სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა
22 სექტემბერს, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი მსაჯთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ამ პროფესიის საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი შეიკრიბა - ძველებიც და მოქმედნიც.

შეხვედრის შემდეგ ფიფას არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ საინტერესო განცხადება გააკეთა:

"სამ კანდიდატს შორის, ლევან კობიაშვილი პირველია, რომელმაც მსაჯებთან შეხვედრა ისურვა. გვესაუბრა და გაგვაცნო თავისი ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია ამ სფეროს განვითარება. ჩვენ მსაჯობაში არსებულ პრობლემებზე გავამახვილეთ ყურადღება. იმედია, ყველაფერი მოგვარდება", - ამბობს ვადაჭკორია.

კობიაშვილის თქმით, ამ მიმართულებით ბევრი რამის გამოსწორება სურს:

"ვისაუბრეთ, მოვისმინე მსაჯების პრობლემები... ვთქვი, ამ მიმართულებით ჩემს სტრატეგიაში რა მაქვს გათვალისწინებული და საკითხის მოგვარებას როგორ ვხედავ. საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მსაჯების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

მთავარია, პრობლემები ერთიანი ძალისხმევით უნდა მოვაგვაროთ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და შედეგიანი შეხვედრა იყო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
12-წლიანი პაუზის შემდეგ ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩზე იმსაჯებენ
ეროვნული ლიგა. VIII ტური: ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამოსაც" მოუგო
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
როდიდან იქნება ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერი - სფფ განმარტებას აკეთებს
არამარტო კლუბები - ევროტურნირების მატჩებს ქართველი მსაჯები მოემსახურებიან
სიახლე ეროვნულ ლიგაში: ანალიტიკური პლატფორმა კლუბებსა და მსაჯებს
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა