ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

დაუნდობელი სიმართლე - მაიკ ტაისონის ავტობიოგრაფია [გაგრძელება]

კასის სიკვდილი
ამ სუპერვარსკვლავებთან ხშირი ურთიერთობების მიუხედავად, სრულად მაინც ვერ ვაცნობიერებდი საკუთარ წარმატებას.

ეს მაშინ მოხდა, როცა რესტლერ ბრუნო სამარტინოს (ბრუნო ლეოპოლდო ფრანჩესკო სამარტინო - იტალიელ-ამერიკელი პროფესიონალი მოჭიდავე-რესტლერი) შევხვდი. ასაკის მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტად გამიტაცა ორთაბრძოლებმა. მიყვარდა სამარტინო, გორილა მუსონი (ნამდვილი სახელი - რობერტ ჯეიმს "ჯინო" მარელა), ბილი გრემი (ნამდვილი სახელი - უეინ კოულმენი).

ერთ საღამოს წვეულებაზე წავედი, სადაც ტომ კრუზი გავიცანი, რომელიც მხოლოდ იწყებდა თავის კარიერას. იქ ვნახე ბრუნო სამარტინო. ენა დამება. უხმოდ მივაშტერდი მას. ვიღაცამ გაგვაცნო ერთმანეთი. წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი, მაგრამ მე დავიწყე მისი ყველა ლეგენდარული ბრძოლის გახსენება - "მკვლელ" კოვალსკისთან, ნიკოლაი ვოლკოვთან, ჯორჯ სტილთან, მეტსახელად "ცხოველი". ჩემს ავადმყოფ და განდიდების მანიით შეპყრობილ გონებაში აზრი წარმოიშვა:

"ეს ხომ ჩემი სიდიადის ნიშანია. ჩემი გმირი აქ, ჩემთან არის. მეც ასეთივე დიადი გავხდები და ჩემპიონობას მოვიგებ".

კასი სულაც არ იყო აღფრთოვანებული იმით, რომ სულ უფრო მეტ დროს ვატარებდი მანჰეტენზე. როცა ქალაქში მივდიოდი, ჯიმი ჯეკობსის მარჯვენა ხელს, უსაქმურ სტივ ლოტს გადავეყრებოდი ხოლმე. სტივი მძაფრი შეგრძნებების მოძებნის იდეალური ნიმუში იყო და დავყავდი კლუბ "ნაუტილუსში" ან სხვა მაცდურ ადგილებში, სადაც ბევრი ლამაზი გოგო იყო. იმ დროს, მიზანმიმართული ვიყავი იმაზე, რომ საჩემპიონო ტიტული მომეპოვებინა. ამიტომაც დიდად არ ვერთობოდი გოგონებით. ვცდილობდი, კარგი ბიჭი ვყოფილიყავი, რომელიც შორს არ შეტოპავდა.

ამასობაში, ჩემი სისუსტე კვება გახდა. სტივი შესანიშნავად ამზადებდა და როცა ღამის კლუბებში ექსკურსიას ვამთავრებდი და შინ ვბრუნდებოდი, სტივი ჩინური კერძების ნარჩენებს მიცხელებდა. როცა რამდენიმე დღის შემდეგ კატსკილში დავბრუნდი, კასი ძალიან გაბრაზდა.

- შენს უკანალს შეხედე. ის კიდევ უფრო გაიზარდა, - თავს აქნევდი ის.

შემდეგი ბრძოლა ჩემი პირველი ნამდვილი გამოცდა იყო. 9 ოქტომბერს დონი ლონგს ვხვდებოდი ატლანტიკ სიტიში. ლონგი დაახლოებით იმ დონის მოკრივე იყო, როგორც ძალიან ძლიერი მძიმეწონოსანი ჯეიმს ბროუდი ან ჯონ ტეიტი - მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი WBA-ს ვერსიით. ვიცოდი, რომ მასთან სწრაფი გამარჯვება კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენდა ჩემს თავს საკრივო სამყაროში. ბრძოლის წინ ლონგი აბსოლუტურად იყო დარწმუნებული საკუთარ თავში და ESPN-ის კომენტატორს, ალ ბერნშტეინს განუცხადა, რომ შეძლებდა ჩემ განადგურებას. ლონგს "კატასტროფის ოსტატს" უწოდებდნენ, მაგრამ ის საღამო მისთვის აღმოჩნდა კატასტროფა - როგორც კი გონგის ხმა გაისმა და ბრძოლა დაიწყო. ძალიან სწრაფად და გაშმაგებით ვავიწროებდი, რინგის ყველა წერტილში ვდევნიდი და პირველ წამებზე წავაქციე მარცხენა დარტყმით. ოდნავ მოგვიანებით, მარჯვენა აპერკოტმა ისევ ნოკდაუნში ჩააგდო. მასთან საქმე მარჯვენა აპერკოტისა და მარცხენა ჰუკის კომბინაციით დავასრულე. მოგებისთვის წუთნახევარზე ნაკლები დამჭირდა.

ბრძოლის შემდეგ ალ ბერნშტეინმა ჩემგან ინტერვიუ აიღო.

- ჯერ კიდევ დილით მიმაჩნდა, რომ დონი ლონგი თქვენთვის სერიოზული მეტოქე იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა, - დაიწყო ალმა.

- მე კი დილით გკითხეთ: თუ მას პირველ ან მეორე რაუნდში ნოკაუტში გავუშვებდი, ისევ ჩათვლიდით ძლიერ მოკრივედ?

- ვფიქრობდი, რომ ის სწორედ ასეთი მოკრივე იყო, მაგრამ ახლა ამაში ეჭვი მეპარება, - აღიარა ალმა.

- ო-ო, ახლა უკვე არა... - გამეცინა მე.

- არა, ის სერიოზული მოკრივეა, უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ, როგორც ჩანს, თქვენთვის არ აღმოჩნდა სერიოზული.

- თავიდანვე ვიცოდი, მაგრამ სხვამ არავინ იცოდა, რომ სიყალბე არ იქნებოდა, ყველაფერი ნამდვილი იყო.

ბევრი ადამიანი მოვიდა ბრძოლის სანახავად. აქ იყო ჯესი ფერგიუსონი, ფრეიზერებიც მოვიდნენ. ყველანი მოდით და მიიღებთ იმას, რაც გსურთ, რადგან მაიკ ტაისონი რინგზე თქვენთვის გადის, ის გელოდებათ თქვენ. მოდით ყველანი - აქ სიყალბე არ იქნება.

ძალიან ვიყავი კონცენტრირებული საკუთარ მიზანზე. არ ვცხოვრობდი რეალურ სამყაროში. ინტერვიუს ვაძლევდი სპორტულ ყოველკვირეულს, "სპორტს ილუსტრეიდეტს" და იქ ვთქვი: "ყველაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ჩემ გარშემო ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც მხოლოდ ერთობა. ეს მადუნებს. მას, ვისაც მხოლოდ გართობა აინტერესებს, ვერაფერს მიაღწევს". მიმაჩნდა, რომ იმათზე ძლიერი ვიყავი, ვინც საღამოებსა და წვეულებებს აწყობდა, მაგრამ, ამავდროულად, სისუსტესაც ვიჩენდი. მინდოდა ვყოფილიყავი "კოლუმბში" მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს შორის, მაგრამ, ამასთან, გავმკლავებოდი ცდუნებას - გავმხდარიყავი ამ მხიარულების თანამონაწილე.

სექსი კვლავინდებურად არ მქონდა. ბოლოს ეს მოხდა ოლიმპიადაზე იმ სტაჟიორ გოგონასთან. ვერ ვიტყვი, რომ სექსი საერთოდ არ მინდოდა, მაგრამ არასაკმარისად თამამი ვიყავი ქალებთან. არ ვიცოდი, როგორ მომეპოვებინა ისინი. "ეი, გამარჯობა, სექსი ხომ არ გინდა?" ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეთქვა მსგავსი რამ. იმ პერიოდში, სპორტკომპლექს "მედისონ სკვერ გარდენში" ანდერქარდზე უნდა მეჩხუბა. ჩემმა რეპუტაციამ თავისი როლი ითამაშა და ჩემი მოწინააღმდეგე ბრძოლაზე არ გამოცხადდა. ამიტომაც კომპლექსი დავტოვე და 42-ე ქუჩაზე ბორდელში წავედი. ვიცნობდი ამ ადგილს, რადგან ადრეულ წლებში ხშირად ვსეირნობდი თაიმს-სქვერზე.

შევედი შენობაში და მისაღებში ერთ-ერთ სკამზე დავჯექი. წინ დიდი ეკრანი იყო, რომელშიც პორნოფილმებს უჩვენებდნენ. მოდიოდნენ გოგონები, გვერდით სხდებოდნენ და მეკითხებოდნენ: "შეხვედრა ხომ არ გინდა?" თუ ერთს უარს ეტყოდი, მას მეორე ცვლიდა. იქ ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი და, როგორც ჩანს, მოვეწონე მათ. ლამაზი კუბელი ავირჩიე და მასთან ერთად უკანა ოთახში გავედი.

ფროიდი ძალიან გამხიარულდებოდა ამ სიტუაციაზე. ვემზადებოდი იმისთვის, რომ აგრესიულობა გამომეჩინა და რინგზე ჩემი მეტოქე გამენადგურებინა, მაგრამ ბრძოლა გააუქმეს და მე ბორდელში აღმოვჩნდი. ძალიან აღგზნებული ვიყავი. სექსის დროს, მას ხერხემლის მალა დაუზიანდა და დაიყვირა: "გაჩერდი! ზურგზე რაღაც მჭირს!" დამთავრებული არ მქონდა, ამიტომაც ფული უკან მოვითხოვე. მან თემა შეცვალა და ჩემს მაისურზე მკითხა, რომელზეც ედვინ როსარიო ეხატა. ტკივილის გამო გაგრძელება უჭირდა, ამიტომაც შემომთავაზა: "მოდი, ვილაპარაკოთ". ცოტა ვილაპარაკეთ და უკან წამოვედი.

ამის შემდეგ კასმა ჩემი საქმეების ფორსირება დაიწყო. ლონგთან ბრძოლიდან 16 დღის თავზე, რობერტ კოლეის შევხვდი. ორი მარცხენა ჰუკი გავისროლე, რომელთაგანაც ერთ-ერთმა მიზანს არ მიაღწია, მაგრამ მეორემ ნოკაუტში ჩააგდო. ეს 37-ე წამზე მოხდა. ერთი კვირის შემდეგ ნიუ იორკის შტატის ჩრდილოეთით, ლეტემში სტერლინგ ბენჯამინთან ვჩხუბობდი. ის ნოკდაუნში ჩავარდა მოკლე მარცხენა ჰუკით. "რვა" დათვლაზე ისევ ვეცი აპერკოტებითა და კორპუსში მძლავრი დარტყმებით. ის დაეცა. რეფერიმ ბრძოლა გააჩერა. პუბლიკა აღფრთოვანებაში მოვიდა, მე კი დარბაზისკენ შევბრუნდი, ბაგირებს შორის ხელები გავყავი და მათ გლადიატორის სტილში მივესალმე.

მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ჩემი მე-11 მოგება პროფესიულ რინგზე. კასი ძალიან ავად იყო. ის ჯერ კიდევ იმ დროს დაავადდა, როცა მასთან და კამილასთან გადავედი საცხოვრებლად. მას მუდმივად ახველებდა. ვიცოდი, როცა ბრძოლებზე ჩემთან ერთად არ მგზავრობდა, ეს ნიშნავდა, რომ ცუდად იყო. კასი შინ დარჩა, როცა ლონგსა და კოლეს ვეჩხუბე, მაგრამ ლეტემში ჩემთან ერთად წამოვიდა ბენჯამინთან ჩხუბის სანახავად. მასში მოჭარბებულად იყო ბებერი ჯიუტი იტალიელი, რომ საკუთარ ეზოში ჩხუბი გამოეტოვებინა. მას არ სჯეროდა ექიმების, ერთ-ერთი პირველი მომხრე იყო ვიტამინების და იმის, რასაც დღეს "ალტერნატიულ მედიცინას" უწოდებენ; აგრეთვე, სჯეროდა დიეტოთერაპიის.

ვიცოდი, რომ კასი ავად იყო, მაგრამ საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ის ამას გაუმკლავდებოდა, რათა ჩემი გაჩემპიონება ენახა. მუდმივად ამაზე ვლაპარაკობდით. ის აპირებდა ჩემ გვერდით ყოფილიყო ტრიუმფის მომენტში. ამ ერთი-ერთზე საუბრებში ხანდახან წამოსცდებოდა: "შეიძლება შენ გვერდით აღარ ვიყო, ამიტომაც ახლა უნდა მომისმინო კარგად". მეგონა, ის ასე ჩემ შესაშინებლად ლაპარაკობდა, რომ დარწმუნებულიყო - ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. კასი ყოველთვის ისეთ რამეებს ლაპარაკობდა, რაც ჩემში შიშის გრძნობას იწვევდა.

ის ოლბანის კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ ჯიმი ჯეკობსმა იზრუნა, ნიუ იორკში "მაუნტ-სინაის" სამედიცინო ცენტრში გადაეყვანათ. სტივ ლოტთან ერთად მის სანახავად წავედი. კასი საწოლში წამომჯდარი ნაყინს შეექცეოდა. რამდენიმე წუთი ვილაპარაკეთ, შემდეგ სტივს სთხოვა, რამდენიმე წუთი მარტო დავეტოვებინეთ.

და სწორედ მაშინ მითხრა, რომ პნევმონიით კვდებოდა. ვერ ვიჯერებდი. ძალიან ცუდად არ გამოიყურებოდა. ის ჰგავდა პაციენტს, რომელიც გამოსაწერად იყო გამზადებული - სავსე ენერგიითა და სიცოცხლით. იჯდა და ნაყინს მიირთმევდა. მშვიდად გამოიყურებოდა. შოკირებული ვიყავი.

- არ მინდა, ეს საქმე შენ გარეშე ვაკეთო, - ვთქვი მე და ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. - არ ვაპირებ ამის გაკეთებას.

- თუ შენ არ იჩხუბებ, მაშინ მიხვდები, რომ ადამიანები საფლავებიდან ბრუნდებიან. ასეთ შემთხვევაში, მთელი დარჩენილი ცხოვრება თან გსდევ.

მას ვუთხარი: "კარგი".

შემდეგ ჩემი ხელი აიღო და წარმოთქვა:

- მსოფლიომ უნდა გნახოს, მაიკ. შენ იქნება მსოფლიოს ჩემპიონი, უდიადესი ყველას შორის.

შემდეგ კასი ატირდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ის ატირებული ვნახე. თავდაპირველად გავიფიქრე: იმის გამო ტირის, რომ ვეღარ მნახავს, როგორ გავხდები ჩემპიონი იმ ყველაფრის მერე, რაც ერთად გადავიტანეთ და გავიარეთ. მაგრამ მალე მივხვდი, რომ კამილას გამო ტიროდა. სულ გადამავიწყდა, რომ არსებობდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც მისთვის ჩემზე მეტს ნიშნავდა. კასმა მითხრა: "ძალიან ვნანობ, კამილაზე რომ არ ვიქორწინე. წარუმატებლად ვებრძოდი ჩემს საგადასახადო პრობლემებს და არ მინდოდა მათი კამილასთვის გადაბარება".

- მაიკ, ერთი სამსახური გამიწიე, - მთხოვა მან. - დამპირდი, რომ კამილაზე იზრუნებ.

პალატიდან შოკირებული გამოვედი. სტივის ბინაში გავჩერდი. ჯიმიც იმ სახლში ცხოვრობდა. იმავე დღეს, მოგვიანებით, ჯიმიმ ბანკში წამიყვანა, რომ ჩემს ანგარიშზე ბოლო ბრძოლაში მიღებული 120 000 დოლარი დაედო.

ახლა ჩემი სახელი გაზეთებში ეწერა, გამოჭიმული ვიყავი ჟურნალ "სპორტს ილუსტრეიტედის" გარეკანზე. უცნობი ადამიანები ქუჩაში მაჩერებდნენ და წარმატებას მისურვებდნენ. თავდაჯერებული გავხდი, კარგად გამოვიყურებოდი. ბანკში ყველა გოგოს ვიცნობდი და როგორც წესი, ველაზღანდარებოდი მათ, ისინი კი ფლირტით მპასუხობდნენ.

მაგრამ ამჯერად, სანამ ბანკში შევიდოდით, ჯიმი უცებ შეჩერდა.

- კასი ამ ღამეს ვერ გადაიტანს, მაიკ. ექიმებმა თქვეს, რომ რამდენიმე საათი სიცოცხლე დარჩა.

ტირილი დავიწყე, თითქოს ყველაფერს წერტილი დაესვა. ეს მოხდა, ჩემი სამყარო ჩამოიშალა. ბანკში ყველა გოგო მე მომაშტერდა.

- რაიმე პრობლემაა? - მოგვიახლოვდა მენეჯერი.

- ამ წუთას გავიგეთ, რომ ჩვენი მეგობარი კვდება და მაიკს მძიმედ გადააქვს ეს ყველაფერი, - თქვა ჯიმიმ.

ის მშვიდი და მობილიზებული იყო. აი, ასე, არანაირი ემოცია. სწორედ ისე, როგორც კასი ასწავლიდა. მე კი ტირილს ვაგრძელებდი, როგორც ჯარისკაცი, რომელმაც ბრძოლაში თავისი მხედართმთავარი დაკარგა.

(გაგრძელება იქნება)

[VIDEO] აზერბაიჯანელი მწვრთნელი მსაჯს რინგზე ფიზიკურად გაუსწორდა - კადეტთა ევროპის ჩემპიონატის სკანდალური მომენტი

[VIDEO] უსიკმა დუბუა დაანოკაუტა და უდავო ჩემპიონის სტატუსი მესამედ მოიპოვა

ბერლინში დაუმარცხებელი ჩეჩენი მოკრივე მოკლეს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები

ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]

"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა

"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა

ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა

"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი