ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნაკრების ყოფილი კაპიტანი: ქველმოქმედი უნდა იყო, ფეხბურთში ფული რომ ჩადო

ნაკრების ყოფილი კაპიტანი: ქველმოქმედი უნდა იყო, ფეხბურთში ფული რომ ჩადო

რატომ დაანება სოსო დევიძემ 24 წლის ასაკში ფეხბურთს თავი
"საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" 20 წელიწადია საქართველოში მოქმედებს და ერთ-ერთი უძლიერესი ჰოლდინგია. მის მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდროსადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, გაზზე მომუშავე გარდაბნის თბოელექტროსადგური. ამას გარდა, "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს" ეკუთვნის ბუნებრივი აირის საცალო და საბითუმო ბაზრებზე გაყიდვების 40% და 60%, თან საქართველოს მასშტაბით 31 გაზგასამართავ სადგურს ("ნეოგაზი") ფლობს...

კაპიტანი

ამ სოლიდური კომპანიის ფინანსური დირექტორის მოადგილე სოსო დევიძე გახლავთ. ის ფეხბურთის გულშემატკივრებს ემახსოვრებათ - საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი. ეს ახალგაზრდა კაცი ვახტანგ კოპალეიშვილის იმ გუნდის კაპიტანი გახლდათ, რომელიც ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა, გზიდან კი ტომაშ როსიცკის, მილან ბაროშისა და ზდენეკ გრიგერას ჩეხეთი ჩამოიშორა.

დევიძე საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც თამაშობდა. იყო თბილისის "მერანი 91-ის" კაპიტანი. მაგრამ 24 წლისამ ფეხბურთს თავი დაანება და ბიზნესში წავიდა...

წლების შემდეგ, სოსო დევიძემ საფეხბურთო თემაზე ინტერვიუ პირველად "ლელოს" მისცა და ვფიქრობთ, დაინტერესდებით, რატომ ჩამოშორდა ნაადრევად ფეხბურთს, ხომ არ ნანობს ამ ნაბიჯს, რა განწყობაა ბიზნესში ქართული ფეხბურთის მიმართ და ასე შემდეგ...

რატომ წავედი?

- თქვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჰოლდინგში საქმიანობთ. დროის გადასახედიდან, რას ფიქრობთ, 24 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო?

- შესაძლოა, დღეს ფეხბურთელს ბევრად მეტი პერსპექტივა ჰქონდეს, ვიდრე ჩვენ დროს იყო. სიმართლე გითხრათ, ის პერიოდი ძალიანაც მენატრება. მაგარი ფეხბურთელების გვერდით ვთამაშობდი, ლამის ყველას ვარსკვლავის პოტენციალი ჰქონდა - ზურაბ ბათიაშვილს, გია ბედიაშვილს, ვალერი აბრამიძეს, ოთარ ხიზანეიშვილს, ზურაბ მენთეშაშვილს, ზურაბ ხიზანიშვილს, ლაშა ნოზაძეს, ოლეგ გველესიანს, დავით დიღმელაშვილს, ლევან კორღალიძეს, ვალერი გაგუას, რეზო გოცირიძეს, ლაშა ჯაკობიას, შალვა აფხაზავას...

მერე "მერანში" ვთამაშობდი. მაგრამ საქართველოს ჩემპიონატში თამაში არ მხიბლავდა. თანაც იმ დროს, ფეხბურთის დონე ყოველწლიურად ეცემოდა, წინსვლასაც ვერ ვგრძნობდი და ნელ-ნელა ასაკი მემატებოდა...

იმ წლებში არც მითამაშია, როცა ფეხბურთელს ასაკი და გამოცდილება ყველაზე მეტად უწყობს ხელს, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი რომ გამოავლინოს. ამ ყველაფრის გამო, ფეხბურთისთვის თავის დანებება ვამჯობინე. 18 წელი ვთამაშობდი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნება ძალიან ძნელი იყო. მაგრამ იდეაში მაინც არ ვნანობ, რადგან რაიმეს მიღწევა თუ შემეძლო, ეს მანამდე უნდა მომეხერხებინა.

- თქვენი ასაკის ბიჭები კარიერას ამთავრებენ და ახლა უწევთ საქმიანობის 180 გრადუსით შეცვლა...

- საბედნიეროდ, იმდენი განათლება მქონდა, რომ სხვა სფეროზე გადართვა მოვახერხე.

რატომ არაა ინტერესი

- თქვენ ახლა ფინანსისტი ხართ, ბიზნესში საქმიანობთ და რას ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს, ბიზნესი ქართული ფეხბურთით რომ დაინტერესდეს?

- ფეხბურთი ყველა ქვეყანაში ბიზნესია და ინვესტიცია ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის საინტერესოა. სამწუხაროდ, სანამ საქართველოში ფეხბურთი სანახაობრივი და ინვესტორებისთვის ფინანსურად საინტერესო არ გახდება, ფულის ჩადება არარეალური მგონია. ბიზნესმენს ჩვენთან ფულის ჩადებას მხოლოდ სპორტის დიდი სიყვარული და თავისუფალი ფული თუ გადააწყვეტინებს, თორემ, ფინანსური ინტერესით - გამორიცხულია!

- მაინც გკითხავთ. "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მძლავრი ჰოლდინგია და ფეხბურთის კლუბის სპონსორობაზე არ გიფიქრიათ?

- ჰოლდინგი გარკვეულწილად ტყიბულის "მეშახტეს" ეხმარება. უკვე გითხარით, რომ ბიზნესმენი ქველმოქმედი უნდა იყოს, ფეხბურთში ფული რომ ჩადოს. არ არის საინტერესო და პლუს - წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ფულის ჩადებაზე გადაწყვეტილების მიღება ძნელია.

- რა უნდა შეიცვალოს, რომ თქვენი კომპანია ფეხბურთით დაინტერესდეს? თუ ასეთი რამ გამორიცხულია?

- კომპანიის სახელით ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ფინანსებზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი უკუგებასაც უნდა ელოდო. ფეხბურთი ბიზნესპროექტად რომ განიხილო, წამგებიანია. აქედან გამომდინარე, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, ფეხბურთი ბიზნესისთვის საინტერესო რომ გახდეს.

შეღავათები სახელმწიფოს არ აწყობს

- მაგალითად, კანონმდებლობაში კონკრეტულად რა უნდა შეიცვალოს?

- მარტივი თემა არ არის. სულ არის ლაპარაკი, რომ სხვადასხვა გადასახადებზე კომპანიებს შეღავათები დაუწესდეს. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ბიუჯეტს თანხა მოაკლდება და სახელმწიფო სხვა პროექტებს ვეღარ განახორციელებს. ამიტომ, ეს თემა სახელმწიფოსთვისაც არ არის საინტერესო.

ფეხბურთის განვითარების მარტივი ფორმულა არ არსებობს. გამოსავალი ისევ ეკონომიკის განვითარებაა. ფეხბურთის დონე მხოლოდ ამის ფონზე თუ გაიზრდება. ეკონომიკურად ძლიერ ქვეყანაში ფეხბურთის განვითარებაც ადვილია. ასე რომ, ამ ეტაპზე, ბიზნესის დაინტერესება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

რასაც ვუყურებ, სწორ გზას მხოლოდ თბილისის "დინამო" და "საბურთალო" ადგანან. რომან ფიფიას ფულის მეტი თავისუფალი რესურსი აქვს და საბოლოო ჯამში შემოსავალი გრძელვადიან პერსპექტივაში ექნება ბავშვების გაზრდითა და უცხოურ კლუბებში ფეხბურთელების გაყიდვით. ასეთ აკადემიებს ყველა რეგიონში თუ გააკეთებენ, ძალიან მაგარი იქნება და ბევრ ბავშვს მიეცემა საშუალება, სპორტულ ცხოვრებაში რომ ჩაერთოს და შედეგს მიაღწიოს.

იმედია, ფედერაციაშიც ბევრად უფრო პროგრესულად მოაზროვნე ხალხი მოვა, ვიდრე დღეს არის. ასე მგონია, მათი დიდი ნაწილი ძველებურად აზროვნებს და ინერციით მუშაობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Joseph

Nika გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა!ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მე მიხარია ერთი რამე, საქართველოს ნაკრებმა იმ პერიოდში 17 წლამდე ასაკში მოვიგეთ იგივე სახის ოლიმპიური დღეები და გავხდით ოლიმპიური ჩემპიონები პორტუგალიაში 1997 წელს, რა სახის ტურნირიც საქართველოში ჩატარდა წელს და პორტუგალიის ნაკრების პორტუგალიაში დამარცხება ძალიან რთული იყო იმ პერიოდში, სამწუხაროდ იმ პერიოდში ასე არ შუქდებოდა ახალგაზრდა სპორცმენების წარმატებები, მიხარია რომ პირველი ნაკრები ვიყავით 1999 წელს რომლებიც 19 წლამდე სანაკრებო დონეზე გავედით ევროპის ჩემპიონატზე 8 გუნდში ეს ყველაფერი თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა ვინც ვთამაშობდით და ვინც ერთ მუშტად შეკრულები ვიყავით და ჩვენი აწ უკვე გარდაცვლილი მწვრთნელის ვახტანგ კოპალეიშვილის, რომელიც ბავშვთა ფეხბურთი ერთ ერთი გამორჩეული და წარმატებული სპეციალისტი იყო. მარადიული სასუფეველი მას.

• Nika

"18 წელი ვთამაშობდი და ასეთი გადაწყვეტილების მიღება და ცხოვრების 180 გრადუსით შემობრუნება ძალიან ძნელი იყო" ბ-ნო სოსო, მივესალმები თქვენნაირ ადამიანებს, ვისაც ახალი ცხოვრების დაწყება არასდროს აშინებთ და ერთ ადგილას არ ბუქსაობენ. წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ქართულ ფეხბურთს!

• vova

საათში $100 გუჯა,ლომფორდ კრისტი გასცავლის სირბილს და ხურდაც დაგრჩება! დაეშვით დედამიწაზე ჩემი რჩევა იქნება!

• Joseph

გუჯა სიამოვნებით გავეცნობი თქვენს მეთოდს.

• Vova

ხაჭაპურის და ლიმონაფის სახსრები როცა არ გააჩნია ადამიანს სირბილის სწავლებაში თხოვთ გუჯა ამდენს?! :( ვარჯიშის ფასი: 15 წლამდე 20 ლარი; 15 წლის ზევით 20$-დან (გადახდა ყოველდღიურად). ვარჯიშები ტარდება ყოველდღე 17.00-დან 19.00 საათამდე. უცხოეთში მცხოვრებთათვის ვარჯიშები ტარდება Skype-ის დახმარებით.1 ვარჯიშის ფასი: 100$-დან (გადახდა ყოველდღიურად).

• Joseph

vova გეთანხმები და ზუსტად მაგას ვიძახი აუცილებელია ბავშვობიდან სწორი მიდგომა და ბავშვის სწორი ჩამოყალიბება, 20 წლის ფეხბურთელის გარდაქმნა შეუძლებელია.

• Joseph

გაიხარე ირაკლი ღმერთმა დაგლოცოთ და წარმატებები საპოვნელას!!

• გუჯა კახაძე

David-ს,soso-ს და Joseph-ს! სიამოვნებით შეგხვდებით ფეხბურთზე სასაუბროდ და სურვილის შემთხვევაში ვარჯიშსაც გაჩვენებთ, რასაც ფედერაციას და კლუბებს უკვე რამდენიმე წელია ვთავაზობ. ეს არის თვისობრივად ახალი მეთოდი, რომლის გაგებაც რატომღაც უძნელდებათ, თუმცა 12 წლიანი პრაქტიკა ამტკიცებს, რომ რასაც ვამბობ რეალურია. თუ დამიკავშირდებით მობ: 591 287 212 შევძლებ პოპულარული ენით აგიხსნათ თუ რატომ არის შედეგი ასეთი სწრაფი, ან ეწვიეთ ჩემ ფეისბუკ გვერდს "სირბილის სწავლების ცენტრი" და ნახეთ ვიდეო მასალა, რომელიც ჩემი სიტყვების სიმართლეში დაგარწმუნებთ.

• vova

ჭამიდან დაწყებული გონიერი განვითარებით დამთავრებული თითქმის ყველაფერი აკლია ქართველ ფეხბურთელს! ვერ ნახეთ თქვენ კარგი დედმამიშვილებო?! საუკეთესო დინამოელი და ნაკრები ელიტა დღეს მე3 ლიგის შემცვლელებსაც ვერ უწევს კონკურენციას გერმანიაში :)

• გუჯა კახაძე

soso

• irakli apkhaidze

ხო ბუნებრივია დღეს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩამდები ფანატიკურად უნდა იყოს შეყვარებული ფეხბურთზე და რაიონზე და მოთმინების დიდი უნდარი გააჩნდეს, რომ ამონაგებს წლები ელოდოს ან საერთოდ არ ელოდოს :)) I ლიგა სამი თვით ადრე მოვიგეთ და სპონსორიც გამოჩნდა ჰორიზონტზე მარა... ისევ გამგეობის ბიუჯეტზე ვართ ჩამოკიდებული... ხო მირიანი ცალკე თემაა, სტადიონს და ბავშვებს საკუთარი ინიციატივით და მისნაირი ფანატიკოსებით უვლის :))) ახალგაზრდულის კაპიტანი რო იყავი, ვოცნებობდი იმ დროზე საპოვნელასაც გაიყვანდი კაპიტნის სამკალურით, მაშინ ახალი გამოვარდნილი ვიყავით უმაღლესიდან და ოცნებებში ისევ ვეპოტინებოდით დაბრუნებას და აგვიხდა 20 წლის შემდეგ :)) ღმერთმა გაგახაროს!

• Joseph

კი წარმოშობით ნამდვილად თერჯოლიდან ვარ და ძალიანაც მიყვარს და ბევრჯერაც მითამაშია ჩვენს სტადიონზე:)))და მირიან გეწაძეს რომ შემოვევლე ვიცი რომ ცდილობს აღზარდოს ბავშვები, მე თუ მექნება საშუალება სიამოვნებით დავეხმარები საპოვნელასაც და ბევრ სხვასაც:)))))სხვა ადამიანებს სამწუხაროდ ვერ დავაძალებთ ფულის ჩადებას ვერსად.წარმატებები საპოვნელას!!!!!დიდი პატივისცემით და სიყვარულით

• irakli apkhaidze

სოსო არ უნდა შენ კომპანიას ცოტა ქველმოქმედება თერჯოლის ,,საპოვნელაში"? ხო თერჯოლელი ხარ წარმოშობით? ;)

• Joseph

ბატონო გუჯა, 5 თვეში მომზადებული ფეხბურთელი გინახავთ თქვეენ?ან თუ ფეხბურთელს არ აქვს სწორი აღზრდა ამავდროულად თუ არ არის მისი საყრდენ მამოძრავებელი სისტემა, გულ სისხლძარღვთა სისტემა კუნთოვანი მასა სწორედ განვითარებული ვინმე იყიდის? ეს კომპლექსური თემაა რომელსაც უნდა მიხედო ბავშვთა ასაკის ფეხბურთელებიდან. და ყველაზე სწორი გამოსავალი არის აკადემიების შექმნა და ბავშვების სწორი აღზრდა ამავდროულად ისეთ საფარზე რაზეც დამახინჯებული ჯანმრთელობით არ დაამთავებენ კარიერას ბავშვები. ამას ყველაფერს ინფრასტრუქტურა და საკმაოდ დიდი ოდენობის თანხები სჭირდება. აიღეთ დინამოს აკადემიის მაგალითი რომელიც ჩემი აზრით ყველაზე სწორი მიმართულებაა და ნახეთ რა სახის ინვესტიცია ჭირდება ასეთი დონის პროექტს და რამდენ წელში ექნება უკუგება იგივე ბატონ რომანს. თქვენ თუ რაიმე საიდუმლო რეცეპტი იცით გაუმხილეთ საზოგადოებას ეგებ გვეშველოს:)

• Joseph

Batono davit sadac genebot iq shegxvdebit da razec gibdat imaze videbatod tu kamati gnebavt vikamatot:))

• soso

Davit siamovnebit gekamatebi razec ginda:)))da sadac ginda iq shegxvdebi:)

• გუჯა კახაძე

ბ-ნო სოსო! ვინც შემს პროექტს გაეცნო აღიარეს, რომ 5 თვე საკმარისია ზრდასრული ფეხბურთელის მოსამზადებლად და გასაყიდად. ესეც თქვენი წამგებიანი სფეროს მომგებიანად გადაქცევა.

• Kakhaber

*ქუტაისელსდა ყველა მისნაირს *რეზი* არველაზის იმედი ვისაც გაქვთ , ფსიქიატრებს ეცვენეთ - 5 წელია გენერალური მდივანი იყო და დაასამარა ქართული ფეხბურთი სიჭინავასტან ერთად . *კაი ტიპებით* და ყავისმსმელებით არის სავსე ფედერაცია - იყიდეს და გააძღეს ფულით ჩივაძის , ზოზუაშვილის და ხურცილავას ნაირი ვეტერანები ! რაც მათ კარიერს დროს ხალხის სიყვარული და დალოცვა ჰქონდათ , წყევლა -გინებით შეეცვალათ და ღირსებიც არიან ! კეტით უნდა გამორეკო გარეტ ეგ გაუმაძღარი და უმაქნისი ბრბო ! სახელმწიფო კი ,1 თეთრსაც არ მისცემს , მაგ უვარგისის გაპრეზიდენტების შემთხვევაში და მართალიც იქნება . მაგას პრეზიდენტობა იმისთვის უნდა , რომ დამალოს ის შავბნელი საქმეები , რაც აკეტეს ! პირდაპირ მაგის პრეროგატივაა საშეჯიბრო ნაწილი - მაგ სუბიექტს ის ვერ გაურკვევია , ეკუთვნოდა ტუ არა ჯაბას და კიდევ 1 ფეხბურთელს , მატჩის გამოტოვება -ყვითელი ბარატის გამო ! და ტყუილად გამოატოვებინეს თამაში - შეკითხვის გაგზავნაც კი შეეზარათ ! ძმა დელეგატად დანიშნა და იყდა დელეგატების უმეტესობა ! ხალხი გამოუტანს მაგას განაჩენს და გაჩენის დღეს აწყევლინებენ ! მაგის ხელში იმას მიაღწია საქართველოს ნაკრებმა , რომ 158 ადგიზე ვართ და პაპუასი ვუანატუ გვისწრებს ! წადი ძამია ექიმთან , სანამ დროა - ეგებ გეშველოს !

• qutaiseli

თუ სახელმწიფო ფულს არ ჩადებს ფეხბურთში ვერც რეზი უშველის ფეხბურთს და ვერც პავლე ასე რო იქნება ის განადგურებული ფეხბურთი რაც დღეს გვაქ და მორჩა.სანამ სახელმწიფო არ ჩაერევა ამ საქმეში არაფერი არ გამოვა.

• David

ხო, სოსო დევიძე საინტერესო რესპოდენტია, ცნობილი ფეხბურთელი იყო, დიდი ტალანტი, მაგრამ საქართველოს ჩემპიოანტმა ვერ დააკმაყოფილა, სამაგიეროდ აკმაყოფილებს დინამო და საბურთალო:)))შემხვდეს და მეკამათოს ფეხბურთზე, პროგრესულობაზეც მეკამათოს:)))

• dada

თუ გინდათ ვენები გადაიჭერით, მაინც რეზი იქნება.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...