კონტინენტის პირველობა ამერიკაშიც დასრულდა
დასრულდა ამერიკის კონტინენტის პირველობა კალათბურთში. ტურნირის მოულოდნელი ჩემპიონი გახდა ვენესუელას ნაკრები, რომელმაც ფინალში არგენტინა დაამარცხა - 76:71.

მანამდე, ვენესუელამ ნახევარფინალში სძლია ჩემპიონატის მთავარ ფავორიტს კანადის ნაკრებს (79:78), რითაც 1992 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება.

რაც შეეხება არგენტინასთან ფინალს, აქაც არგენტინელი სპეციალისტის ნესტორ გარსიას შეგირდები ფავორიტებად არ ითვლებოდნენ, მით უმეტეს, რომ აკლდათ თავიანთი ლიდერი - "მილუოკი ბაქსის" გამთამაშებელი გრეივის ვასკესი. მაგრამ ვენესუელამ მოიგო იმის მიუხედავად, რომ არგენტინელთა რიგებში 21 ქულა დააგროვა ანდრეს ნოჩიონიმ, ხოლო ორმაგი დუბლი (14+11 მოხსნა) შეასრულა ლუის სკოლამ.

მესამე ადგილისთვის მატჩში, კანადამ მექსიკის ნაკრები დაამარცხა - 87:86. გადამწყვეტი ბურთი სირენასთან ერთად, "ტორონტო რეპტორზის" მცველმა კორი ჯოზეფმა ჩააგდო. ამ გუნდებმა, აგრეთვე მეხუთე ადგილზე გასულმა პუერტო რიკომ 2016 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

ფინალის შემდეგ, MVP-ის პრიზით დაჯილდოვდა არგენტინის ნაკრების ფორვარდი ლუის სკოლა, რომელმაც საშუალოდ 21.1 ქულას (ტურნირის ლიდერი) და 10.1 მოხსნას (მეორე შედეგი) მოუყარა თავი. სიმბოლურ ნაკრებში მასთან ერთად მოხვდნენ: ჰაისლერ გილენი (ვენესუელა), ენდრიუ უიგინსი (კანადა), ანდრეს ნოჩიონი (არგენტინა) და გუსტავო აიონი (მექსიკა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ერტელს "ზენიტში" გადასვლა არ აპატიეს და საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს
გარდაიცვალა ერთ-ერთი საუკეთესო პოლონელი კალათბურთელი ადამ ვუიჩიკი
აღიარება ლეგენდისგან - ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჰომოსექსუალია
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა