ფეტელის აზიური ტრიუმფი
სინგაპურში იმ გუნდებს ჰქონდათ წარმატების იმედი, რომლებიც არ იყენებენ "მერსედესის" ძრავებს. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ისევ გამოიყენეს მანქანების კონფიგურაცია მაღალი მოჭიდების ძალით, ხოლო ძრავების სიმძლავრეს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

შესაბამისად, "მერსედესმა" შაბათს წააგო კვალიფიკაცია "ფერარისთან" და "რედ ბულთან". საკვალიფიკაციო რბოლა დიდი უპირატესობით მოიგო სებასტიან ფეტელმა, რითაც შეწყვიტა "ფერარის" სარეკორდო სერია პოულის გარეშე. გერმანელის გვერდით სასტარტო ბილიკის პირველ რიგში დანიელ რიკარდო იყო, მეორე რიგიდან იწყებდნენ რბოლას კიმი რაიკონენი და დანიილ კვიატი. და მხოლოდ მესამე რიგში აღმოჩდნენ ლუის ჰემილტონი და ნიკო როსბერგი. ლუისმა თითქმის წამნახევარი წააგო ფეტელთან!

რბოლის სტარტი მშვიდი აღმოჩნდა: პირველ შვიდეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. პირველი ინციდენტი მე-13 წრეზე მოხდა, როცა პიტ-ლეინიდან გამოსულ ფელიპე მასას ნიკო ჰიულკენბერგი დაეჯახა. გერმანელი მაშინვე გამოეთიშა რბოლას, მასამ კი ბრძოლა გააგრძელა, მაგრამ სულ ცოტა ხნით.

ტრასაზე უსაფრთხოების ვირტუალური მანქანის გამოსვლის შედეგად, კვიატმა ორი პოზიცია წააგო - მას გაუსწრეს "მერსედესის" პილოტებმა. მალე სტიუარდები მიხვდნენ, რომ ტრასაზე ბევრი ნამსხვრევი იყო დარჩენილი და უკვე საქმეში უსაფრთხოების რეალური მანქანა ჩაერთო.

რესტარტმა მშვიდად ჩაიარა და ყველამ შეინარჩუნა საკუთარი პოზიცია. 26-ე წრეზე ჰემილტონის მანქანამ სიმძლავრე დაკარგა და ბრიტანელმა წინ გაუშვა როსბერგი, კვიატი და ბოტასი. ლუისის დაცემა კიდევ რვა წრე გრძელდებოდა, სანამ ჩემპიონატის ლიდერმა საბოლოოდ არ მიატოვა რბოლა. ასევე, 31-ე წრეზე მასამაც გადაწყვიტა ბრძოლის დასრულება გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო. იგივე მიზეზით, ვადაზე ადრე შეწყვიტა გამოსვლა ფერნანდო ალონსომ, არადა, ესპანელი ქულათა ზონაში იმყოფებოდა.

37-ე წრეზე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტრასაზე გასეირნება გადაწყვიტა, რის გამოც მეორედ გამოჩნდა უსაფრთხოების მანქანა. ფეტელი არ უნდა დარჩენილიყო კმაყოფილი მოვლენათა ამგვარი განვითარებით, რადგან მისი ჰანდიკაპი რიკარდოსთან ისევ გაბათილდა.

მეორე რესტარტის შემდეგ, ქულების შანსი დაკარგა ჯენსონ ბატონმა: პასტორ მალდონადოსთან ბრძოლაში, ბრიტანელმა წინა ანტიფრთა დააზიანა და ტოპ-ათეულიდან გავარდა, ფინიშამდე რვა წრით ადრე კი "მაკლარენმა" ბოქსებში დაუძახა ბატონს.

გმირული გარღვევა ჰქონდათ "ტორო როსოს" პილოტებს: პირველი რესტარტის შემდეგ, საინსი და ფერსტაპენი ბოლო ორი ადგილზე იყვნენ, მაგრამ რბოლა ქულათა ზონაში დაასრულეს.

ბოლო ათმა წრემ მშვიდად ჩაიარა და სებასტიან ფეტელმა დამარჯერებლად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. გერმანელმა კარიერაში 42-ე გამარჯვებას მიაღწია და ამით ლეგენდარულ ბრაზილიელს აირტონ სენას გაუსწრო. მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი მესამე ადგილზე გადავიდა ფორმულა 1-ის ისტორიაში საუკეთესო პილოტების სიაში, თან საერთო ჩათვლის ლიდერებთან სხვაობა მნიშვნელოვნად შეამცირა.

რიკარდომ, ყველა მცდელობის მიუხედავად, ფეტელს ბრძოლა ვერ მოახვია თავს, სამაგიეროდ, რაიკონენის შეტევებისგან დაიცვა თავი. ეს პილოტები მიმდინარე სეზონში მეორედ ავიდნენ პოდიუმზე.

ბოლო ორ სეზონში "მერსედესისთვის" ყველაზე რთული რბოლა ნიკო როსბერგის მეოთხე ადგილით დასრულდა. ჩემპიონატის დასრულებამდე ექვსი ეტაპით ადრე, გერმანელმა 41 ქულამდე შეამცირა სხვაობა ლუის ჰემილტონთან. ამასთან, ნიკო მხოლოდ რვა ქულით უსწრებს ფეტელს. ასე რომ, ჩემპიონატის ძალიან დაძაბული ფინალი გველის.

მე-14 ეტაპი - იაპონიის გრან-პრი ერთი კვირის შემდეგ გაიმართება.

მარინა ბეი (60 წრე, 308.828 კმ)

1(1). სებასტიან ფეტელი (ფერარი, გერმანია) 2:01.22,118 (2 პიტსტოპი)

2(2). დანიელ რიკარდო (რედ ბული, ავსტრალია) +1,478 (2)

3(3). კიმი რაიკონენი (ფერარი, ფინეთი) +17,154 (2)

4(6). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +24,720 (2)

5(7). ვალტერი ბოტასი (უილიამსი, ფინეთი) +34,204 (2)

6(4). დანიილ კვიატი (რედ ბული, რუსეთი) +35,508 (2)

7(13). სერხიო პერესი (ფორს ინდია, მექსიკა) +50,836 (2)

8(8). მაქს ფერსტაპენი (ტორო როსო, ჰოლანდია) +51,450 (2)

9(14). კარლოს საინსი (ტორო როსო, ესპანეთი) +52,860 (3)

10(16). ფელიპე ნასრი (ზაუბერი, ბრაზილია) +1.30,045 (2)

11(17). მარკუს ერიქსონი (ზაუბერი, შვედეთი) +1.37,507 (3)

12(18). პასტორ მალდონადო (ლოტუსი, ვენესუელა) +1.37,718 (3)

13(10). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) 1 წრე (3)

14(20). ალექსანდერ როსი (მანორი, აშშ) 2 წრე (2)

15(19). უილ სტივენსი (მანორი, ბრიტანეთი) 2 წრე (2)

16(15). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 7 წრე

17(12). ფერნანდო ალონსო (მაკლარენი, იტალია) 26 წრე

18(5). ლუის ჰემილტონი (მერსედესი, ბრიტანეთი) 27 წრე

19(9). ფელიპე მასა (უილიამსი, ბრაზილია) 29 წრე

20(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 47 წრე

საერთო ჩათვლა

1. ლუის ჰემილტონი - 252 (7 მოგება); 2. ნიკო როსბერგი - 211 (3); 3. სებასტიან ფეტელი - 203 (3); 4. კიმი რაიკონენი - 107; 5. ვალტერი ბოტასი - 101; 6. ფელიპე მასა - 97; 7. დანიელ რიკარდო - 73; 8. დანიილ კვიატი - 66; 9. სერხიო პერესი - 39; 10. რომენ გროსჟანი - 38; 11. მაქს ფერსტაპენი - 30; 11. ნიკო ჰიულკენბერგი - 30; 13. ფელიპე ნასრი - 17; 14. პასტორ მალდონადო - 12; 15. ფერნანდო ალონსო - 11; 15. კარლოს საინსი - 11; 17. მარკუს ერიქსონი - 7; 18. ჯენსონ ბატონი - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 463; 2. ფერარი - 310; 3. უილიამსი - 198; 4. რედ ბული - 139; 5. ფორს ინდია - 69; 6. ლოტუსი - 50; 7. ტორო როსო - 41; 8. ზაუბერი - 26; 9. მაკლარენი - 17.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]