რა შეცვალა დალგლიშმა ასე მალე ლივერპულში?

რა სიტყვების გაგონება სძულთ ლივერპულში ყველაზე მეტად? „მანჩესტერ იუნაიტედის“! მერსისაიდელთა ახალი მწვრთნელი, ლეგენდარული კენი დალგლიში კი დამდგარა და საოცარი დაჟინებით სწორედ ამ ორ სიტყვას იმეორებს ყველაზე ხშირად. ამბობენ, „კოპის მეფე კენი“ ასე ამთლიანებს კლუბს, რომელიც ბოლო პერიოდში ჭორების, კინკლაობის თუ გულშემატკივართა უნდობლობის გამო ერთსულოვნებით ვერ გამოირჩეოდა. იმასაც ამბობენ, რომ დალგლიშმა ამ ყველაფერს ერთ თვეში მოაბა თავი და თან ისე, რომ რადიკალური ნაბიჯი არ გადაუდგამს. არც ტაქტიკა შეუცვლია მაინცდამაინც. ერთადერთი, რაც მან გააკეთა „ენფილდ როუდის“ სიდიადის ხაზგასმა გახლდათ. ამას ის, ალბათ, მომავალშიც ბევრჯერ გაიმეორებს.

კენი დალგლიშის ლოზუნგი ასეთია: ჩვენ ვართ დიადი კლუბი, რომელსაც დიადი იდეისთვის შეუძლია ბრძოლა. ჩვენ შეგვიძლია ყველაზე მაღლა დავდგეთ! „ლივერპული“ უნდა იქცეს გუნდად, რომლის ფეხბურთელებიც ერთად იბრძვიან, ერთად იმარჯვებენ, ერთად მარცხდებიან და მოედანსა თუ მის გარეთ ერთი იდეით არიან შეპყრობილნი. დღეს უკვე ცნობილია, რომ დალგლიშის წინამორბედი როი ჰოჯსონი ასეთი კომუნის, სამეგობროს შექმნას არ ცდილობდა. მეტიც, ის „წითლების“ თავგადაკლულ ფანებს ახლოს არ იკარებდა, მათთან დისტანცია ეჭირა. შედეგიც მალე მიიღო: ერთსულოვნება არც გასახდელში ჰქონდა და ვეღარც ტრიბუნები უჭერდნენ მხარს ძველებურად. წააგო კიდეც შინ „ვულვერჰემპტონთან“ და „ბლექპულთან“. მერსისპირელებს არ სტოვებდათ შეგრძნება, რომ „კეთილი ბებერი როი“ მათი გარემოს ნაწილად ვერ იქცა და ვერც მიხვდა რა იყო „ენფილდ როუდზე“ მთავარი. მან წაგება რაფა ბენიტესისგან მემკვიდრეობით მიიღო, მაგრამ თავისი საქციელით ისე გამოიყვანა, რომ ყველაფერში თავად იყო დამნაშავე. და კიდევ ერთი, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჰოჯსონს არც გაუმართლა - მას ჰიკსისა და ჯილეტის რეჟიმის დასასრულის და კლუბის მეპატრონედ ჰენრის მოსვლის რევოლუციურ პერიოდში მოუხდა საქმის კეთება, ხოლო როდესაც ქვემეხები ქუხს, მუზები, მოგეხსენებათ, დუმან.

მაგრამ, აი, შეცვალეს „ფულჰემის“ ყოფილი თავკაცი დიდი ლივერპულელით და „ენფილდზე“ ყველაფერი გადასხვაფერდა. დამტკიცება გნებავთ? შორს ნუ წავალთ: შაბათს „ლივერპულმა“ ვულვერჰემპტონში 3:0 მოიგო და ფერნანდო ტორესიც ძველებურად ათამაშდა. რაც ეს სეზონი დაიწყო ფერნანდო ტორესი საკუთარი თავის ჩრდილსღა ჰგავდა, მაგრამ „ვულვზთან“ ის უკვე სხვა იყო. ესპანელს ძველებურად სწამდა საკუთარი თავის, თუმცა ეს ჯერ რა არის, ყველაფერი წინ გველისო, გვარწმუნებს დალგლიში.

რასაკვირველია, ერთი გამარჯვება ჯერ არაფერს ნიშნავს, მაგრამ ინგლისელი ჟურნალისტების აზრით ამ გამარჯვებამ ბევრი რამ მაინც სხვანაირად გამოაჩინა. აშკარად გამოჩნდა, რომ „ვულვზთან“ შეხვედრაში „ლივერპულის“ ფეხბურთელები საკუთარ თამაშზე პასუხისმგებლობას გრძნობდნენ. ბოლო ორი თამაშია, თითქოს თავიდან დაიბადა რაულ მეირელეში, რომლის ყურებაც „ენფილდზე“ მაინცდამაინც არ უხაროდათ, მაგრამ ახლა, ერთი სული აქვთ, როდის ნახავენ სტივენ ჯერარდთან წყვილში. ოთხშაბათს, შინ „ფულჰემთან“ შეხვედრისგან მერსისაიდელები ახლა სანახაობასა და სიხარულს ელიან.

საბოლოოდ კი ინგლისელ მიმომხილველთა დასკვნა ასეთია:

განლაგება

აშკარაა, რომ როი ჰოჯსონის ტაქტიკა და განლაგება სულაც არ იყო მცდარი, მის გუნდს, უბრალოდ, შთაგონება და აღტაცება აკლდა. დალგლიშს ტაქტიკასა და მოთამაშეთა ფუნქციებში ბევრი არაფერი შეუცვლია, მან ფეხბურთელებს გუნება გამოუკეთა. მან ბიჭებს შეახსენა ვინ არიან და სად თამაშობენ.

შემადგენლობა

მწვრთნელი ნაკლებად ენდობა პოლ კონჩესკის, სოტირიოს კირიაკოსსა და დავიდ ნგოგს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინამორბედის ჯინი სჭირს, რადგან ჰოჯსონის შეძენილ მეირელეშსა და კრისტიან პოულსენს პირიქით, რეგულარულად ათამაშებს. ეს წყვილი ჰოჯსონის ხელში კარგად ვერ თამაშობდა, ახლა კი დიდებულია.

აურა

ჰოჯსონი მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულგატეხილ და თავჩაქინდრულ ფიგურად გვევლინებოდა, დალგლიში კი მოედნის კიდესთან რთულ ეპიზოდებშიც კი თვითმპყრობელივით დგას და გამარჯვებულის აურას ასხივებს. მას აშკარად უყვარს რასაც აკეთებს და თავისი ბიჭების გოლებს ბავშვური გულწრფელობით ზეიმობს.

სტილი

ჰოჯსონი ფეხბურთელებს ზუსტად ეუბნებოდა როდის, სად და როგორ უნდა ეთამაშათ, დალგლიში კი მეტ სილაღეს აძლევს. ის მათ ერთსულოვნად შეტევისა და თავდაცვისკენ მოუწოდებს და ბიჭებიც უკეთესად თამაშობენ: მეტ ორთაბრძოლას იგებენ, მეტ სწორ პასს აწვდიან ერთმანეთს და ასე შემდეგ.

დაცვა

ჰოჯსონის ხელში „ლივერპული“ დაცვაში უხეშად ცდებოდა და ამის საწინააღმდეგო ხერხიც ვერა და ვერ გამოიძებნა. დალგლიშმა საკითხი „მარტივად“ მოაგვარა: თქვა, რომ „ლივერპულში“ ყველა ერთმანეთის მხარდამხარ დგას და... ბოლო შეხვედრებში ფერნანდო ტორესიც კი იყურება დაცვისკენ.

ნახევარდაცვა

ნახევარდაცვაში მთავარი აღმოჩენა რაულ მეირელეშია, რომელშიც ჰოჯსონმა 11,5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, მაგრამ მას პრემიერლიგასთან შესაგუებლად დრო დასჭირდა და... ბედის ირონიით მაინცდამაინც დალგლიშის ხელში ათამაშდა.

თავდასხმა

„ლივერპულის“ თავდასხმა ძირითადად ტორესია. ჰოჯსონს არც მასთან დაკავშირებით გაუმართლა: ესპანელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ტრავმას იშუშებდა. ახლა, მეირელეშის დიდი მხარდაჭერით „ელ ნინიომ“ სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. ჰოჯსონიცა და დაგლიშიც ტორესს წინ წაწეულ, ფაქტობრივად ერთადერთ თავდამსხმელად მოიაზრებენ, ოღონდ, ჰოჯსონის ხელში ის არ ვარგოდა და... ვინ იცის „კეთილი ბებერი როი“ ნაწყენიც იყოს...

[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა