გავიცნოთ მარტინ ედეგორის თაობა
ეჭვგარეშეა, ჩვენი დღევანდელი წერილი მკითხველს დააინტერესებს. დღეს უნდა დავწეროთ იმ ბიჭებზე, ჯერაც უწვერულნი რომ არიან, მაგრამ დრო სწრაფად გარბის - წესით, მალე ისინი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებად უნდა იქცნენ.

ვინ არიან დღეს პლანეტის უნიჭიერესი თინეიჯერები? ჩვენი წერილი ამ საინტერესო თემას ეძღვნება...

ოდსონ ედუარი

პოზიცია: თავდამსხმელი

ქვეყანა: საფრანგეთი

კლუბი: პსჟ

დაბადების თარიღი: 1998 წლის 16 იანვარი

წარმოშობით გვინეელი ფორვარდი "სენ-ჟერმენში" 4 წლის წინ მოხვდა. გასულ სეზონში უნიჭიერესმა შემტევმა ფრანგული გრანდის იუნიორთა გუნდში 30 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა. ის მთავარი ვარსკვლავი იყო მაისში, ბულგარეთში გამართულ ევროპირველობაზე 17-წლამდელთა შორის. მან ფინალში ჰეთ თრიკი შეუსრულა გერმანიას. 8 გოლი ხუთ შეხვედრაში - ედუარი წარმომადგენლობითი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ფელიქს პასლაკი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: გერმანია

კლუბი: დორტმუნდი

დაბადების თარიღი: 1998 წლის 29 მაისი

ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში აალაპარაკა მთელი გერმანია. არის გერმანიის 17-წლამდელთა და "დორტმუნდის" ამავე ასაკის გუნდის კაპიტანი. სწორედ მან გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, მერე კი დუბლი შეუსრულა ჩეხებს. არის უნივერსალი.

კრისტიან ბელიკი

პოზიცია: საყრდენი ნახევარმცველი

ქვეყანა: პოლონეთი

კლუბი: არსენალი

დაბადების თარიღი: 1998 წლის 4 იანვარი

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ბელიკმა უკვე მოასწრო თამაში პოლონეთის უმაღლეს ლიგაში ამ ქვეყნის გრანდის, "ლეგიას" შემადგენლობაში. სულ მალე 2,7 მილიონ გირვანქად ის ლონდონის "არსენალმა" იყიდა. არის ტექნიკური და სწრაფი. შეუძლია თამაში ცენტრალურ მცველადაც. ერთი ხანობა, მას ინდივიდუალურად ავაჯიშებდა "არსენალის" ყოფილი ვარსკვლავი რობერ პირესი.

ისმაილ აზაუი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: ბელგია

კლუბი: ვოლფსბურგი

დაბადების თარიღი: 1998 წლის 6 იანვარი

კევინ დე ბრუინის გაყიდვიდან რამდენიმე საათში "ვოლფსბურგმა" გუნდში ბელგიელების რაოდენობა აღადგინა - "ტოტენჰემიდან" აზაუი იყიდა. აზაუი დიდებული იყო 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე. ბელგიის ნაკრებმა სულ 6 გოლი გაიტანა და აქედან 3 ისმაილის ანგარიშზეა. აქვს დიდებული დრიბლინგი და დაყენებული დატყმა.

ნიკოლა ვლაშიჩი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: ხორვატია

კლუბი: ჰაიდუკი

დაბადების თარიღი: 1997 წლის 4 ოქტომბერი

მისი უფროსი ძმა, ბრანკი ვლაშიჩი ცნობილი მხტომელია. მამამისი, იოშო ვლაშიჩი კი ხორვატიაში მძლეოსნობის საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. 12 წლისა გადავიდა "ჰაიდუკში" და უკვე მოასწრო თავის გამოჩენა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. "ტოტენჰემმა" ხორვატულ კლუბს 3 მილიონი შესთავაზა ვლაშიჩის სანაცვლოდ, თუმცა ხორვატები ვუნდერკინდს არ შეელივნენ.

ჰაშიმ მასტური

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: მაროკო

კლუბი: მალაგა

დაბადების თარიღი: 1998 წლის 15 ივნისი

რეჯო ემილიაში დაბადებულ მაროკოელს იტალიური კანონების მიხედვით აპენინების დატოვების უფლება 14 წლამდე არ ჰქონდა. ის "ინტერის" იუნიორთა გუნდში ბრწყინავდა. ბოლოს ფეხბურთელის აგენტი "მილანმა" მოთაფლა, გადაიხადა რა მილიონ ევროზე ოდნავ ნაკლები. მას უკვე ჰქონდა დებიუტი "როსონერის" ძირითად შემადგენლობაში. აქვს არნახული დრიბლინგი. დებიუტი ჰქონდა მაროკოს ნაკრებშიც. აგვისტოში ორწლიანი იჯარით წავიდა "მალაგაში".

ლინკოლნი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: ბრაზილია

კლუბი: გრემიო

დაბადების თარიღი: 1998 წლის 7 ნოემბერი

მარტში ბრაზილიის ნაკრებმა პარაგვაიში გამართული სამხრეთამერიკის იუნიორთა ჩემპიონატი მოიგო. ლინკოლნმა იქ ორი გოლი შეაგდო და არაერთი საგოლე პასი უბოძა პარტნიორებს. აქვს უძლიერესი დარტყმა და ჯადოსნური მარცხენა. მისი გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.

მარტინ ედეგორი

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: ნორვეგია

კლუბი: რეალი

დაბადების თარიღი: 1998 წლის 17 დეკემბერი

ედეგორი ერთი წლის წინ ყველა გრანდს სურდა, მაგრამ მან "რეალი" აირჩია. ის 105 ათას ევროს იღებს კვირაში. ედეგორი რონალდოსთან და ბეილთან ერთად ვარჯიშობს, მაგრამ მხოლოდ მეორე გუნდში თამაშობს. გასული სეზონის ბოლო ტურში "ხეტაფესთან" შეხვედრაში კრიშტიანო რონალდო შეცვალა და გახდა "სამეფო კლუბის" ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ოდესმე მინდორზე გასულა.

ნიკოლას დელგადილიო

პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი

ქვეყანა: არგენტინა

კლუბი: ველეს სარსფილდი

დაბადების თარიღი: 1997 წლის 2 ოქტომბერი

არგენტინული სეზონის აღმოჩენა. "ველესის" მარცხენაფლანგელმა მაისის შუაში ზედიზედ სამ თამაშში გააკეთა საგოლე პასები. ნიკოლასი არ უფრთხის ორთაბრძოლებს და ამავე დროს, ძალიან ტექნიკურიცაა. მან უკვე მოასწრო თავის გამოჩენა არგენტინის ჩემპიონატში.

ლუკა იოვიჩი

პოზიცია: ფორვარდი

ქვეყანა: სერბეთი

კლუბი: ცრვენა ზვეზდა

დაბადების თარიღი: 1997 წლის 23 დეკემბერი

უდიდესი ტალანტი, მისთვის დიდი ხანი იბრძოდნენ "პარტიზანი" და "ცრვენა ზვეზდა". "პარტიზანმა" ლუკას მამას 200 დოლარიც კი შესთავაზა თვეში ჰონორარად, თუ ბიჭი მათთან გადავიდოდა. იოვიჩმა "ცრვენა" აირჩია და გახდა კლუბის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი.

მან დაამხო რეკორდი, რომელიც 20 წლის წინ დეიან სტანკოვიჩმა დაამყარა. ის 16 წლის და 5 თვის იყო, როცა "ვოევოდინასთან" მატჩში შეცვლაზე შევიდა. ორ წუთში მან გოლი შეაგდო. ახალ სეზონში 4 ტურში სამჯერ აიღო მოწინააღმდეგეთა კარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gio
არაბიძე შეიძლება ბევრსაც ჯობდეს აქედან. ურიგო არ იქნებოდა, ისიც შეგეყვანათ ამ სიაში
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
იოვიჩი სავარაუდოდ, "მილანიდან" წავა - სერბის ტრანსფერი ზამთარშია მოსალოდნელი
ბრაზილია. სერია A. X ტური: ახალი ცოცხი კარგად გვის
გიბრალტარელმა პოლიციელმა "სელტიკთან" მატჩში სენსაცია მოახდინა [VIDEO]
მბაპეს ტრანსფერის გამო "რეალი" 4 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს
"რეალის" თავდამსხმელი ზაფხულში გუნდს გამოიცვლის
ინგლისის მეორე ლიგის მატჩისას მოედანზე ვერტმფრენი დაეშვა და თამაში შეწყდა
მადრიდის "რეალის" ფორვარდი სერია A-ში ითამაშებს
ლუკას იტალიაში უხმობენ - "რეალი" იოვიჩს სერია A-ში გაანათხოვრებს
სომხეთის, გიბრალტარისა და ესტონეთის წარმომადგენლები პირველად გავიდნენ ევროტურნირებზე
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
ედეგორი ნორვეგიის 17-გზის ჩემპიონზე დაქორწინდა
"არსენალი" ედეგორს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს
"რეალი" "არსენალიდან" თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
"რუბინის" ნაცვლად "კრისტალ პალასში" და დუბლი "ტოტენჰემთან" - ედუარის წარმატებული დებიუტი
ზუგდიდი-უნივერსიტატია 0:1 - გიორგი დარასელია ბრაზილიელს აკვირდება
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
მსოფლიოს ყველაზე დიდი ტალანტი ჰაშიმ მასტურია [VIDEO]
"ᓛᕘᓚᓐᓜᓨᓘ" ᓛᓡᓝᓤᓚᓘᓝᓡ ᓐᓛᓝᓛᓐᓕᓐᓚᕘ ᓕᓐᕠᓡᓙᓕᓚᓐᓕᓘᓡ - 15 ᓬᓚᓘᓡ ᓰᓐᕨᓘᓛ ᓛᓐᓡᓢᓣᓠᓘᓡ ᓓᓔᓑᓘᓣᓢᓡ ᓔᓚᓘᓐᓜ
მოდრიჩს "რეალში" თავის ნაცვლად თანამემამულის მიყვანა უნდა
"რეალი" ტალანტებზე ნადირობას აგრძელებს - რიგში "მილანის" 16 წლის ვუნდერკინდია
ედეგორმა "არსენალში" მედშემოწმება გაიარა
ედეგორი მინიმუმ დეკემბრამდე ვერ ითამაშებს