ამერიკელი ჩოგბურთელის მიღწევა
რამდენიმე დღის წინ, 34-ე დაბადების დღის აღნიშვნის შემდეგ, სერენა უილიამსმა WTA-ის კლასიფიკაციის პირველ ადგილზე გატარებული 260-ე კვირა იზეიმა. სერენა ამ მაჩვენებლით კრის ევერტს დაეწია და მომდევნო ორშაბათს "სუფთა" მესამე ადგილზე გადაინაცვლებს. წინ მხოლოდ მარტინა ნავრატილოვა (332 კვირა) და შტეფი გრაფი (377) არიან.

მაგრამ, სეზონის ამ ნაწილში უფრო მნიშვნელოვანია "საჩემპიონო რბოლის" რეიტინგი, რომლის მეშვეობითაც უნდა გაირკვეს ის რვა ჩოგბურთელი, რომელიც სინგაპურში WTA-ის წლის შემაჯამებელ ჩემპიონატში ითამაშებს.

ამ ტურნირამდე ოთხი კვირით ადრე, ინტრიგა საკმარისზე მეტია, თუნდაც იმიტომ, რომ კონკურენტებს ერთმანეთში რამდენიმე ქულა აშორებთ. შესაბამისად, უახლოეს ტურნირებზე თითოეული მოგება უდიდეს მნიშვნელობას იძენს.

ტოკიოში ჩატარებული "პრემიერ" კატეგორიის ტურნირის შემდეგ, კლასიფიკაციაში მდგომარეობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა. აგნიეშკა რადვანსკამ იაპონიის დედაქალაქში ტიტული მოიგო და მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა, თან მერვე ადგილთან მხოლოდ ხუთი ქულა აშორებს. პირველ ათეულს მიუახლოვდნენ კაროლინ ვოზნიაცკი და ბელინდა ბენჩიჩი. სინგაპურში გამგზავრების პრეტენდენტთათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინური ტურნირები უჰანსა და პეკინში, რადგან იქ ბევრი ქულა გათამაშდება.

რაც შეეხება ძირითად რეიტინგს, აქ თითქმის ყოველ კვირას არის გადაადგილებები პირველ ათეულში. ტოკიოში ტიტულმა რადვანსკას საშუალება მისცა დაბრუნებულიყო TOP10-ში. თან, პოლონელი მე-13 ადგილიდან მეშვიდემდე ავიდა. ვოზნიაცკიმ კი უჰანის ნახევარფინალი დაკარგა და მეექვსედან მე-11 პოზიციამდე დაქვეითდა. ამის წყალობით, აშშ-ის ღიას შემდეგ უთამაშებელმა ფლავის პენეტამ ისევ განაახლა პირადი რეკორდი.

იტალიელი პირველად აღმოჩნდა მეექვსე ადგილზე. ანა ივანოვიჩი ერთკვირიანი პაუზის შემდეგ ტოპ-ათეულში დაბრუნდა - მეცხრე პოზიციაზე. მან ანჟელიკ კერბერის ადგილი დაიკავა, რომელიც თავად სულ რაღაც ერთი კვირით დაბრუნდა ათეულში და მაშინვე ჩამოვარდა მე-13 ადგილამდე. ტოკიოში ფინალში გასვლის შემდეგ, ბელინდა ბენჩიჩი მე-14 ადგილზე გადავიდა, მაგრამ მისი ჩამორჩენა მეშვიდე ადგილზე მყოფ რადვანსკასთან მხოლოდ 205 ქულაა.

ეჟენი ბუშარმა ვერ დაიცვა ქულები უჰანის ფინალისთვის. და კანადელი 26-ე ადგილიდან 36-მდე ჩამოვიდა. ასევე 900 ქულა დააკლდა პეტრა კვიტოვას, თუმცა ის დარჩა მეოთხე ადგილზე.

გარდა ამისა, გასულ კვირას გაიმართა მცირე ტურნირები. სეულში გამარჯვების შემდეგ, ირინა ბეგუ 26-ე ჩოგანი გახდა, რითაც პირადი რეკორდი გააუმჯობესა. გადამწყვეტ მატჩში ბეგუმ ბელარუსი ალექსანდრა სასნოვიჩი დაამარცხა. ამ უკანასკნელმა 136-ე ადგილიდან 102-ე ადგილამდე გადაინაცვლა. კორეაში ნახევარფინალით ანა შმიედლოვამ პირველად შეაღწია TOP30-ში.

გუანგჯოუში გაიმარჯვა ელენა იანკოვიჩმა, მაგრამ დარჩა 25-ე პოზიციაზე. ფინალში სერბმა გაანადგურა დენისა ალერტოვა. ჩეხი, რომელმაც ტურნირის მსვლელობისას სიმონა ჰალეპს მოუგო, 74-ე პოზიციიდან 57-მდე ავიდა. ასევე აღვნიშნავთ, რომ ნახევარფინალში გასული იანინა ვიკმაიერი TOP50-ში დაბრუნდა.

ქალთა კლასიფიკაციის ფონზე, მამაკაცთა ტურში ყველაფერი მშვიდადაა. ფორმალურად ჯერ ბევრს არ აქვს გარანტირებული ლონდონში თამაში, მაგრამ, ამ მომენტისთვის "ჩემპიონთა რბოლის" კლასიფიკაციაში მერვე ადგილზე მყოფ დავიდ ფერერსა და მეცხრეადგილოსან რიშარ გასკეს შორის სხვაობა - 650 ქულაა.

ხოლო მეშვიდე ადგილზე მყოფ რაფაელ ნადალთან 1360 ქულა აშორებს. რეალურად, იმისთვის, რომ პირველ რვა ჩოგბურთელს შორის მოხვდეს, რომელიმე მდევარმა აუცილებლად უნდა მოიგოს "მასტერსის" სერიის ტურნირი, ან წარმატებული სერია გამოაცხოს "500" კატეგორიის ტურნირებზე. გასკეს გარდა, მდევართა ჯგუფში შედიან ანდერსონი, ისნერი, რაონიჩი, ჩილიჩი, სიმონი და ცონგა.

ცონგამ გასულ კვირას ტიტული მოიპოვა მეცში, როცა ფინალში თანამემამულე ჟილ სიმონი დაამარცხა. ჟომ ფელისიანო ლოპესს გაუსწრო და მე-16 ადგილზე გადავიდა.

მილოშ რაონიჩმა სანკტ-პეტერბურგში პირველი ტიტული მოიგო სეზონში. კანადელი მეცხრე ადგილზე დარჩა რეიტინგში. და საერთოდ, გასული კვირის შედეგების მიხედვით, პირველ ათეულში არანაირი ცვლილება არ მომხდარა. ფინალში რაონიჩმა ჟოაო სოუზას მოუგო. პორტუგალიელი TOP50-ში შევიდა. გარდა ამისა, სანკტ-პეტერბურგის ნახევარფინალისტმა დომინიკ ტიმმა ბერნარდ ტომიჩს გაუსწრო და TOP20-ში დაბრუნდა. პირველ ოცეულში 22 წლის ტიმი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია.

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 145

2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 420

3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 8 730

4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 005

5(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 050

6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 945

7(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 3 770

8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 695

9(9). მილოშ რაონიჩი (კან) 2 950

10(10). ჟილ სიმონი (საფ) 2 665

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 11 500

2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 6 780

3(3). მარია შარაპოვა (რუს) 5 691

4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 4 396

5(5). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 525

6(7). ფლავია პენეტა (იტა) 3 317

7(13). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 190

8(8). გარბინ მუგურუსა (ესპ) 3 116

9(12). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 070

10(10). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 070

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ამას არასდროს დავივიწყებთ" - სერენა როჯერს დაემშვიდობა
23 სლემი, 4 ოლიმპიადა - ისტორიაში საუკეთესო ქალმა ჩოგბურთელმა კარიერა დაასრულა
"ჯერ კარიერა არ დამისრულებია, ბევრს ვვარჯიშობ" - სერენა უილიამსი დაბრუნებას აანონსებს
"აქ ვარ იმისთვის, რათა გითხრათ, რომ მივდივარ" - ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა კარიერა დაასრულა
როცა გენიოსი სპორტის ლეგენდებსაც აოცებს - გაოგნებული სერენა, ლებრონი და ბექჰემი... როგორი იყო მესის დებიუტი "ინტერ მაიამიში" [VIDEO]
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა