იზაბელა ლუკომსკაია-პიჟალსკაია პოლონეთის ქვედადივიზიონის გუნდ ”ვარტას” აღორძინებას გეგმავს

იზაბელა ლუკომსკაია-პიჟალსკაია, ყოფილი მოდელი, რომელიც ჟურნალებისთვის, ”პლეიბოისა” და CKM-ისთვის იღებდა ფოტოებს, პოლონეთის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბის, "ვარტას" დირექტორი გახდა. ლუკომსკაია-პიჟალსკაიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რა ცვლილებებს გამოიწვევს გუნდში მისი მოსვლა.

33 წლის ახალგამოჩეკილი ხელმძღვანელის თქმით, უახლოეს მომავალში ის და მისი კოლეგები ძალისხმევას არ დაიშურებენ იმისთვის, რათა "ვარტა" ინვესტორებისთვის მიმზიდველ გუნდად აქციონ. საამისოდ გადადგმულ ნაბიჯებს შორის ლუკომსკაია-პიჟალსკაიამ გუნდის საგაზაფხულო თამაშებზე თავისუფალი დასწრება, ფეხბურთის გულშემატკივრების უფასო სუვენირებით და კლუბის სიმბოლიკით, სასმელებითა და სასუსნავებით მოზიდვა გამოჰყო.

ყოფილი მოდელი ჯერჯერობით გუნდის დახმარებას წვრილმანი პრობლემების გადაჭრით აპირებს. დირექტორმა მოთამაშეების კომფორტსა და ჰიგიენაზე იზრუნა და "ვარტასთვის" სარეცხი მანქანა და ფორმის საშრობი შეიძინა. ამას გარდა, ლუკომსკაია-პიჟალსკაიამ ფეხბურთელების ვალების გადახდა დაიწყო.

მან ხაზი გაუსვა, იმას, რომ "ვარტას" აღორძინებას აპირებს და სურს, რომ კლუბმა 100 წლის იუბილე 2012 წელს ღირსეულად აღნიშნოს. "არ მინდა, რომ პოზნანის უძველესმა კლუბმა არსებობა შეწყვიტოს. უპირველესად იმის გამო, რომ იმ 300 ბიჭის ბედი მაწუხებს, რომლებიც "ვარტაში" ვარჯიშობენ და ფეხბურთელობაზე ოცნებობენ", - განაცხადა "ვარტას" დირექტორმა.

ყოფილმა მოდელმა აღიარა, რომ ფეხბურთის წესები არ ესმის, თუმცა ამ ამბავს თავისი ახალი სამუშაოსთვის ნაკლად არ მიიჩნევს.

პოზნანის საფეხბურთო კლუბი "ვარტა" 1912 წელს დაარსდა. გუნდი ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, ხუთჯერ მოიპოვა ვიცეჩემპიონის ტიტული და შვიდჯერ პოლონეთის პირველობის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს კლუბს საქმეები არცთუ კარგად მისდის: პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონში, პირველ ლიგაში 18 კლუბს შორის 16-ე ადგილზეა.

მომზადებულია Gwizdek24.pl-ის მიხედვით

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის