სერენამ ტახტი შეინარჩუნა

გასული ორი კვირა ძალიან დაძაბული გამოვიდა რეიტინგული მოვლენების მხრივ. დავიწყოთ მთავარით - სერენა უილიამსმა ნახევარფინალამდე მიაღწია და გაინაღდა პირველი ადგილი სეზონის შედეგების მიხედვით.

მართალია, მან ვერ შეძლო "დიდი სლემის" მოგება, მაგრამ ეს წელი მაინც ფენომენალური გამოუვიდა. ის ზედიზედ მესამედ და კარიერაში მეხუთედ დაასრულებს სეზონს პირველ პოზიციაზე. ამ მაჩვენებლით ის კრის ევერტს გაუთანაბრდა, ხოლო ლიდერი შტეფი გრაფია, რომელმაც რვაჯერ დაასრულა სეზონი ლიდერის რანგში.

გარდა ამისა, უკვე ცნობილია წლის შემაჯამებელი ტურნირის სამი მონაწილე: უილიამსი, სიმონა ჰალეპი და მარია შარაპოვა.

აშშ-ის ღიას მოულოდნელი ჩემპიონი ფლავია პენეტა 26-დან მერვე პოზიციამდე ავიდა. მანამდე 33 წლის იტალიელის რეკორდი - მეათე ადგილი იყო. პენეტამ უკვე გამოაცხადა, რომ წლის ბოლოს ასრულებს კარიერას და, შესაძლოა, მისთვის ბოლო ტურნირი იყოს WTA-ის შემაჯამებელი ჩემპიონატი. "ჩემპიონთა რბოლაში" აპენინელი უკვე მეექვსე ადგილზეა და სინგაპურში მოხვედრის მაღალი შანსი აქვს.

კაროლინ ვოზნიაცკიმ ვერ დაიცვა ქულები შარშანდელი ფინალისთვის, რის გამოც მეექვსე ადგილზე ჩამოვიდა და მეხუთე პოზიცია ლუსი საფაროვას დაუთმო. ათეულიდან გავარდა კარლა სუარეს ნავარო და მისი ადგილი სწორედ პენეტამ დაიკავა. და კიდევ, მეოთხედფინალში გასვლით, კრისტინა მლადენოვიჩი 28-ე ჩოგანი გახდა. მან გაუსწრო ალიზ კორნეს და, ახლა, ქალებში საფრანგეთის პირველი ნომერია.

ცალკე ვთქვათ ლუსი საფაროვაზე. ის კარიერაში პირველად შევიდა TOP5-ში. ჩეხი გახდა მხოლოდ მე-12 ჩოგბურთელი ისტორიაში, ვისი პირადი რეკორდი მეხუთე ადგილია კლასიფიკაციაში. ამ 12-დან ხუთი მოქმედი ჩოგბურთელია. საფაროვას გარდა, ესენი არიან: ეჟენი ბუშარი, ანჟელიკ კერბერი, სარა ერანი და დანიელა ჰანტუხოვა, რომელსაც ეს პოზიცია 12 წლის წინ ეკავა.

იმ ჩოგბურთელთაგან, რომლებმაც დაასრულეს კარიერა და მათი პიკი მეხუთე ადგილი იყო, არიან რუსი ანა ჩაკვეტაძე, ბელარუსი ნატაშა ზვერევა, ამერიკელები კეტი ჯორდანი და როზმარი კაზალსი, ბრიტანელი ჯო დიური, ჰოლანდიელი ბეტი სტოვე და გერმანელი სილვია ჰანიკა. საინტერესოა, რომ ამ 12 ჩოგბურთელიდან არც ერთს არ მოუგია "დიდი სლემის" ტურნირი.

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 501

2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 780

3(3). მარია შარაპოვა (რუს) 5 795

4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 5 295

5(6). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 570

6(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 3 510

7(7). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 440

8(26). ფლავია პენეტა (იტა) 3 317

9(9). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 305

10(8). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 215

ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ისევე როგორც უილიამსმა, უკვე გაინაღდა პირველი ადგილი მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით. პირველად კარიერაში, სერბმა მთელი სეზონი პირველ ადგილზე გაატარა - ერთი კვირითაც არ დაუთმია ლიდერობა. ჯოკოვიჩი მეოთხედ დაასრულებს წელს პირველი ჩოგანის რანგში. როჯერ ფედერერს ერთით მეტი საბოლოო პირველი ადგილი აქვს. რეკორდსმენი კი პიტ სამპრასია, რომელმაც ასეთ შედეგს ექვსჯერ მიაღწია.

ნიუ იორკში გამარჯვების შემდეგ, ნოვაკმა მეორე ადგილთან 6740 ქულით გაზარდა უპირატესობა, გარდა ამისა, რეიტინგში ქულების სარეკორდო რაოდენობა აქვს - 16145. ფედერერმა აშშ-ის ღიას შემდეგ, წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა, ისევე, როგორც მისმა თანამემამულემ სტენ ვავრინკამ. უფრო ადრე, ლონდონის საგზურები ჯოკოვიჩმა და ენდი მარეიმ მოიპოვეს.

მარინ ჩილიჩმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა. მართალია, ხორვატმა ნახევარფინალამდე მიაღწია, მაგრამ მაინც ბევრი ქულა დაკარგა და მეცხრე ადგილიდან 14-მდე დაქვეითა. TOP10-ში კი შევიდა ჟილ სიმონი, რომელიც ნიუ იორკში უკვე პირველ რაუნდში გავარდა.

ჩააგდო ამერიკის ღია პირველობა შარშანდელმა ფინალისტმა კეი ნიშიკორიმ. იაპონელმა სასტარტო მატჩი წააგო ბენუა პერთან. კეიმ 1200 ქულა დაკარგა და მეოთხედან მეექვსე ადგილამდე დაეშვა. მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა ვავრინკამ, მეხუთეზე - ტომაშ ბერდიხმა.

ივო კარლოვიჩი ბოლო შვიდ წელიწადში პირველად შევიდა ტოპ-ოცეულში. 36 წლის ხორვატი TOP20-ის ყველაზე ასაკოვანი წევრია ჯიმი კონორსის შემდეგ. 37 წლის ამერიკელი 1990 წელს იყო საუკეთესო ოცეულში.

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 145

2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 405

3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 660

4(5). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 000

5(6). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 050

6(4). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 015

7(8). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 770

8(7). დავიდ ფერერი (ესპ) 3 695

9(10). მილოშ რაონიჩი (კან) 2 790

10(11). ჟილ სიმონი (საფ) 2 560

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა