ესპანეთის ნაკრებმა ევრობასკეტის ნახევარფინალში მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა
ევროპის ჩემპიონატის წინ საქართველოს ნაკრები ფრანგებს დაუპირისპირდა. იმ მატჩში დავინახეთ, რომ ფრანგები ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები იყვნენ, ყოველმხრივ გამართული გუნდი ჰყავდათ. თუმცა, როცა საქმე ნახევარფინალს ეხება, იქ ერთმანეთზე უკეთესი გუნდები ხვდებიან და ნამდვილად რთულია გამარჯვებულის ვინაობის გამოცნობა.

ასე იყო ესპანეთი-საფრანგეთის მატჩისას - ლურჯები მთელი შეხვედრის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდნენ, მაგრამ ესპანეთს ხომ პაუ გასოლი ჰყავს, რომელსაც შეუძლია უიმედო სიტუაციაში გუნდის დახმარება, ქულის ქულაზე მითვლა და... მოკლედ, პაუმ თანაგუნდელები თამაშში დააბრუნა, ხოლო ძირითადი დროის დასრულებამდე 16 წამით ადრე როდრიგესმა ორქულიანით ესპანეთი სამი ქულით დააწინაურა - 66:63.

ფრანგმა ბატუმმა ორიოდე წამში რთული სამქულიანით ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში პაუ გასოლმა შეტევა უშედეგოდ დაასრულა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა.

დამატებით დროში საფრანგეთი 75:73 კი დაწინაურდა, მაგრამ მას მერე 7 უპასუხო ქულა ისევ გასოლმა ჩააგდო და ესპანეთი ფინალში გაიყვანა - 80:75.

პირენეელების მეტოქე დღეს, 18 სექტემბერს, სერბეთი-ლიტვის მატჩის შემდეგ გამოვლინდება.

1/2 ფინალი

ესპანეთი-საფრანგეთი 80:75 დ.დ.

17:20, 15:13, 16:23, 18:10, 14:9

ესპანეთი: გასოლი (40+11 მოხსნა), რუდი ფერნანდესი (7+5 მოხსნა), როდრიგესი (15+3 პასი), რიბასი, რეიესი (2+7 მოხსნა), კლავერი (2+6 მოხსნა), ლული (7+5 პასი), მიროტიჩი (7+3 პასი).

საფრანგეთი: ბატუმი (14+7 მოხსნა), ლოვერნი (11), პარკერი (10+6 პასი), ფურნიე (3), პიეტრუსი, დე კოლო (14+3 პასი), დიაო (5+6 მოხსნა+4 პასი), ჟელაბალე (10), გობერი (8+13 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი:

თამაშიდან 26/68 (38%) - 28/73 (38%)

სამქულიანები 4/21 (19%) - 9/21 (42%)

საჯარიმოები: 24/26 (92%) - 10/17 (58%)

იხილეთ ვიდეო

საბერძნეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში მოხვედრას გეგმავდა, მაგრამ მეოთხედფინალში ხელი მოეცარა და ესპანეთთან დამარცხების შემდეგ ერთადერთი მიზანი დარჩა - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპი.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ზონაში მოსახვედრად აუცილებელია საუკეთესო შვიდეულში შესვლა, საამისოდ კი გადათამაშებაში ლატვიის ნაკრები უნდა დაემარცხებინა. აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა, მეტად სიმპათიურმა გუნდმა დიდი ბრძოლა გაუჩაღა ბერძნებს, მაგრამ ბოლოს კლასმა თავისი გაიტანა და ელინებმა 7 ქულის სხვაობით გაიმარჯვეს.

ლატვიელებს კი ჩეხებთან სერიოზული ბრძოლა ელით ევრობასკეტის მეშვიდე ადგილისთვის, რაც ამავდროულად ოლიმპიადის ზონაში მოხვედრას ნიშნავს. მატჩი დღეს, 18 სექტემბერს გაიმართება.

V-VIII ადგილები

საბერძნეთი-ლატვია 97:90

17:24, 20:20, 23:17, 37:29

საბერძნეთი: სპანულისი (16), კალათესი (15), ანტეტოკუნმპო (15+7 მოხსნა), პრინტეზისი (8), კუფოსი (5+7 მოხსნა), ბურუსისი (20), ზისისი (12), სლუკასი (6), კაიმაკოგლუ.

ლატვია: იანიჩენოკსი (22), ბერტანსი (14), ფრეიმანისი (10), ბერზინსი (5), სტრელნიეკსი (2+7 პასი), მეიერსი (14), ტიმა (6), ვეცვაგარსი (2), ბლუმსი (2).

რეალიზაციის პროცენტი:

თამაშიდან 18/39 (46%) - 24/34 (71%)

სამქულიანები 10/21 (48%) - 8/29 (28%)

საჯარიმოები: 31/35 (89%) - 18/23 (78%)

იხილეთ ვიდეო

ჩეხეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მაღალ დონეზე ჩაატარა, მერვედფინალში ხორვატია გააწბილა, თუმცა ეს იყო და ეს - ჩეხებს უფრო მეტის მისაღწევად ძალა არ ეყოთ. მეოთხედფინალში სერბეთთან დათმეს, ხოლო გუშინ გადათამაშებაში იტალიასთან ვერას გახდნენ.

აპენინელებმა ამჯერედაც გამოავლინეს საქულიანების სროლის მაღალი სიზუსტე, 16-დან 8 სამიანი ჩააგდეს და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებაც მოიპოვეს.

რაც შეეხება ჩეხებს, მათ ლატვიასთან რომ მოუწევთ მეშვიდე ადგილისთვის ბრძოლა, უკვე მოგახსენეთ.

ჩეხეთი-იტალია 70:85

21:21, 16:21, 17:32, 16:11

ჩეხეთი: სატორანსკი (12+6 პასი), შილბი (8), პუმპრლა (3), ვესელი (26+12 მოხსნა), ბენდა (2), ჰრუბანი (5), ჰოუსკა (5), ველში (4), ბარტონი (2), აუდა, ჟელინეკი, შირჟინა (3).

იტალია: ბელინელი (12+7 მოხსნა), არადორი (7), ჯენტილე (15), გალინარი (15+8 მოხსნა), ბარნიანი (21), კუზინი (4), მელი (4), ჩინჩარინი (5), ჰაკეტი (2), დელა ვალე, პოლონარა.

რეალიზაციის პროცენტი:

თამაშიდან 22/53 (42%) - 22/42 (52%)

სამქულიანები 5/10 (50%) - 8/16 (50%)

საჯარიმოები: 11/17 (65%) - 17/20 (85%)

იხილეთ ვიდეო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

elguja
დიდებული თამაში იყო! ესპანეთს ვქომაგობდი და გამიმართლა! ვულოცავ!
levan
გასოლ, შე ბებერო
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევრობასკეტი 2017: ყველა მერვედინალისტი ცნობილია
NBA-ის, თითქმის, შემდგარი სუპერგუნდები
"შავი მამბა" კიდევ ერთხელ დააფასეს
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
ვისურვებდი, რომ დღეს კობი და ჯიჯი აქ ყოფილიყვნენ - "ლეიკერსმა" პაუ გასოლის 16-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღო და "მემფისს" სძლია [VIDEO]
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
ვარსკვლავები პაუს კალათბურთიდან წასვლას ემოციურად ეხმაურებიან