ლიტველებმა, რომლებმაც 1/8-ფინალში საქართველო დაამარცხეს, სერბეთთან დრამატულ ნახევარფინალში 3 ქულით გაიმარჯვეს
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობაც ცნობილია. ესპანეთს, რომელმაც ნახევარფინალში გზიდან მასპინძელი საფრანგეთი ჩამოიშორა, ჩემპიონობას ლიტვა შეეცილება. 18 სექტემბერს, ბალტიურმა გუნდმა დაძაბულ ბროლაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სერბეთი 67:64 (22:17, 13:17, 13:9, 19:21) დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

ლიტვა ის გუნდია, რომელმაც პლეი ოფის პირველ, მერვედფინლურ მატჩში საქართველო 4 ქულით - 85:81 დაამარცხა. იმ მატჩს ბალტიელები უმეტესწლად აგებდნენ და რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. იმ გამარჯვების შემდეგ ლიტველებმა კიდევ ორი დაძაბული შეხვედრა გადაიტანეს - იტალიას ოვერტაიმში მოუგეს 95:85 (იხილეთ ვრცლად), ხოლო წუხელ სერბეთთან დრამატულ ნახევარფინალში 3 ქულით გაიმარჯვეს.

ლიტვა მოგებას იმსახურებდა, რადგან ევროპის ერთ-ერთ გრანდ სერბეთს ნიადაგ უგებდა და ისე გამართულად თამაშობდა დაცვა-შეტევაში, ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდს წარმატების შანსი არ მისცემია.

ლიტვაში 15 ქულით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა, თუმცა საუკეთესო შედეგი მინდაუგას კუზმინსკასმა დააფიქსირა - 13 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულით და 9 პასით მანტას კალნიეტისი გამოირჩა.

ამასობაში გაირკვა ის ბოლო გუნდი, რომელმაც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ესაა ჩეხეთი, რომელმაც 97:70 გაანადგურა ლატვია და ევრობასკეტზე მე-7 ადგილი დაიკავა.

ფინალურ მატჩში, რომელიც 20 სექტემბერს გაიმართება, ერთმანეთს ლიტვა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ლიტვა ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია, ესპანეთი კი ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ამერიკელი
კატა რომ თაგვს ეთამაშება - ამას გავს საქართველოსთან მეტოქის თამაშები კალათბურთში და ფეხბურთში. ვერ ვხედავთ და ვაანალიზებთ ამას - ეს ცუდია მაგრამ ტრაბახი და ჭიმვა - მთლად არსახსენებელ მდგომარეობაში გვაყენებს.
გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დეტროიტის" ზღაპარი გრძელდება
ქართული კალათბურთი ხომ იმპულსურია - ინტერვიუ ირაკლი ხოშტარიასთან
უნიკალური ალექსანდრ ჯორჯევიჩი
გიორგი შერმადინი: ლიტვა მხოლოდ ჯგუფის ფავორიტი როდია
დაძაბული დაპირისპირება "მემფისის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
NBA რეგულარული ჩემპიონატი: ვალანჩუნასი - ექვსი კვირა თამაშგარეთ
ალექსანდრ ჯორჯევიჩი: არაერეალურ დადებით ემოციებს განვიცდი
საქართველო საჩუქრის გარეშე დარჩა - ვინ მიიღო ოლიმპიადაზე გასვლის შანსი?
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: მანუჩარ მარკოიშვილი და მაიკლ დიქსონი უნდა შევაჩეროთ
ევრობასკეტი 2013: ხორვატია - პირველად 1995 წლის შემდეგ...
"პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ, როგორ შევქმენით ასეთი სოლიდური ნაკრები"
ზაზა ფაჩულია: მთავარია, ევროპას ჩვენი ხასიათი კიდევ ერთხელ დავანახეთ
გიორგი ცინცაძემ ფრანგულ "გრაველინში" პირველი მატჩი ჩაატარა
მეჯიქ ჯონსონისეული! გიორგი ცინცაძის პასი ევრობასკეტის TOP10-ში მეორეა [VIDEO]
დღის კარიკატურა: ჯერ აღთქმულ მიწაზე, მერე - კონსტანტინოპოლისკენ!
ᓛᓣᓜᓓᓘᓐᓚᓘ 2014: ᓓᓘᓓᓘ ᓓᓐᓠᓢᓧᓛᓐ ᓚᓘᓢᓕᓐᓡ
ლიეტუველის სუპერშეხვედრა და დამარცხებული ვარსკვლავები [VIDEO]