ისრაელიდან დაბრუნებულმა წყალბურთელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს
საქართველოს წყალბურთელ ვაჟთა ნაკრებმა ორიოდე დღის წინათ ისრაელის ქალაქ ნეთანიაში წარმატებით ითამაშეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ტურში: ჩვენები დაუზავდნენ (5:5) E ჯგუფის ფავორიტ ჰოლანდიას, ხოლო ისრაელი და ლიტვა დაამარცხეს, შესაბამისად, 17:6 და 18:6, ორი რაუნდის ჯამში მოაგროვეს 13 ქულა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ზედიზედ მეორედ დაიმსახურეს.

გადამწყვეტ რაუნდს გაისად, 10-23 იანვარს ბელგრადი უმასპინძლებს.

ისრაელიდან დაბრუნებულმა წყალბურთელებმა გუშინ, 30 სექტემბერს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით რურუა, ვიცე-პრეზიდენტები - ალექსანდრე ნიკოლაიშვილი და ალექსანდრე ბითაძე, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე და სხვები.

სპორტის მინისტრმა წარმატება მიულოცა წყალბურთელებს და იქვე დასძინა:

"ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ მოხვედრა შემთხვევით არ ხდება - ეს ფედერაციის, მწვრთნელებისა და სპორტსმენების თავდადებული გარჯის შედეგია.

ფედერაციასთან ერთად უნდა შევიმუშავოთ მოკლე და გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამები, კეთილმოეწყოს ინფრასტრუქტურა, გაიზარდოს საქართველოში წყალბურთის გეოგრაფია, რათა სპორტის ამ სახეობამ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწიოს.

ალბათ, დადგა დრო, ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაზეც ვიფიქროთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
წყალბურთი: "დინამოს" დაბრუნება "ივენთჰოლში" აღნიშნეს
მსოფლიო ლიგა თბილისში - საქართველო-იტალია "ოლიმპიკში"
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
რუსეთი VS საქართველო - ყაზანში რევანშის ასაღებად
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა სლოვენია გაანადგურა და მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები იტალიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ელაჩას 6 გოლი და წაგება საბერძნეთთან - საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს
ალექსანდრე ბითაძე: იტალიას ჩვენი დამარცხება გაუჭირდება
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
მსოფლიო ლიგა: საქართველო იტალიასთან დამარცხდა
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა