და აი, პირველი სუპერმატჩიც: "სიტი" VS "იუვე"
ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირის 61-ე გათამაშების მთავარი ნაწილი დღეს იწყება - აქამდე იყო პრელუდია, გაირკვა 32 კლუბის ვინაობა, რომლებიც ჯგუფურ ეტაპში ჩაერთვებიან. და აი, ეს ჯგუფური ეტაპიც კარს მოგვადგა - დღეს 6-ტურიან მინიმარათონს პირველი ოთხი ჯგუფი დაიწყებს, ხვალიდან კი მონაწილეთა მეორე ნაწილი ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონაა", ხოლო ფინალი 2016 წლის 28 მაისს მილანის "სან სიროზე" გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ, რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაზე არათუ ქართული კლუბი, არამედ, ერთი ქართველი ფეხბურთელიც კი არ ითამაშებს.

ესპანეთი ხუთით

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური იმით არის გამორჩეული, რომ ერთ ქვეყანას პირველად ჰყავს ხუთი წარმომადგენელი - ეს ესპანეთმა მოახერხა, მას მერე, რაც "სევილიამ" ევროპალიგა მოიგო. ახალი ფორმატით კი ევროპალიგის მოგებული გუნდი, იმ შემთხვევაში თუ ვერ მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს, ამ ტურნირზე დაიშვება. ასე რომ, ისტორიაში პირველად ესპანეთს ხუთი კლუბი წარმოადგენს:

"ბარსელონა", მადრიდის "რეალი", მადრიდის "ატლეტიკო", "ვალენსია" და "სევილია". დღეს ამ ხუთეულიდან გათამაშებაში სამი ჩაებმება - დესიმას შემსრულებელი "რეალი" შინ "შახტარს" მასპინძლობს, "სევილია", რომელიც ჯერ ვერაა ფორმაში, კიდევ უფრო უარეს დღეში მყოფ მიონხენგლადბახის "ბორუსიას" უმასპინძლებს მშობლიურ "სანჩეს პისხუანზე" და "ატლეტიკოს" სტამბოლში ომი აქვს "გალათასარაის" ლომების წინააღმდეგ. "ბარსა" და "ვალენსია" გათამაშებაში ხვალ ჩაებმებიან.

სამი დებიუტანტი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე სამი დებიუტანტია, აქედან ორს თუ ველოდით, ყაზახურ "ასტანას" აქ თითქმის არავინ ელოდა, თვით "ასტანას" თავგადაკლული ფანებიც კი. მაგრამ ამ გუნდმა შეძლო ყაზახური ფეხბურთის ისტორიის დაწერა, როცა პლეი ოფში გზიდან კვიპროსის აპოელ-ი ჩამოიცილა (სწორედ ამ მარცხის მერე მოხსნენს აპოელ-ის მწვრთნელი დომინგო პასიენსია და თემურ ქეცბაია დანიშნეს). "ასტანას" გარდა პირველად თამაშობენ "გლადბახი" და ბელგიური "გენტი".

სულ ჯგუფურ ეტაპზე 17 ქვეყნის 32 წარმომადგენელია.

დღის მატჩი

რად უნდა ლაპარაკი - პირველი დღის მთავარი თამაში მანჩესტერშია, სადაც "სიტი", რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს ინგლისის პრემიერლიგაში, ლიგის ფინალისტ ტურინის "იუვენტუსს" მასპინძლობს, რომელსაც არცთუ კარგი დროება უდგას და 3 ტურის მერე ერთადერთი ქულა აქვს. სწორედ ამის გამო "მანჩესტერ სიტი" დღეისათვის ფავორიტად მიიჩნევა და არა "ბებერი ქალბატონი".

თუკი ეს იტალიელებს შვებას მისცემთ, მაშინ ვიტყვით, რომ სერხიო აგუერო ვერ ითამაშებს "იუვენტუსის" წინააღმდეგ, რაც დიდი დანაკლისია, რადგან არგენტინელი ფორვარდი საუცხოო ფორმაში იყო, სანამ ტრავმას მიიღებდა. აგუეროს მუხლი აწუხებს.

"სიტი" მართლაც ყველას და ყველაფერს ამარცხებს - პრემიერლიგის საწყისი ხუთი ტური ისე მოიგო, მანუელ პელეგრინის გუნდს გოლი არ გაუშვია.

მანუელ პელეგრინი (სიტი): "არ ვფიქრობთ იმაზე, სადამდე შეგვიძლია გავაღწიოთ წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, არ ვსახავთ გეგმებს. ჩვენ მხოლოდ ერთი რამ დავგეგმეთ ჯერ, დღეს კარგად ვითამაშოთ და დავამარცხოთ "იუვენტუსი". კლუბისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ის არა მარტო შიდა ასპარეზზე იყოს წარმატებული. მაგრამ ჩვენ ეს წარმატება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვჭედოთ. სეზონის განმავლობაში იმდენს ვთამაშობთ, რომ ტრავმებს ვერ ავიცილებთ და აგუეროს ტრავმაც ამ კატეგორიიდანაა. დიახ, საკადრო პრობლემები გვაქვს, მაგრამ მე ჩემი ბიჭების 100 პროცენტით მჯერა და იმ შემადგენლობას ამოვირჩევ, რომელსაც ბოლომდე ვენდობი".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "წლეულს "მანჩესტერ სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტთა შორისაა. ჩვენ ძალიან მაღალ ტემპში უნდა ვითამაშოთ, მთელი ჩვენი ტექნიკური არსენალი გამოვავლინოთ თუ დღევანდელ მატჩში წარმატების მიღწევა გვინდა.

დიახ, ჩვენ საკუთარი ძალების უნდა ვირწმუნოთ, თვითრწმენა ბოლო დროს, ცოტათი გვაკლია. თუ მოვიგებთ, მომდევნო თამაშებში უფრო ძლიერად ვითამაშებთ. ბოლო სეზონში ჩვენ ფინალში გავედით, რადგან ევროპული სტილის ფეხბურთი ვითამაშეთ".

სავარაუდო შემადგენლობები

სიტი: ჰარტი, სანია, მანგალა, კომპანი, კოლაროვი, ი. ტურე, ფერნანდინიო, დე ბრუინი, სილვა, სტერლინგი, ბონი.

იუვენტუსი: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, კუადრადო, პერეირა, ერნანეში, პოგბა, მანჯუკიჩი, დიბალა.

რუნის და ზლატანის გარეშე?

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰოლანდიაში ჩადის, თუმცა გუნდს ვერ გაჰყვა ტრავმირებული უეინ რუნი, რომელმაც ახლახან თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში - ინგლისის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი გახდა. რუნი დაშავებულია და ამ მიზეზით, მან პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაც კი გამოტოვა, თუმცა ლუი ვან გაალი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი.

შეიძლება ვერ ვიხილოთ კიდევ ერთი სუპერფორვარდი - "პარი სენ-ჟერმენი" შვედურ "მალმიოს" მასპინძლობს და თანამემამულეებს, ალბათ, ვერ დაუპირისპირდება დაშავებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება, აცხადებს ლორან ბლანი.

15 სექტემბერი

A ჯგუფი

პსჟ (საფ)-მალმიო (შვე) 22:45

დისკვალიფიკაცია: ორიე (პსჟ)

ტრავმა: იბრაჰიმოვიჩი (?) -

რეალი (ესპ)-შახტარი (უკრ) 22:45

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: დანილო, ხამეს როდრიგესი -

B ჯგუფი

ვოლფსბურგი (გერ)-ცსკა (რუს) 22:45

ტრავმა: ფელიპე, კასტეელსი (?), ვიერინია (?) - გოლოვინი

პსვ (ჰოლ)-მანჩესტერი (ინგ) 22:45

ტრავმა: ვილემსი, იოზეფროონი, კოხი, მაჰერი - ჯონსი, რუნი

C ჯგუფი

გალათასარაი (თურ)-ატლეტიკო (ესპ) 22:45

დისკვალიფიკაცია:

ტრავმა: ალთინთოფი, ჩეჯუ - ფილიპე ლუიში

ბენფიკა (პორ)-ასტანა (ყაზ) 22:45

დისკვალიფიკაცია: ცუმასი (ასტანა)

ტრავმა: სალვიო -

D ჯგუფი

სიტი (ინგ)-იუვენტუსი (იტა) 22:45

ტრავმა: აგუერო, ფერნანდინიო (?), ნასრი (?) - ხედირა, მარკიზიო

სევილია (ესპ)-გლადბახი (გერ) 22:45

დისკვალიფიკაცია: ჯაკა (გლადბახი)

ტრავმა: ბეტო, პარეხა, კარიშო, რამი, კაკუტა (?) - დომინგესი, შტრანცლი, ჯონსონი, ჰერნანი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levan
რუნი რამ გაასუპერფორვარდა?! ამხანაგურ შეხვედრებში და შესარჩევებში გატანილმა ბევრმა უმნიშვნელო გოლმა?
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შეხვედრის გაგრძელება შეუძლებელი იყო - საოცარი ამბავი "ბენფიკას" მატჩში - გახსენება [VIDEO]
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა - "ლივერპული" შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
"დორტმუნდმა" იულიან ვაიგლი 20 მილიონად გაყიდა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
თურქული კლუბი მაკარიძეს ემუქრება: არ ჩამოვა და...
"ბენფიკას" მწვრთნელი: 20 მილიონი რომ ვღირდე, ცოლი გასაყიდად გამომიტანდა
ზურიკოსთან ერთად ლისაბონურ გრანდში? - მოურინიო შეტევის გაძლიერებაზე სერიოზულად ფიქრობს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
A bola: "სპორტინგსა" და "ბენფიკას" მაკარიძე სურთ - "ვიტორიამ" ქართველს ფასი დაადო
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
ჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტურის წინ: ომი "ეშტადიუ და ლუშზე"
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
მარკ ვან ბომელმა "პსვ ეინდჰოვენი" ჩაიბარა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ჩემპიონთა ლიგა. IV ტურის წინ: შედგება პეპის შურისძიება "ბარსელონაზე"?
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
ჩემპიონთა ლიგა. V ტური: "ბარსა" და "სიტი" მერვედფინალში [VIDEO]
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა