ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნუგზარ სხირელი: ახლა ლადოს ფინალზე "ვალიდოლი" აღარ დამჭირვებია

ნუგზარ სხირელი: ახლა ლადოს ფინალზე "ვალიდოლი" აღარ დამჭირვებია

გორელი თუ ხარ, ჩემპიონი უნდა გახდე!
ლას ვეგასში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მსოფლიოს ჩემპიონობა ლადო ხინჩეგაშვილმა (57კგ), ბრინჯაოს მედლები კი სანდრო ამინაშვილმა (86) და გენო პეტრიაშვილმა (125) მოიპოვეს.

ხინჩეგაშვილი და პეტრიაშვილი გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენლები არიან, მათ გარდა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას კიდევ ორი გორელი სპორტსმენი იცავდა, რომელთაგან ჯაბა ყველაშვილმა (74) მეოთხედფინალში, ხოლო დავით ტლაშაძემ (70) მერვედფინალში დაასრულეს ასპარეზობა.

რვა წონიდან ეს ოთხივე გორელი მოჭიდავე, ცნობილი სპეციალისტის, ნუგზარ სხირელის აღზრდილია. ნაკრებს ლას ვეგასში ბატონი ნუგზარიც ახლდა.

მას "ლელოს" მკითხველისთვის თავისი შეგირდების გამოსვლის შეფასება ვთხოვეთ.

ლადო ხინჩეგაშვილის შესახებ

ათი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რევაზ მინდორაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ასეთივე ვაკუუმი გვქონდა ახალგაზრდებს შორის 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში ქართველებს 11 წელიწადი აღარ გვყავდა და მაშინ ნავსი მამამისმა გიორგი ხინჩეგაშვილმა გატეხა. მის მიერ მოპოვებული ჩემპიონობის მერე წარმატებების ახალი ტალღა დაიძრა. იმედი მაქვს, ახლა ლადოს გაჩემპიონებასაც იგივე მოჰყვება.

მიმაჩნია, რომ ლადო წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ან ოლიმპიურ თამაშებზე უფრო უკეთ იყო მომზადებული. სამაგიეროდ, ახლა მისი შემართება და მონდომება იყო საოცრად დიდი და ძირითადად სწორედ ამის ხარჯზე შეძლო წარმატების მიღწევა. თუმცა აქვე მის კარიერაში დაგროვილმა გამოცდილებამაც ითამაშა ძალიან დიდი როლი.

დამაჯერებელი იყო ხინჩეგაშვილის ყველა გამარჯვება, სირთულით კი ყაზახ არტაზ სანაასთან პაექრობას გამოვარჩევ. მეტოქე ჩვენმა ფალავანმა მინიმალური უპირატესობით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ყაზახ მოწინააღმდეგეს ლადოს პროვოცირების მცდელობა ჰქონდა, თუმცა ჩვენიანი ასეთი შემთხვევებისთვის ფსიქოლოგიურად მზად იყო და მოწინააღმდეგის პროვოკაციას არ აჰყოლია.

ფინალში, რაჰიმთან პაექრობაში რატომღაც გული მიგრძნობდა, რომ ხინჩეგაშვილს უთუოდ უნდა მოეგო! სხვა დროს თუ მის გადამწყვეტ შეხვედრებს "ვალიდოლის" თანხლებით ვადევნებდი თვალს, ახლა ეს არ დამჭირვებია.

არც ბოლო წამებში მოგება იყო გასაკვირი, რადგან ხინჩეგაშვილის მიერ ცალკეული ასპარეზობის მიწურულს მოგებული არაერთი პრინციპული დაპირისპირების გახსენება შემიძლია. ის ყოველთვის უკანასკნელ წამებამდე იბრძვის. ლადოს შეუძლია მოწინააღმდეგე, რომელიც ჩაკეტილია და თავდაცვაზეა ორიენტირებული - გახსნას და ჭიდაობაში აიყოლიოს.

ხინჩეგაშვილი შესანიშნავი პიროვნება და სპორტსმენია. ის ნაკრების ლიდერია და ყველამ იცოდა, რომ თუ ვინმე გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი, ეს ხინჩეგაშვილი უნდა ყოფილიყო!

გენო პეტრიაშვილის შესახებ

შარშან ალენ ზასიევთან (უკრაინა) ორთაბრძოლაში გენოს მსოფლიოს თასზე ხელი ეტკინა. ფსიქოლოგიური მომენტია - როდესაც იმავე მოწინააღმდეგეს ხვდები, რომელთანაც ადრე ტრავმა მიიღე - გარკვეული სიფრთხილე გიწევს.

პირველი პერიოდის მერე, ანგარიშში 0:8 ჩამორჩენილ პეტრიაშვილს შესვენებაზე ვუთხარი, რომ აუცილებლად მხოლოდ ფეხში შესვლით უნდა ამოექაჩა ჩამორჩენა. ჯერ ერთი, ის ამას ჩინებულად აკეთებს და გარდა ამისა, ჩვენ ცაიტნოტში ვიყავით, ნაკადზე დატრიალების, ან ჯვარზე გადაყვანას მეტი დრო უნდა, თანაც ამ მომენტებში მოწინააღმდეგე ისვენებს. დრო კი ზასიევის წისქვილზე ასხამდა წყალს.

ფეხში შედიოდა თუ არა გენო და მოიპოვებდა ქულებს, ვეძახდი, რომ ამდგარიყო, ისევ დგომში გაეგრძელებინა ჭიდაობა და ისევ ფეხში შესულიყო. მან ყველაფერი კარნახის მიხედვით და სწორად გააკეთა, ბოლოს კი ზასიევი მას ვეღარაფერს უპირისპირებდა, რადგან ძალაგამოცლილი ჩანდა.

პეტრიაშვილმა ლაზარევთანაც (ყაზახეთი) ანგარიშში ჩამორჩენა სასწაულებრივ ამოქაჩა. ესეც იმის დასტურია, რომ გენო ფიზიკურად ძლიერია და გამძლეობა დიდი აქვს, თუმცა ამოუწურავი, ბუნებრივია, არც ესაა. ზედიზედ ორი ურთულესი შეხვედრის მოგების მერე, ჩვენს ფალავანს ცოტა დრო ჰქონდა ძალების აღსადგენად. მაგრამ აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვთან წაგებას მე სხვა მიზეზითაც ვხსნი.

პეტრიაშვილს ნაკრებების ერთობლივ წვრთნებზე მოუწია მასთან ერთად ვარჯიშმა, ადრე აზერბაიჯანშიც გვყავდა მცირე ხნით გაგზავნილი მოსამზადებლად. როგორც ჩანს, აზერბაიჯანელებმა კარგად შეისწავლეს პეტრიაშვილი, მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

მაგომედოვთან წაგების შემდეგ დაახლოებით ორი საათი, ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებელ შეხვედრამდე ჰქონდა გენოს. მან შეძლო ძალების აღდგენა და დამაჯერებლად იმარჯვა მონღოლ მოწინააღმდეგესთან გოლისთვის პაექრობაში.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის გენო პეტრიაშვილს დიდებში ევროპაზეც მოპოვებული აქვს ბრინჯაოს მედალი და მსოფლიოზეც უკვე მეორედ მიაღწია ამას.

2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზია გენომ უკვე გაინაღდა. მე ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობასაც ვესაუბრე, რომ თუ გვინდა მან წარმატებას მიაღწიოს რიო დე ჟანეიროში, აუცილებლად უნდა მივცეთ ბევრ ტურნირზე გამოსვლის და შესაბამისად სხვადასხვა სტილის მოწინააღმდეგესთან ჭიდაობის შესაძლებლობა.

ჯაბა ყველაშვილი და დავით ტლაშაძე

საქართველოს ნაკრებში, რომ რვა წონით კატეგორიაში, ერთი ქალაქიდან ოთხი წევრი რომ შევა პირველ ნომრად, ეს უდავოდ ძალიან დიდი მიღწევაა. ახლა ვატყობ, ყველა გორელი მოჭიდავისგან უკვე ულაპარაკოდ ელიან მედალს და სხვა შედეგს წარუმატებლობად თვლიან, ასე მიიჩნია ზოგიერთმა ჯაბა ყველაშვილისა და დავით ტლაშაძის შემთხვევაშიც.

ნაკლებად ინტერესდება მავანი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე ამის მიღწევა რაოდენ ძნელია.

ყველაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატი სხვა სიმაღლეა, თანაც ჭიდაობის გეოგრაფია გაიზარდა, ევროპის მიღმა ქვეყნებმა ძალიან მოუმატეს. ჯაბა მეტად გულდაწყვეტილი ჩანდა, რომ კვარცხლბეკზე ვერ დადგა, მაგრამ მე არ მიმაჩნია, თითქოს ამისგან ტრაგედია უნდა შექმნას. ავუხსენი კიდეც, ადრეც ხომ ჭიდაობდა და შედეგი არ ჰქონდა, საქართველოს ჩემპიონატის წინ ვუთხარი, რომ მისი დრო დგებოდა და მართლაც ქვეყნის ჩემპიონი გახდა, მერე ევროპის მესამე პრიზიორობა შეძლო, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის წარმატებისკენ. ასეთი წინსვლა უცებ არ მოდის.

თანაც ლას ვეგასში მისი ბადე ვინც ნახა, დამეთანხმება, რომ უაღრესად ტიტულოვან სპორტსმენებთან მოხვდა. სამი შეხვედრის მოგება მსოფლიოს ჩემპიონატზე ადვილია? ჯაბამ ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორთან წააგო და ამაზე დავემდუროთ? დავაცადოთ, ის მიაღწევს წარმატებას და ოლიმპიურ ლიცენზიასაც მოიპოვებს.

ყველაშვილი ფიზიკურად ძლიერია, მოპოვებული ქულის შენარჩუნება კარგად შეუძლია, სამუშაო კი ყველაზე მეტად სისწრაფეზე აქვს.

დავით ტალაშაძე პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. მისი დაწინაურება კიდევ უფრო მოკლე ხანში მოხდა, რიგითი მოჭიდავიდან უცებ წონაში პირველ ნომრობამდე მივიდა. მართალია, მის წონაში ოლიმპიური ლიცენზია არ თამაშდება, მაგრამ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მონაწილეობა პატარა საქმე არ არის. გამოცდილებას ისიც დააგროვებს და მომავალში უფრო მეტს მიაღწევს.

ბოლოს მინდა დავძინო, რომ მსოფლიოს ქვეყნები სულ უფრო მეტად ცდილობენ სპორტით თავისი სახე უმაღლეს დონზე წარმოაჩინონ და და დიდ რესურსსაც დებენ, შეჯიბრების მასპინძლობა იქნება თუ საზღვარგარეთ მაღალი შედეგების მიღწევა. ყველა ყურადღებით ეკიდება სპორტის განვითარების დონეს თავის ქვეყანაში. საჭიროა, რომ ჩვენმა ქვეყანამაც უფრო მეტ ძალისხმევას მიმართოს საამისოდ.

აგრეთვე სასურველია, რომ ურთიერთობა ჰქონდეს როგორც მტერთან, ისე მოკეთესთან, საერთო შედეგის ასამაღლებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

"ნეტავ იცოდნენ ქართველებმა, რამდენს ნიშნავს ნაკრები შენთვის" - თორნიკე შენგელიას ცოლი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, კენჭაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს [VIDEO]

კენჭაძემ ოლიმპიადის საგზური საოცარი ბრძოლის შემოტრიალებით მოიპოვა [VIDEO]

ნუგზარ სხირელი: ლადოს ახალ წონაში ყველაზე მეტად ფიზიკური მომზადება მაფიქრებს

"თავისუფალთა" ნაკრების თავკაცის პოსტზე გიორგი იანტბელიძის კანდიდატურა განიხილება

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

კარტოზია-ბალავაძის ტურნირი: ლეგენდა ადგილს არ იცვლის

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

ჯონ პეტერსონი: ჭიდაობა გორელებისთვის დნმ-ის ნაწილია

ბოლომდე მოგყვები, ოლიმპიურ ჩემპიონობამდეო - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის ვერცხლის მედალი მოუტანა!

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბულგარეთის ტურნირზე იასპარეზებს

ყველა ტიტული ხელახლა უნდა მოვიპოვო - ინტერვიუ ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან

ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება - დღეს 4 ქართველი "თავისუფალი" იჭიდავებს

ლადოს მიზანდასახულობა და გენოს ტვირთი - ინტერვიუ ნუგზარ სხირელთან

ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა "ევროპის ერთა თასი" მოიგო [VIDEO]

შეხვედრა გორის მერ ხინჩეგაშვილთან - სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა

ოლიმპიური ჩემპიონი ლადო ხინჩეგაშვილი პოლიტიკაში წავიდა

აღორძინება რეგიონებიდან უნდა დავიწყოთ - ინტერვიუ გეგა გეგეშიძესთან

მინსკი 2019: ქართველი მოჭიდავეები ოქროსა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ

ადრე ქართველმა გაანადგურა, ახლა კი UFC-ის ტიტულზე იბრძოლებს - ვინ არის იოელ რომერო [VIDEO]

არ გაიღვიძო, გენო, არა! - ინტერვიუ გენო პეტრიაშვილთან

კენჭაძე და პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ, ლომთაძე მესამე ადგილისთის იბრძოლებს [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა