საინტერესო თამაში ამ ტურნირზეც ბევრი იქნება
მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენაა მიმართული, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირიც - დღეს სტარტს აიღებს ევროპალიგის 2015/16 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი.

ეს ამ ტურნირის 45-ე სტარტია, ოღონდ, მხოლოდ მე-7, რაც ევროპა ლიგად მოინათლა და უეფას თასის გათამაშება ჩაანაცვლა. მოქმედი ჩემპიონი "სევილია" ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, თუმცა ტიტულის დაცვა თეორიულად ესპანურ გუნდს მაინც შეუძლია, თუკი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ადგილს დაიკავებს, ანდალუსიური კლუბი ევროპალიგაზე გადმოერთვება. ტურნირის ფინალი 18 მაისს ბაზელის "სანტ იაკობზეა".

ფორმატი და დებიუტანტები

ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 კლუბი 12 ქვეჯგუფშია, ორ-ორი საუკეთესო პლეი ოფში გადის. ამ 24 გუნდს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან (მესამეადგილოსნები) 8 შეუერთდება და ათვლა 1/16 ფინალიდან იწყება.

ჯგუფურ ეტაპზე 48 კლუბი 24 ქვეყნის წარმომადგენელია. "აუგსბურგი", "ბელენენსეში", "გაბალა", "გრონინგენი", "მიდტიულანდი", "მონაკო", "სიონი" და "სკენდერბეუ" ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის დებიუტანტები არიან ("მონაკოს" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე უთამაშია). "სკენდერბეუ" განსაკუთრებული დებიუტანტია - ის პირველი ალბანური კლუბია ევროთასების ჯგუფური ეტაპების ისტორიაში.

უეფას ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ამ კლუბებში გელზენკირხენის "შალკეს" აქვს - 111,8 ქულა. შემდეგ მოდიან: "დორტმუნდი", "ბაზელი", "ნაპოლი" და "ტოტენჰემი". ყველაზე დაბალი კოეფიციენტი კი აზერბაიჯანულ "გაბალას" აქვს, რომლის ორი წარმომადგენელი პირველად არის ჯგუფურ ტურნირზე.

ქართველები

ბუნებრივია, ქართული კლუბი არც ამ ტურნირზეა, ახლა ჩვენი საკლუბო ფეხბურთი სავალალო მდგომარეობაშია. მხოლოდ ერთხელ იყო "დინამო" ჯგუფურ ეტაპზე (უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე), ეს იყო და ეს...

48 კლუბის განაცხადში მხოლოდ ერთი ქართველი ლეგიონერია. ჩემპიონთა ლიგის კლუბების ჩათვლით, სულ 80 გუნდი თამაშობს და ამ 80 გუნდში მხოლოდ ერთია ქართველი! არადა, 100-ზე მეტი ლეგიონერი გვყავს, მაგრამ, როგორც ამ ფაქტიდანაც მტკიცდება, ისინი ძირითადად, სუსტ, მეორეხარისხოვან გუნდებში თამაშობენ.

ყაზანის "რუბინის" ღირსებას იცავს საბა კვირკველია. 23 წლის მცველი უკვე რუსული კლუბის დაცვის ლიდერია და მასზე დიდ იმედებს საქართველოს ნაკრებშიც ვამყარებთ. "რუბინი", "ლივერპულთან", "ბორდოსთან" და "სიონთან" ერთად არის ჯგუფში და ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრა გაუჭირდება. დღეს ქართველის გუნდი "სიონს" შვეიცარიაში სტუმრობს.

48 კლუბიდან ერთ-ერთს ქართველი წვრთნის - კვიპროსულ აპოელ-ს თემურ ქეცბაია თავკაცობს. საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ახალი დანიშნულია გუნდში, მისი ხელმძღვანელობით აპოელ-მა ჯერ მხოლოდ ორი მატჩი გამართა.

დღეს ნიქოზია ევროპალიგის ერთ-ერთ ფავორიტს, გერმანულ "შალკეს" მასპინძლობს. ქეცბაიას რამდენიმე საკადრო პრობლემა აწუხებს, თუმცა "შალკესთან" თამაშის წინ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი. კუნძულზე ანშლაგს ელიან...

რას ვუყუროთ, ვის ვუყუროთ

საინტერესო უნდა იყოს მატჩი "ამსტერდამ არენაზე", სადაც "აიაქსი" გლაზგოს "სელტიკს" მასპინძლობს. ორივე გუნდს ხელი მოეცარა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხვდა. საოცარ ფორმაში მყოფი "დორტმუნდი" რუსულ "კრასნოდარს" მასპინძლობს. შარშანდელი ტურნირის ფინალისტი "დნიპრო" "ლაციოს" ხვდება.

არც "ბორდო"-"ლივერპულის" დაპირისპირება იქნება უინტერესო. "ფიორენტინას" მწვრთნელი პაულო სოუზა ყოფილ გუნდ "ბაზელს" დაუპირისპირდება... მოკლედ, საინტერესო თამაშების გამორჩევა რანგით მეორე ტურნირშიც შესაძლებელია.

ვის ვუყუროთ, რომელი ფეხბურთელები გახდებიან ტურნირის მთავარი ვარსკვლავები, რომელთაგანაც ამას ჯერ ნაკლებად ელიან? რამდენიმეს ასეთს ჩამოვთვლით: მიში ბატშუაი (მარსელი), ფერნანდო კავენაგი (აპოელ), საბინ მერინო (ბილბაო), ბირკირ ბიარნასონი (ბაზელი), სედრიკ ბაკამბუ (ვილიარეალი), მირკო ვალდიფიორი (ნაპოლი), რეინალდო (ყარაბაღი), დანიელ ბაიერი (აუგსბურგი), ფელიპე ანდერსონი (ლაციო), დავიდ პაველკა (ლიბერეცი), ნირ ბიტონი (სელტიკი)...

17 სექტემბერი

A ჯგუფი

ფენერბაჰჩე (თურ)-მიოლდე (ნორ) 21:00

აიაქსი (ჰოლ)-სელტიკი (შოტ) 21:00

B ჯგუფი

ბორდო (საფ)-ლივერპული (ინგ) 21:00

სიონი (შვე)-რუბინი (რუს) 21:00

C ჯგუფი

გაბალა (აზე)-პაოკ (საბ) 21:00

დორტმუნდი (გერ)-კრასნოდარი (რუს) 21:00

D ჯგუფი

მიდტიულანდი (დან)-ლეგია (პოლ) 21:00

ნაპოლი (იტა)-ბრიუგე (ბელ) 21:00

E ჯგუფი

რაპიდი (ავს)-ვილიარეალი (ესპ) 21:00

პლზენი (ჩეხ)-დინამო მნ. (ბელ) 21:00

F ჯგუფი

ლიბერეცი (ჩეხ)-ბრაგა (პორ) 21:00

გრონინგენი (ჰოლ)-მარსელი (საფ) 21:00

G ჯგუფი

დნიპრო (უკრ)-ლაციო (იტა) 23:05

სტ. ეტიენი (საფ)-როსენბორგი (ნორ) 23:05

H ჯგუფი

სპორტინგი (პორ)-ლოკომოტივი (რუს) 23:05

სკენდერბეუ (ალბ)-ბეშიქთაში (თურ) 23:05

I ჯგუფი

ფიორენტინა (იტა)-ბაზელი (შვე) 23:05

ლეხი (პოლ)-ბელენენსეში (პორ) 23:05

J ჯგუფი

ანდერლეხტი (ბელ)-მონაკო (საფ) 23:05

ტოტენჰემი (ინგ)-ყარაბაღი (აზე) 23:05

K ჯგუფი

აპოელ (კვი)-შალკე (გერ) 23:05

ასტერასი (საბ)-სპარტა (ჩეხ) 23:05

L ჯგუფი

პარტიზანი (სერ)-ალკმაარი (ჰოლ) 23:05

ბილბაო (ესპ)-აუგსბურგი (გერ) 23:05

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მარსელთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
ოფიციალურად - ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელია ისევ შეცვალეს - პსჟ-მ "მარსელს" მოუგო
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
რას ნიშნავს ეს? - "ვილიარეალში" უკვე მიქაუტაძის შესაძლო შემცვლელი შეარჩიეს
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
გულიაშვილის გუნდმა "ატლეტიკის" მეკარე დაიმატა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
ბრენდან როჯერსის სახლი მაშინ გაქურდეს, როდესაც შინ მისი მეუღლე და ქალიშვილი იყვნენ
ლიბერიის პრეზიდენტის შვილი პსჟ-დან "სელტიკში" გადავა
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"ბარსელონა" 15 მილიონად მსოფლიო ჩემპიონის შეძენას აპირებს
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"სელტიკისთვის" ლევან შენგელია იდეალური ვარიანტი იქნება - გლაზგოურ გრანდს ქართველი შემტევის დამატება ურჩიეს
[VIDEO] ბუნტი მადრიდში - წიტაიშვილის "რაიო ვალეკანოს" მატჩი "ატლეტიკთან" ჩაიშალა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ლუის ენრიკე: ბარკოლას წასვლა ყველასთვის მომგებიანია
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
მაკგრეგორი საფეხბურთო კლუბის ყიდვას გეგმავს - კონორს ორი გუნდი მოსწონს
"მონაკოსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ სახლში "მონაკოსთან" მარცხი განიცადა და მხოლოდ 2 ქულის ამარაა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მონაკოსთან" მატჩში?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
კიტეიშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" "შტურმს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა