რა შანსი აქვს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსის დედაქალაქის, კარდიფის მახლობლად, ნიუპორტშია დაბანაკებული და ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

29 სექტემბერს "ბორჯღალოსნები" ისვენებდნენ, დღეს კი კარდიფის "მილენიუმზე" კაპიტნის ვარჯიშს გამართავენ. "ოლ ბლექსთან" მატჩი 2 ოქტომბერსაა და წესით, კაპიტნის ვარჯიში წინა დღით უნდა ყოფილიყო, მაგრამ, რადგან 1-ელ ოქტომბერს "მილენიუმზე" უელსის და ფიჯის ეროვნული გუნდების მატჩია დანიშნული, ოთხივე გუნდი კაპიტნის ვარჯიშს დღეს გამართავს.

დღესვე, 20 საათისთვის გახდება ცნობილი ჩვენი ნაკრების შემადგენლობა. სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. თამაში ყველას შეუძლია, თუმცა ვინ დაუპირისპირდება "ოლ ბლექსს", ამას მილტონ ჰეიგი გადაწყვეტს.

ამასობაში კი, ჩვენმა მეტოქე ნამიბიის ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა მიმდინარე მსოფლიოს თასზე და ტონგას ნაკრებთან 21:35 დამარცხდა. კუნძულელებმა პრემიალური ქულის მოპოვება შეძლეს და ახლა 6 ქულით მეორე ადგილზე არიან.

ტონგელებს ჯერ კიდევ წინ აქვთ ორი მატჩი ჯგუფის ფავორიტებთან, ახალი ზელანდიისა და არგენტინის ნაკრებებთან. საკმარისია, მათ ერთ-ერთი მაინც დაამარცხონ, რომ ჩვენთვის მიუწვდომელნი გახდებიან.

უკეთეს შემთხვევაში, ტონგამ ორივე თამაში უნდა წააგოს და აქედან ერთში მაინც ვერ უნდა აიღოს პრემიალური ქულა. თუ ასე მოხდა, "ბორჯღალოსნებს" ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად ბოლო მატჩში პრემიალურის გარეშე გამარჯვებაც ხელს აძლევს.

იქამდე კი საქართველოს ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან, ახალი ზელანდიის ნაკრებთან.

დავით კაჭარავა, საქართველოს ნაკრების შუამარბი:

"ახალი ზელანდიის ნაკრებთან სათამაშოდ მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. კარგია, რომ ტრავმები არ გვაქვს და ყველა მწყობრშია.

ცხადია, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ თამაში ყველა მორაგბის ოცნებაა, თუმცა საბრძოლო გუნდის შემადგენლობა ჯერ არ ვიცით. დარწმუნებული ვარ, ყველა მოხარული იქნება, თუ მსოფლიოს უძლიერეს გუნდთან ასპარეზობა მოუწევს.

ვფიქრობ, კარგი სანახავი მატჩი იქნება. ახალ ზელანდიას ბურთი თუ დაუთმე, კარგს ვერაფერს მიიღებ. ამიტომ ვეცდებით, ხელდახელ ბურთაობით შევუტიოთ".

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:

"მარტივად რომ ვთქვათ, ახალი ზელანდიის ნაკრები არის 2011 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების გამარჯვებული. მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზეა და მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებია. აი, ასეთ გუნდთან გვიწევს თამაში.

აბა, ჩვენი ნაკრების შანსზე რა უნდა ვთქვა. გავალთ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ. იმედია, მატჩი ისეთი შედეგით არ დამთავრდება, რომ გული დაგვწყდეს."

მსოფლიოს თასი 2015. C ჯგუფი

ტონგა-ნამიბია 35:21

ტონგა: 5ლ - ვეაინუ (2), რამი (2), ფოსიტა. 3გ,2ს: მორათი.

ნამიბია: ტრომპი, ბურხერი (2). 3გ: ტ. კუცია

სატურნირო მდგომარეობა

1. ახალი ზელანდია - 9 ქულა, 2. ტონგა - 6 ქულა, 3. არგენტინა - 5, 4. საქართველო - 4, 5. ნამიბია - 0.

1 ოქტომბერი. III ტური

A ჯგუფი

უელსი-ფიჯი

უელსი: 15. მეთიუ მორგანი, 14. ალექს კატბერტი, 13. ტაილერ მორგანი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. დენ ბიგარი, 9. გარეთ დევისი. 1. გეთინი ჯენკინსი, 2. სკოტ ბოლდვინი, 3. ტომას ფრენსისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ალან ვინ ჯოუნზი, 6. დენ ლიდიატი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტაულუპე ფალეტაუ.

16. კენ ოუენსი, 17. აარონ ჯარვისი, 18. სამსონ ლი, 19. ლუკ ჩარტერისი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. ლოიდ ვილიამსი, 22. რის პრესტლენდი, 23. ჯეიმზ ჰუკი.

ფიჯი: 15. მეტუისელა ტალებულა, 14. ტიმოსი ნაგუსა, 13. ვერენეკი გონევა, 12. ლეპანი ბოიტა, 11. ასელი ტიკოიროტუმა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნემია კენატალე. 1. კემპეს მააფუ, 2. სუნია კოტო, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. დომინიკო ვაკანიბუროტუ, 7. აკაპუსი კერა, 8. ნეტანი ტალეი.

16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავია, 18. ლიროი ატალიფო, 19. ნემია სოკეტა, 20. მალაკაი რავულო, 21. ჰენრი სენილოლი, 22. ჯოშუა მატავესი, 23. კინი მურიმურივალუ.

D ჯგუფი

საფრანგეთი-კანადა

საფრანგეთი: 15. სკოტ სპედინგი, 14. რემი გროსო, 13. მატიო ბასტარო, 12. ვესლი ფოფანა, 11. ბრაის დულინი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. სებასტიან ტილუს ბორდი. 1. ედი ბენ არუსი, 2. ჟილემ ჟირადო, 3. რაბან სლიმანი, 4. პასკალ პაპე, 5. იოან მაესტრი, 6. ტიერი დუსოტუარი, 7. ბერნარ ლე რუ, 8. დამიენ შული.

16. ბენჟამინ კაიზერი, 17. ვინსენ დებატი, 18. ნიკოლას მასი. 19. იანიკ ნიანგა, 20. ფულჟანს უოდრაოგო, 21. მორგან პარა, 22. რემი ტალესი, 23. ალექსანდრ დუმულინი.

კანადა: 15. მეთ ევანსი, 14. ფილ მაკკენზი, 13. კირან ჰირნი, 12. ნიკ ბლევინსი, 11. დი ტი ეიჩ ფან დერ მერვე, 10. ნათან ჰირაიამა, 9. ფილ მაკი. 1. ჰუბერ ბაიდენსი, 2. აარონ კარპენტერი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეტ ბუკებუმი, 5. ჯიმი კუდმორი, 6. კილი გილმორი, 7. რიჩარდ თორპი, 8. ტაილერ არდრონი.

16. რეი ბარკლი, 17. ჯასტის დარუ, 18. ენდრიუ ტიდემანი, 19. ევან ოლმსტიდი, 20. ნანიაკ დალა, 21. გორდონ მაკრორი, 22. ჰარი ჯოუნზი, 23. კონორ ტრეინორი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზურიკელა
ვახოს საყურადღებოდ. თუკი თეორიულ შანსებზე ვლაპარაკობთ, ეგრე ჩვენც შეგვიძლია დღეს 2 ბუნუს ქულა ავიღოთ, მერე ნამიბიას პრემიალურით მოვუგოთ და ტონგამ ეგ 4 ბონუს ქულაც რომ აიღოს, მაინც გადავასწროთ.
Gogi
ერთნაირი ქულების დაგროვების შემთხვევაში წინ ის გუნდი დადგება, რომელსაც პირად შეხვედრაში უკეთესი შედეგი აქვს. თუ (ღმერთმა ნუ ქნას), ნამიბიასთან წავაგეთ, მაშინ ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებთ.
ვახო
გიოს საყურადღებოდ.ტონგამ ორივე თამაშის წაგების შემდეგაც შეიძლება გადაგვასწროს, თუკი შეძლებს 4 ბონუს ქულის აღებას(თუ ორივე თამაშს წააგებს 8-ზე ნაკლები ქულით და, ამასთან, დადებს 4-4 ლელოს).მაშინ მათ ექნებათ 10 ქულა და ვეღარ ვეწევით.
ვახტანგი
გიოს საყურადღებოდ. ტონგამ შეიძლება ორივე თამაში წააგოს, მაგრამ 4 ბონუს ქულაც მიითვალოს(თუ თითოეულ მატჩში 4 ლელოს დადებს და 8-ზე ნაკლები ქულით წააგებს).ამ შემთხვევაში აგროვებენ 10 ქულას და ჩვენ ვერარ ვეწევით.
გიო
ძაან ტეხავს სპეცილური კორესპონდენტი ეგეთი უვიცი რომ ხარ, თანაბარ ქულებზე მაინც ჩვენ გავდივართ, ამიტომ პრემიალურების თვლას აზრი არა აქვს, მთვარია იმათ ორივე წააგონ და ჩვენ ნამიბიასთან მოვიგოთ
nik
1 ოქტომბერი III ტური
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
საქართველოს ნაკრებმა აშშ-ს 13 ქულით მოუგო
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
ნაკრები ესპანეთთან და ბულგარეთთან მატჩებისთვის სრული შემადგენლობით ემზადება
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
"ატალანტას" რაფაელე პალადინო გაწვრთნის
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
ოფიციალურად: იამალი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს
მახაჩევის საუკეთესო ხუთეული: ილია მე-5, მერაბი P4P-ს მიღმა, ისლამი 1-ლი
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა