მოწინავე ჩოგბურთელები კორტებს უბრუნდებიან
ამერიკის ღია პირველობის შემდეგ, წამყვანი ჩოგბურთელები თანდათან უბრუნდებიან კორტებს. გასულ კვირას, ქალებს შორის გაიმართა "პრემიერ" კატეგორიის ტურნირი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობდა.

იაპონიის დედაქალაქში საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. თუ აშშ-ის ღიაზე ძალიან ბევრი სენსაცია ვიხილეთ, ტოკიოში ფავორიტები წესრიგში იყვნენ. ერთადერთი არაგანთესილი ჩოგბურთელი, რომელმაც მეოთხედფინალამდე მიაღწია, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა იყო. დანარჩენმა განთესილებმა ამ ეტაპამდე საკმაოდ დამაჯერებლად მიაღწიეს.

ციბულკოვა საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის მოხვედრით არ დაკმაყოფილდა და მეოთხედფინალში მოქმედი ჩემპიონი, სერბი ანა ივანოვიჩი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო სლოვაკისთვის რევანშის აღება ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში დამარცხების გამო. დომინიკა კარგად უტევდა და ორ სეტში გაიმარჯვა - 7:6(3), 6:3. ეს მისი პირველი ნახევარფინალი იყო წელს WTA-ის ტურნირებზე.

ნახევარფინალში ციბულკოვას აგნიეშკა რადვანსკასთან მოუწია თამაში. თავდაპირველად, სლოვაკი კარგად გამოიყურებოდა. მან ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. მაგრამ 2:4-დან მოყოლებული, აგნიეშკამ ახალი სიჩქარე ჩართო, მომდევნო 11 გეიმიდან 10 თავის სასარგებლოდ დაასრულა და 6:4, 6:1 გაიმარჯვა. პოლონელისთვის ეს იყო ამ სეზონში მეორე ფინალი. პირველი ისტბურნში ითამაშა და 18 წლის ბელინდა ბენჩიჩთან წააგო, თან ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით.

და ტოკიოშიც, რადვანსკას ფინალში ბენჩიჩი დაუპირისპირდა. შვეიცარიელი ვუნდერკინდი ნახევარფინალში კაროლინ ვოზნიაცკის ხვდებოდა. ბენჩიჩმა გაუძლო დანიელის საწყის იერიშებს და პირველმა შეასრულა ბრეიკი. თავად შვეიცარიელი საკუთარ მოწოდებაზე შესანიშნავად მოქმედებდა, მეტოქეს შანსს არ აძლევდა, თან მეორე ბრეიკიც მიითვალა და პირველი სეტი ძალიან იოლად - 6:2 მოიგო.

მეორე სეტში კაროლინმა მიიღო შანსები მეტოქის მოწოდებაზე, მაგრამ ეს იმ მომენტებში ხდებოდა, როცა უკვე ბრეიკით იყო ჩამორჩენილი. ერთხელ ვოზნიაცკიმ სიტუაცია გამოასწორა, მაგრამ მეორე ბრეიკის დაბრუნება ვერ შეძლო - 6:2, 6:4. ბენჩიჩს წელს ფანტასტიკური სტატისტიკა აქვს TOP10-ის წევრებთან - 8 მოგება და 2 წაგება. მან თავად მიიღო რეიტინგის ათეულში შესვლის შანსი, ოღონდ ამისთვის ფინალში რადვანსკა უნდა დაემარცხებინა.

მეტოქისგან განსხვავებით, რადვანსკას ტოკიომდე TOP10-ის წევრებთან მოგება არ ჰქონდა და ტოპოცეულის წარმომადგენლებთანაც საშინელი სტატისტიკა გააჩნდა - ერთი მოგება და 11 წაგება. პოლონელს ფინალში ყველაფერი კარგად აეწყო. მას შესანიშნავად გამოსდიოდა მოწოდება - მთელი პირველი პარტიის განმავლობაში, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ ერთი ქულა დათმო. აგნიეშკამ პირველი სეტის ბოლოს ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო, მეორე სეტის სტარტზე კი ეს სერია რვა გეიმამდე აიყვანა.

და მხოლოდ 2:6, 0:4-ზე ათამაშდა ბენჩიჩი, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. მან პირველი ბრეიკი შეასრულა, დამაჯერებლად მოიგო საკუთარი გეიმი და პირველი ორი ქულა აიღო მიღებაზე მეშვიდე გეიმში. თითქოს გარდამტეხი მომენტი დადგა, მაგრამ რადვანსკამ საჭირო მომენტში ძალიან კარგად ითამაშა და მშვიდად მიიყვანა მატჩი მოგებამდე - 6:2, 6:2.

მთელი ტურნირის განმავლობაში, პოლონელმა არც ერთი სეტი არ წააგო, უფრო მეტიც, არც ერთ პარტიაში ტაი-ბრეიკამდეც კი არ მისულა საქმე. მან პირველი ტიტული მოიგო მიმდინარე სეზონში და WTA-ის კლასიფიკაციის საუკეთესო ათეულში დაბრუნდა, კერძოდ, მერვე პოზიციაზე.

1/4 ფინალი

ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 8)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 3) 7:6(1), 6:1; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 5) 6:2, 2:6, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 4) 7:5, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 2) 7:6(5), 6:3.

1/2 ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:4, 6:1; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 8)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1) 6:2, 6:4.

ფინალი

აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 7)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 8) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
მარცხი კვალიფიკაციის ფინალში - ბასილაშვილი "ინდიან უელსის" ძირითად ბადეში ვერ შევიდა
მოგებული მატჩი სეტის 0:6 წაგების შემდეგ - ბასილაშვილს პრესტიჟული "ინდიან უელსის" მასტერსის ძირითად ბადემდე ერთი ნაბიჯი აშორებს
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის