სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტის" მონაცემებში მორიგი შესწორებები შეიტანეს
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფრანგებმაც აღიარეს. არახალია, რომ იქაურმა გამოცემა "ბეინსპორტსმა" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში "ჯვაროსნებისა" და "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველიც დაასახელა, ამას ემატება მთლად "ეკიპის" აღიარებაც - "ლილთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში 29 წლის კანკავა პოპულარულმა გამოცემამაც საუკეთესოდ მიიჩნია.

"კანკავამ ძალიან კარგად ითამაშა "ლილთან". ბევრი ბურთი მოიპოვა იმის ხარჯზე, რომ უშიშარი იყო ორთაბრძოლებში", - წერს "ეკიპი".

არ ცდებოდა "რეიმსის" პრეზიდენტი ჟან-პიერ კაილო, რომელმაც კანკავა გუნდისთვის "უაღრესად საჭირო მოთამაშედ" მონათლა. თავად კანკავამ კი "ლელოსთან" თქვა, რომ განსხვავებულ ევროპულ ლიგასა და დონეს ნელ-ნელა ეჩვევა.

"სიმართლე გითხრათ, ჯერ გუნდს და გარემოს ვეგუები. ადაპტაციისთვის დრო მინდა. რა თქმა უნდა, უკრაინასთან სხვაობა არის. მაგრამ სიტუაციას ვაკვირდები, ბევრ რამეს ვსწავლობ და, იმედია, ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს კანკავა "ლელოსთან".

ამასობაში, ცნობილი გახდა, რომ ერთ თვეში კანკავას სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა. მერე კი, რატომღაც, მოულოდნელად მკვეთრად შემცირდა. ცნობილმა სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმარკტმა" ვარშავაში გამართული ევროპალიგის ფინალის ("სევილია"-"დნიპრო") შემდეგ ქართველი ნახევარმცველის ღირებულება 2,6 მილიონი ევროდან 4 მილიონამდე გაზარდა, ახლა კი 3 მილიონი დაუწერა.

თუმცა, საქმეს ისეთი პირი უჩანს, უახლოეს პერიოდში კანკავას ფასის მატება არ უნდა გაგვიკვირდეს.

იმავე "ტრანსფერმარკტის" მონაცემებში მორიგი შესწორებები შეიტანეს. ცხადია, ეს ქართველებსაც შეეხოთ, რის შემდეგაც ამ სიაში ეროვნული ნაკრების 23 წლის მცველი საბა კვირკველია დაწინაურდა. ყაზანის "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებული ცენტრალური მცველის შეფასება 4,5 მილიონი ევროა.

მეორე-მესამე ადგილებზე კი საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და "რეიმსის" საყრდენი ნახევარმცველი კანკავა და ჰოლანდიური "ვიტესის" ერთ-ერთი ლიდერი ვაკო ყაზაიშვილი არიან.

"ტრანსფერმარკტის" მონაცემებით, კვირკველიას შეფასება საგრძნობლადაა გაზრდილი. "რუბინის" დუბლებში თამაშისას 2012 წელს მის გრაფაში სულ რაღაც 200 ათასი ევრო ეწერა, სამ წელიწადში კი ეს ციფრი 22,5-ჯერ გაიზარდა.

აშკარა პროგრესი აქვს ყაზაიშვილსაც: 2011 წელს "ვიტესმა" ქართველი ტალანტი "საბურთალოსგან" 175 ათას ევროდ შეიძინა. დაახლოებით ოთხ წელიწადში კი ყაზაიშვილის ფასი დაახლოებით 17-ჯერ(!) გაიზარდა!

ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ

1. საბა კვირკველია რუბინი 4,50

2. ჯაბა კანკავა დნიპრო 3,00

2. ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00

4. ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,50

4. გურამ კაშია ვიტესი 2,50

6. თორნიკე ოქრიაშვილი გენკი 2,00

7. გია გრიგალავა პაფოსი 1,80

8. სანდრო კობახიძე ვოლინი 1,20

9. გიორგი ლორია ოლიმპიაკ. 1,00

9. გიორგი ჭანტურია დუისბურგი 1,00

10. გიორგი მერებაშვილი ვერია 0,70

ვფიქრობთ, დაგაინტერესებთ 23-წლამდელ ქართველთა შეფასებები, რომელიც ასე გამოიყურება:

ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ

1. საბა კვირკველია რუბინი 4,50

2. ვალერი ყაზაიშვილი ვიტესი 3,00

3. ჯანო ანანიძე სპარტაკი 2,50

4. თორნიკე ოქრიაშვილი გენკი 2,00

5. გიორგი ჭანტურია დუისბურგი 1,00

6. ლაშა დვალი დუისბურგი 0,75

7. გიორგი აბურჯანია ანორთოსისი 0,70

8. მათე ცინცაძე დინამო 0,55

9. გიორგი პაპუნაშვილი ვერდერი 0,50

10. ოთარ კაკაბაძე დინამო 0,45

ცხადია, ყურადღებას ვაქცევთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველებსაც. მათ შორის, დონეცკის "შახტარიდან" სევილიურ "ბეტისში" გადასული ბექა ვაჩიბერაძე ლიდერობს.

კიდევ რამდენიმე საინტერესო მოთამაშე გვეგულება და ესეც არ უნდა იყოს უინტერესო სია. ყველაზე მოულოდნელი ქართული პასპორტის მქონე "ფრაიბურგის" ნახევარმცველ ლუკას ჰუფნაგელის საკმაოდ დაბალი შეფასებაა. არადა, ის მეორე ბუნდესლიგაში თამაშობს. ამას წინათ, დედით ქართველმა მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა და საერთოდაც, სისტემატურად ათამაშებენ.

ფეხბურთელი კლ. მლ. ევრ

1. ბექა ვაჩიბერაძე ბეტისი B 0,70

2. აკაკი გოგია ბრენტფ. 0,60

3. ზაურ მახარაძე ოლიმპ. დონ 0,50

3. თემურ ფარცვანია ოლიმპ. დონ 0,50

3. ამბროსი ჩაჩუა კარპატი 0,50

6. ვალერიან გვილია მეტალ.ზაპ 0,40

7. გიორგი მელქაძე სპარტაკი 0,35

7. გიორგი მახათაძე ლოკომ. მ 2 0,35

9. ნიკა ყიფიანი ლოკომ. მ 2 0,30

9. ლუკას ჰუფნაგელი ფრაიბურგი 0,30

11. ევგენი ბოხაშვილი ვოლინი 0,20

12. ირაკლი მესხია სტომილი 0,10

12. ბადრი აქუბარდია დინამო კ 2 0,10

14. გიგა ჩხეიძე კალმარი შვ 0,07

15. ნიკა ჩხეიძე ლინდსდ.შვ შ.გ*

15. ნიკა ფურცელაძე ჰამბურგი D შ.გ*

* - შ.გ - შეფასების გარეშე

რამდენიმე მოთამაშე კარიერას ახლა იწყებს და ზოგიერთი მათგანი ინტერნეტსააგენტომ შეფასების გარეშე დატოვა.

ძმები გიგა და ნიკა ჩხეიძეები შვედეთის მოქალაქეები არიან. ისინი ალსვენსკანლიგის (უმაღლესი ლიგა) "კალმარში" იზრდებოდნენ. გიგას 17-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია, ნიკამ კი გუნდი წლეულს შეიცვალა და "ლინდსდალსში" გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
გოგია ხარაბაძის ექსკლუბში შვეიცარიის ჩემპიონია
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
შემოჩვეული ჭირი, მთავარი პრობლემა და... შანსი ჰუფნაგელს
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"პირველივე რეისით ევროპაში მიდიან" - გრიგალავამ ქართველ ტალანტებსა და "კვარაზე" ისაუბრა
აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში გადავიდა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ყავარჯნები მოდაშია
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
გია გრიგალავა "ხიმკიში" ჩაირიცხა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
ქართველი შემტევი ბუნდესლიგიდან შვეიცარიაში წავიდა
გოლი, საგოლე პასი, 0:7 - ქართველი ლეგიონერების შაბათი [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
აკაკი გოგიამ ბუნდესლიგის კარს მიუკაკუნა - მას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ალექსანდრე იაშვილი: თუ კანონი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრებში ეს ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ...
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
რუსეთის ჩემპიონატში ქართველი მარტო გრიგალავა დარჩა - წავა თუ არა ისიც ამ ქვეყნიდან, რას ამბობს "ხიმკის" მწვრთნელი
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
გია გრიგალავა "არსენალში" დაბრუნდა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"გრიგალავა მას უყვიროდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა" - ქართველი მცველი რუსეთში ინციდენტში გაეხვა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გრიგალავა და ჟირკოვი სეზონის განახლებისთვის ემზადებიან
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?