ვის დარჩება ოლიმპიური სტადიონი 2012 წლის ზაფხულის თამაშების შემდეგ, „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ თუ „ვესტ ჰემს“?

ლონდონში დიდი დავაა: ვინ გახდება ახალაგებული ოლიმპიური სტადიონის მეპატრონე 2012 წლის ზაფხულის თამაშების შემდეგ, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ თუ „ვესტ ჰემი“? ამ ორი კლუბის დავაში ლორდმა სებასტიან კოემ „ვესტ ჰემს“ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ: ლორდი სებასტიან კოე გახლავთ 1500 მეტრზე რბენაში 1980 და 1986 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. სპორტიდან წასვლის შემდეგ ის კონსერვატორთა პარტიის სახელით ბრიტანეთის პარლამენტში მოღვაწეობდა, ბოლოხანს კი ჯერ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის პროექტის ხელმძღვანელი იყო, ხოლო მასპინძლობის დამტკიცების შემდეგ, საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა. ის, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2012 წლის თამაშები სწორედ ლონდონს ანდო, მნიშვნელოვანწილად იმით გახლდათ განპირობებული, რომ ლორდმა კოემ კომიტეტის დიდმოხელენი ოლიმპიური სტადიონის უსაფრთხო მომავალში დაარწმუნა - თამაშების დასრულების შემდეგ სტადიონი თავისი მძლეოსნობის სექტორით გააგრძელებდა ფუნქციონირებას. ახალი ოლიმპიური სტადიონი ლონდონის ისტ ენდში შენდება.

სწორედ აქ არის ჩადებული ის, რის გამოც კოემ „ვესტ ჰემს“ დაუჭირა მხარი. „ჩაქუჩები“ სტადიონზე ყველაფრის ხელუხლებლად დატოვებას აპირებენ, „ტოტენჰემი“ კი თითქოს, 500 მილიონ ფუნტად აგებული სარბიელის, ნაგებობის საფეხბურთო სტადიონად გადაკეთებას ლამობს.

„პირობები ძალიან მკაფიოა - ამბობს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ამ სტადიონის იდეაში დევს ის, რომ მას ექნება საზოგადოებრივი და მულტისპორტული დატვირთვა. რა დამავიწყებს იმ დღეს, როდესაც სინგაპურში გავიმარჯვეთ და მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. მაშინ დავარწმუნეთ მსოფლიო სპორტის ხელმძღვანელები, რომ ახალ სტადიონს, ოლიმპიადის შემდეგ, სხვადასხვა სახეობით გატაცებული ახალგაზრდები უპატრონებენ. მზად ვარ ჩემი სიტყვები ახლაც გავიმეორო. მე ჰაერში ლაპარაკი არ მჩვევია და არ მინდა ოლიმპიადის დამთავრების მერე ვინმემ სტადიონის არასაფეხბურთო სექტორს ბულდოზერით გადაუაროს, რათა იქ მხოლოდ პრემირლიგისთვის დარჩეს ადგილი.

მინდა საკითხს ყველა სრული სერიოზულებით მიუდგეს და გაიგოს, რომ იქ, სინგაპურში, ჩვენს სიტყვებს ენდნენ. იმ ხალხის მოტყუება დაუშვებელია. ბრიტანეთის რეპუტაციის შელახვა არაფრით შეიძლება. გარდა ამისა, ვერ წარმომიდგენია, ათწლეულების შემდეგ როგორ მიიყვანენ პაპები შვილიშვილებს სტადიონზე პრემიერლიგის თამაშის სანახავად და როგორ ეტყვიან, რომ აქ, სადღაც... დაახლოებით ამ ადგილას ან შეიძლება ცოტა იქით... 2012 წლის ოლიმპიადაზე, მსოფლიოს სპორტის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ამბავი მოხდა“.

ორი ლონდონური კლუბის ჭიდილში „ტოტენჰემს“ ფინანსური თვალსაზრისით უფრო ღონიერი წინადადება აქვს. „დეზების“ თავმჯდომარე დენიელ ლივი სპორტულ საზოგადოებას ასე მიმართავს: „ ბოლო დროს ძალიან ბევრი ემოციური სიტყვა ითქვა, მაგრამ ემოცია გადავდოთ და საქმიანად ვიმსჯელოთ. მოდი დავფიქრდეთ, რა აჯობებს მძლეოსნობისთვის, ის რომ მუდმივმოქმედი სტადიონი ჰქონდეს, თუ ის, რომ წელიწადში 20 დღის განმავლობაში შეუშვან ოლიმპიურ სტადიონზე? ჩვენი წინადადება ასეთია: ავაშენოთ მძლეოსნებისთვის 25 ათასიანი სტადიონი. გადავხუროთ იგი და თან ტევადობის 40 ათასამდე გაზრდის პერსპექტივაც დავუტოვოთ“.

„ვესტ ჰემის“ ვიცე-თავმჯდომარემ კარენ ბრეიდიმ განაცხადა, რომ 60 ათასიან სტადიონზე გადასვლის შემთხვევაში მის გუნდს ტრიბუნების შევსების პრობლემა არ გაუჩნდება. ცნობისათვის: დღეისათვის „ჩაქუჩების“ თამაშებზე საშუალოდ 30-32 ათასი ადამიანი დადის.

„ჩვენს თამაშებზე დასწრების მსურველი სინამდვილეში გაცილებით მეტია, მაგრამ „აპტონ პარკის“ ტევადობის გამო შეზღუდულები ვართ“ - თქვა ქალბატონმა ბრეიდიმ.

4-გოლიანი თრილერი - 10-კაციანმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ტოტენჰემს" დაუქამბექა
"რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?" - "ლივერპულის" კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
ერიკ ტენ ჰაგი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება