ოფიციალურად: ჰაასმა გროსჟანი აიყვანა
გუშინ, ბრიტანულმა საჯინიბომ "მაკლარენმა" დაადასტურა ჯენსონ ბატონის კონტრაქტი 2016 წლის სეზონისთვის.

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯენსონთან ერთად განვიხილავდით ჩვენს გეგმებს და კმაყოფილები ვართ იმით, რომ ამ მოლაპარაკებებმა დღევანდელ განცხადებამდე მიგვიყვანა.

2016 წლის სეზონში, ბატონი "მაკლარენში" მიმდინარე ორწლიანი კონტრაქტის პირობებით იასპარეზებს. ჯენსონი - ყველაზე გამოცდილია ფორმულა 1-ის მოქმედ პილოტებს შორის. მომდევნო წელს, ის მხოლოდ მესამე პილოტი გახდება ისტორიაში რუბენს ბარიკელოსა და მიხაელ შუმახერის შემდეგ, ვისაც კოლექციაში 300 გრან-პრი ექნება. ეს გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თან ის ბრწყინვალე ფორმაშია და როგორც ყოველთვის, სწრაფი", - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა რონ დენისმა.

"არ ვმალავდი, რომ ბოლო თვეში სერიოზულად ვფიქრობდი საკუთარ მომავალზე. მაგრამ, "მაკლარენში" უკვე ექვსი წელია გამოვდივარ და ამ დროის განმავლობაში, კარგად გავიცანი რონ დენისი. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ინტენსიური მოლაპარაკებები გვქონდა, რომლის დროსაც ცხადი გახდა, რომ რონს სურს გუნდის დღევანდელი კრიზისიდან გამოყვანა. ამან დამაჯერებლობა შემძინა და ამიტომაც გადავწყვიტეთ თანამშრომლობის გაგრძელება.

ეს სეზონი მძიმედ მიმდინარეობს ჩვენთვის, მაგრამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ, რომ სიტუაციაში გარდატეხა შევიტანოთ. უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, "ჰონდასთან" ერთად დაძაბული მუშაობა გველოდება. უნდა დავრწმუნდეთ, რომ 2016 წლის სეზონი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე 2015 წელს", - ასეთი კომენტარი გაუკეთა ახალ ამბავს ბატონმა.

ოფიციალურად: ჰაასმა გროსჟანი აიყვანა

ამერიკული საჯინიბო Haas F1-ის ხელმძღვანელობამ არაერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის სეზონისთვის გამოცდილი პილოტის აყვანა სურდა. და აი, გუშინ, გამოცხადდა, რომ გაისად, ამერიკული გუნდისთვის სადებიუტო სეზონში, "ჰაასის" ღირსებას დაიცავს რომენ გროსჟანი, რომელიც "ლოტუსის" მოქმედი პილოტია.

"ის, რასაც ჯინ ჰაასი და მისი გუნდი ქმნის, დიდ შთაბეჭდილებას ახდებს. და ამაყი ვარ, რომ ამ პროექტში მივიღებ მონაწილეობას. ფორმულა 1-ში დაუჯერებლად დიდი კონკურენციაა და წარმატების მიღწევის ერთადერთი ხერხია - სამუშაოს მიმართ ახალი მიდგომის მონახვა.

ამ გუნდში ჩემს წინაშე ახალი შესაძლებლობები ჩნდება, რადგან მას სრულიად განსხვავებული მიდგომა აქვს ფორმულა 1-ის მიმართ. მე მჯერა ამ პროექტის, ხოლო გუნდში ჩემი სჯერათ.

სეზონის დარჩენილ ხუთ რბოლაში ვაპირებ ასი პროცენტით დავიხარჯო "ლოტუსის" მანქანის საჭესთან, რადგან ამ გუნდში უკვე ხუთი წელია გამოვდივარ. თუმცა აღმაფრენას მაძლევს პერსპექტივები, რომელიც ჩემს წინაშე Haas F1-ში იშლება", - განაცხადა გროსჟანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ფორმულა 1-ში რუსი პილოტი შეიძლება წელსაც ვნახოთ
ფორმულა 1: ბატონი ცოლს გაეყარა
ფოტო-NEWS: გაიცანით ახალი "ლოტუსი"
ფორმულა 1. იაპონიის გრანპრი: საინტერესო სტატისტიკა
ფოტო-NEWS: აუთსაიდერები ხუმრობენ
ფორმულა 1. აბუ დაბის გრანპრი: ფეტელის ზედიზედ მეშვიდე ტრიუმფი
"ლოტუსიც" დაკომპლექტდა: გროსჟანი და მალდონადო
ფორმულა 1: მეორე ადგილისთვის აბუ დაბიში
ფორმულა 1: მონაკო ალონსოს გარეშე
იაპონიის გრანპრი: სებასტიან ფეტელის მეხუთე, მეცხრე და 35-ე გამარჯვებები
დღის სუპერგოგონა: მოდელი, რომლის გამო ბატონი ცოლს დაშორდა [PHOTO]
ფორმულა 1: ბატონი "მაკლარენში" რჩება