18 სექტემბერს ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა უშბაზე ასვლა განახორციელა
18 სექტემბერს ქართველ ალპინისტთა ჯგუფმა უშბაზე ასვლა განახორციელა.

ზურა კვესტაძემ და ლაშა კვეკვესკირმა უშბის სამხრეთ მწვერვალზე ისტორიაში ყველაზე სწრაფი ასვლა განახორციელეს.

ახალგაზრდა ალპინისტები გაბრიელ ხერგიანის მარშრუტით ავიდნენ უშბაზე.

მწვერვალამდე მისასვლელი 5B სირთულის მარშრუტი ქართველმა ალპინისტებმა 9 საათასა და 56 წუთში დაფარეს და ამით რეკორდი დაამყარეს.

აღსანიშნავია, რომ 14-დან 19 სექტემბრამდე უშბაზე სულ ალპინისტთა სამი ჯგუფი ავიდა.

აღნიშნული პერიოდი გამოსარჩევი იმითაც იყო, რომ უშბაზე პირველად ავიდა აზერბაიჯანელი ალპინისტი ფირუზ დადაშოვი, რომელიც ჯგუფში ირაკლი გუჯაბიძესთან ერთად იმყოფებოდა.

ალპინისტთა მესამე ჯგუფი გიორგი კახაბრიშვილისგან, გიორგი მაკალათიასგან, ბაქარ გელაშვილისგან და ლევან ციბაძისგან შედგებოდა.

უშბას სიმაღლე 4710 მეტრია. უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დუგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა - ჯ. კოკინმა და უ. ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე.

1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით.

ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე.

კლდის ვეფხვი
უშბის დაპყრობის შესახებ ე.ჭელიძეს აქვს ნაშრომი "კაცი ლეგენდა" იქ წერია მურათბი კიბოლანზე დეტალურად, ის უცხოელ მთასვლელებზე ადრე ავიდა და მერე მათთან ერთად იმავე მარშუტით კვლავ დაიპყრო უშბა!
Levan-s
და თქვენი Aზრით რიკმერი და შულცი ლეჩხუმლები არიან თუ Gურულები??
levan
პირველად უშბაზე მურათბი კიბოლანი ავიდა! რიკმერთან და შულცთან ერთად. ამიტომ შეცდომაა როდესაც უცხო ერებს მივაწერთ უშბის დაპყრობას!
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ქართველი ალპინისტების ასვლა ჭაუხში, ჯავახიშვილის მწვერვალზე [VIDEO]
ქართველი ალპინისტები ჭაუხზე ერთ-ერთი ყველაზე რთული მარშრუტით ავიდნენ
ქართველი ალპინისტების ურთულესი ასვლა ზამთრის ჭაოხის ჩრდილოეთ კედელზე
ქართველი ალპინისტები "მკვლელი მთის" დალაშქვრას აპირებენ
ქართველ მთამსვლელთა წარმატებული ასვლები ჰიმალაიზე, ტიანშანსა და კავკასიონზე სამინისტროში შეჯამდა