ოთხთა ფინალი დევისის თასზე?
ჩინეთის ქალაქ უჰანში გუშინ დაიწყო უმაღლესი კატეგორიის ტურნირი, რომლის ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ რუსი მარია შარაპოვა. მსოფლიოს მესამე ჩოგანს უიმბლდონის ნახევარფინალში სერენა უილიამსთან წაგების შემდეგ, ორი თვეა არ უთამაშია ფეხის ტრავმის გამო და მისი დაბრუნება კორტზე სწორედ გუშინ შედგა. მისი პირველი მეტოქე იყო ჩეხი ბარბორა სტრიკოვა.

შარაპოვამ პირველი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო - 7:6(1), მაგრამ მეორეში ასევე ტაი-ბრეიკზე წააგო - 6:7(4). მესამე სეტში, მარიამ 1:0 წაიყვანა ანგარიში, რის შემდეგაც კორტზე ექიმს უხმო. შარაპოვამ შეძლო თამაშის გაგრძელება, მაგრამ მესამე გეიმის შემდეგ კვლავ ექიმის ჩარევა გახდა საჭირო. სწორედ ამის შემდეგ, მარიამ უარი თქვა თამაშის გაგრძელებაზე. იმ მომენტი ანგარიში იყო - 2:1 რუსის სასარგებლოდ.

შარაპოვას გარდა, უჰანში გამოსვლაზე უარი განაცხადა კანადელმა ეჟენი ბუშარმა. ჩოგბურთელი ბოლომდე ვერ მომჯობინდა ტვინის შერყევის შემდეგ, რომელიც ამერიკის ღია პირველობის დროს მიიღო. მაშინ ბუშარი გასახდელში დაეცა და იძულებული გახდა უარი ეთქვა მერვედფინალის თამაშზე.

უარის მიუხედავად, ბუშარი რჩება ჩინეთში და აპირებს 3-11 ოქტომბერს, პეკინის უმაღლესი კატეგორიის ტურნირში თამაშს.

ოთხთა ფინალი დევისის თასზე?

ამერიკელმა დევიდ ჰეგერტიმ, რომელიც ისევ აირჩიეს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე, New York Times-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს დევისის თასსა და ფედერაციის თასზე მატჩების ჩატარების წესებში.

კერძოდ, ჰეგერტის სურს ორივე ტურნირზე შემოიღოს "ოთხთა ფინალის" ფორმატი. იგეგმება წინასწარი რაუნდის მატჩების ჩვეულებრით ფორმატში ჩატარება, რის შემდეგაც, ნახევარფინალები და ფინალი ერთ ქალაქში გაიმართება. "ოთხთა ფინალის" ხანგრძლივობა ორი კვირა უნდა იყოს.

გარდა ამისა, ჰეგერტი გეგმავს ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფში მონაწილეების გაზრდას - რვიდან 16-მდე.

და კიდევ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დააწესა, რომ დევისის თასის მატჩებში მეხუთე სეტში ტაი-ბრეიკი გათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...