ფორვარდი კლუბის ოფიციალურ ფოტოსესიაზე გამოჩნდა
საიდო ბერაჰინოს ბუნტი მალევე დამთავრდა. ახალგაზრდა ფორვარდს ბრაზმა მალე გადაუარა და იგი ისევ ტონი პულისის განკარგულებაშია. ბერაჰინომ წინა ტურშიც ითამაშა "საუთჰემპტონთან" შეხვედრაში, იგი შეცვლაზე შევიდა მინდორზე.

არადა, მას მერე, რაც მისი ტრანსფერი არ შედგა და "ვესტ ბრომვიჩის" უფროსობამ საიდო არ გაუშვა, გულდაწყვეტილმა თავდამსხმელმა "ტვიტერზე" დაწერა "არასოდეს აღარ ვითამაშებო". იგი პირადად კლუბის მმართველს ჯერემი პისს მიმართავდა. ამის გამო, გუნდის სხვა ფეხბურთელებს ბერაჰინო მასხრად აუგდიათ.

კაპიტანი დარენ ფლეტჩერი მიიჩნევს, რომ ეს ბერაჰინოზე უკეთ იმოქმედებს, იგი განიტვირთება და ნელ-ნელა უკეთ ათამაშდება, თანაც ეს შემთხვევა გაკვეთილად გამოადგება და მომავალში სანამ რამეს იტყვის ან იზამს, ჯერ დაფიქრდება. თანაც როგორც ჩანს, ვეტერან შოტლანდიელს სოციალური ქსელები არ უყვარს და მათი მომხმარებელი არ არის.

"ბიჭები მას ეხუმრებოდნენ. ზოგჯერ ეს საუკეთესო შესაძლებლობაა დაძაბულობის მოსახსნელად. დარწმუნებული ვარ ამ ხუმრობების მერე, ის ისევ ძველებურად გუნდის ნაწილად გრძნობს თავს.

მისი განცხადება ემოციურობის ბრალი იყო. სულელური საქციელის ჩადენა ყველას შეუძლია და როდესაც "ტვიტერზე" ხარ, იქ იმის გახმოვანების საშუალება გეძლევა, რაც თავში მოგივა. 48 საათი თავი რომ შეეკავებინა და სიჩუმე შეენარჩუნებინა, მერე ამის თქმა აღარც მოუნდებოდა და აღარც იტყოდა" - აღნიშნა ფლეტჩერმა.

მეორე მხრივ, ბერაჰინოსიც გასაგებია, მას წასვლა ძალიან უნდოდა და სერიოზული მსურველიც ჰყავდა "ტოტენჰემის" სახით, მაგრამ "დეზებმა" 4 წინადადებაზე მიიღეს უარი "ვესტ ბრომვიჩისგან", მათ შორის ორი შეთავაზება "ტოტენჰემმა" 1 სექტემბერს გააკეთა, მაგრამ "ალბიონის" მადა ვერ დააკმაყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რჩება თუ მიდის - ვინისიუსმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
ინგლისში ჩემპიონთა ლიგის ყველაზე მეტი გამარჯვებული "სტოკს" ჰყავს
"ვალენსიას" სათავეში ინგლისური გუნდის მწვრთნელი ჩაუდგება
"ᓛᓐᓜᓩᓔᓡᓢᓔᓠ ᓘᓣᓜᓐᓘᓢᓔᓓᓘᓡ" ᓙᓐᓞᓘᓢᓐᓜᓘ ᓣᓔᓘᓜ ᓠᓣᓜᓘᓐ, ᓕᓘᓪᓔ-ᓙᓐᓞᓘᓢᓐᓜᓘ ᓓᓐᓠᓔᓜ ᓤᓚᓔᓢᓩᓔᓠᓘ
"ჩელსის" ყოფილი ფეხბურთელი ნარკოტიკების შეძენის ბრალდებით დააკავეს
პრემიერლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: ინგლისში ძალიან არ გაგიჟდნენ
საიდო ბერაჰინო: "ვესტ ბრომვიჩში" აღარ ვითამაშებ!
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" წმენდას შეუდგა
რონალდო მანჩესტერში ჩაფრინდა - მას 7 ნომერი კავანიმ დაუთმო
ფლეტჩერი: მესი ისე თამაშობს, თითქოს მესის და ინიესტას ჰიბრიდი იყოს
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
ჟოზე და ავტორიტეტები - პრემიერლიგის VI ტურის საინტერესო ფაქტები და სტატისტიკა
ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 3:0 - რა მოხდა "თითქმის ამხანაგურ" მატჩში [VIDEO]
"უოტფორდი" ფრეს დასჯერდა - ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი ცნობილია
"უოტფორდის" გამარჯვება და ჩაკვეტაძის მაღალი შეფასებები [VIDEO]
U21. ევროპის ჩემპიონატი: ინგლისი ევროს ჰარი კეინით შეუტევს
"ლივერპულის" სამწვრთნელო შტაბის წევრმა შესაძლოა, ინგლისური გუნდი ჩაიბაროს
"ვესტ ბრომვიჩი": ტონი პულისის გასაჭირი
"მანჩესტერ იუნაიტედი"დარენ ფლეტჩერს უფასოდ უშვებს