაშიც ითამაშა. 1985 წელს ნაკრებთან ერთად ხუთი ერის გათამაშებაში დიდი სლემი შეასრულა. 1987 წლის მსოფლიოს თასს კი გულის შეტევის გამო დააკლდა.

მიკ დოილი ცნობილი იყო ასევე, როგორც, გაზეთების, "ივნინგ ჰერალდისა" და "სანდეი ინდერპენდენტის" საკმაოდ ენამწარე ჟურნალისტი.

1971 წელი

ამ დღეს დაიბადა უელსისა და "ბრიტანელი" ლომების შუამარბი სკოტ ჯიბსი. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 20 წლის ასაკში, 1991 წელს შედგა. ორი წლის შემდეგ კი პირველად ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. 1994-96 წლებში ჯიბსი დროებით ჩამოშორდა რაგბის, თუმცა დაბრუნების შემდეგ კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდა.

1997 წელს ის "ბრიტანელ ლომებთან" ერთად სამხრეთაფრიკულ ტურნეში გაემგზავრა, სადაც საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. უელსის ნაკრების კვართით, ყველაზე გამორჩეული, "უემბლიზე" ინგლისთან მატჩში მის მიერ გატანილი ლელო იყო, რომლის წყალობითაც უელსელებმა 32:31 მოიგეს.

1982 წელი

ირლანდიის ნაკრებს ეს შეხვედრა ერთი კვირით ადრე უნდა გაემართა, თუმცა დიდთოვლობის გამო გადაიტანეს. "სამყურებმა" უელსის ნაკრებს 20:12 მოუგეს და 34-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად დაიწყეს გამარჯვებით ხუთი ერის გათამაშება.

1999 წელი

"ლესტერ ტაიგერზმა", რომელმაც ინგლისის ჩემპიონატი მოიგო, უძნელეს ბრძოლაში სძლია "ველფორდ როუდზე" "გლოსტერს" - 23:16. კანადის მოთამაშე დეივ ლოიდმა ორი ლელოთი გამოიჩინა თავი, ჯოელ სტრანსკიმ -ერთით, ტიმ სიმფსონის ანგარიშზე კი ერთი გარდასახვა და ორი საჯარიმოა.

2009 წელი

"კარდიფ ბლუზმა" "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში, ჯგუფურ ტურნირში, პირველი ადგილი გაინაღდა იტალიურ "კალვიზანოსთან" გამარჯვებით - 62:20. კარდიფელებს მეოთხედფინალში თითქმის ყველაზე ძლიერი მეტოქე ერგო. ფრანგული "ტულუზი", თავის ჯგუფში, მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა