მადრიდული დერბი რონალდოს რეკორდის მოლოდინში
სანაკრებო პაუზის წინ ლა ლიგაში მორიგი ტური გაიმართება, რომელსაც დიდებულ განწყობაზე ხვდება კრიშტიანო რონალდო, ხოლო ლეო მესი თავისი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან უყურებს. "წყალქვეშა ყვითელი ნავი" მოულოდნელი ლიდერია, საინტერესოა, რამდენი ხნით...

ლაზარეთი VS ლაზარეთი

გახსოვთ ევროპის სუპერთასის თბილისური მატჩი? ევერ ბანეგასა და ლეო მესის ბრწყინვალე საჯარიმოები, 4:4 და დამატებით დროში პედროს მიერ გატანილი გოლი?

შაბათს რემატჩი ანდალუსიაშია, ოღონდ ზემოთ ჩამოთვლილი ტრიო ვერ ითამაშებს - ბანეგა და მესი ტრავმირებულები არიან, ხოლო პედრო "ჩელსის" ფეხბურთელია. ორივე გუნდს უზარმაზარი საკადრო პრობლემები აქვს, ხოლო "სევილია" გვარიან კრიზისშიცაა; აი, "ბარსელონას" კი ამ კრიზისის ნიშნები ეტყობა, ჯერჯერობით, შედეგი არის, მაგრამ გუნდი სასურველ ფორმაში ვერაა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსას" "კამპ ნოუზე" მოგებულ მატჩში უსტვინეს!

ლუის სუარესი "ბარსას" ტოპ-იმედი გახდა, მისი გოლით კატალონიურმა გრანდმა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი მოიგო, ხოლო ევროთასებზე გატანილი 31 გოლით ის ქვეყნის რეკორდსმენი გახდა - ურუგვაელმა თანამემამულე ედინსონ კავანის გაუსწრო, რომელმაც ლვოვში თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

კატალონიელებს "სანჩეს პისხუანზე" 2006/07 წლების სეზონის მერე არ წაუგიათ. მაშინ "ბარსას" კარში გამარჯვების გოლი დანი ალვეშმა გაიტანა. ახლა ბრაზილიელი "ბარსელონაშია" და ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს. მართალია, ტრავმირებული არაა, მაგრამ ცუდ დღეშია ხავიერ მასკერანო - მას დაჭერა ემუქრება 1,5 მილიონი ევროს გადასახადების დამალვის ბრალდებით.

ტრავმები ლუის ენრიკესთვის მართლაც სერიოზული პრობლემაა - ივლისის მერე გუნდში 13 ტრავმის შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა გასულ სეზონში სულ 15 შემთხვევაა ცნობილი. ამ მხრივ, კიდევ უფრო ცუდი სიტუაციაა უნაი ემერის ბანაკში.

მადრიდული დერბი

ტურის ცენტრალური მატჩი მადრიდშია - დედაქალაქის დერბი. "რეალს" უკვე არ წვრთნის კარლო ანჩელოტი, რომელსაც არაფერი გამოსდიოდა დიეგო სიმეონეს "ატლეტიკოსთან". ახლა "ატლეტიკოც" სულ სხვაა და არც "რეალია" იგივე გუნდი, სახეცვლილება მასაც შეეხო.

მოკლედ, ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის. "ატლეტიკომ" უკვე წააგო "ბარსელონასთან", კიდევ ერთ უშუალო კონკურენტთან მარცხი კი იმის ნიშანი იქნება, რომ საჩემპიონო დოღი ორბედაურიანი იქნება.

კრიშტიანო რონალდომ "რეალის" მაისურით 323 გოლი გაიტანა. ზუსტად ამდენი აქვს გატანილი კლუბის რეკორდსმენ რაულ გონსალესს. ასე რომ, კრიშტიანოს მისი გადასწრება შეუძლია. აი, "მარკა" კი უკვე რონალდოს მიიჩნევს "რეალის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად, რადგან ერთით მეტ გოლს უთვლის მას "რეალში" - 324. სხვა გამოცემები "მარკას" არ ეთანხმებიან.

რაფა ბენიტესის გუნდს უბრუნდება ხამეს როდრიგესი, რომელსაც ჩემპიონატის სტარტზე ბევრი გაუცდა. იმავე სიტუაციაში არიან დანილო და სერხიო რამოსი. "ატლეტიკო" ცუდ დროს ხვდება დერბის - სიმეონეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბენფიკასთან" დათმო და ჯერ კიდევ უცნობია, ითამაშებს თუ არა "რეალთან" კოკე, რომელმაც ახლახან მოიშუშა ტრავმა.

ვალენსიური დერბი

ვალენსიის მხარის დერბი "ლევანტესა" და "ვილიარეალს" შორის იმ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ "ყვითელი წყალქვეშა ნავი" პრიმერას მოულოდნელი ლიდერია და ასეთად დარჩება, თუკი "სიუტატ დე ვალენსიაზე" მოიგებს. "ვალენსია" ბილბაოს "ატლეტიკს" სტუმრობს. მოკლედ, ამ ტურში ლა ლიგაში ბევრი საინტერესო დაპირისპირებაა.

პარასკევი. 2 ოქტომბერი

სელტა-ხეტაფე 22:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გუიდეტი (?), ფერნანდესი, ფონტასი, ბლანკო - ლასენი (?), ლაგო

ბოლო 6 მატჩი

+4=2-0 +2=0-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 10 თამაში: +4=2-4, (12-13)

შაბათი. 3 ოქტომბერი

სევილია-ბარსელონა 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ესკუდერო, ლორენტე (?), ბანეგა, კაკუტა, კარიშო, პარეხა, რამი, ვიტოლო (?), ბეტო - რაფინია, ადრიანო (?), ბრავო (?), მესი, ვერმალენი, ინიესტა

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +5=0-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +4=6-20, (30-69)

გრანადა-დეპორტივო 20:15

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პერესი, მაინსი - ფაბრისიო (?), ლუიზინიო (?), პაბლო

ბოლო 6 მატჩი

+1=0-5 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 4 თამაში: +2=2-0, (8-4)

ესპანიოლი-სპორტინგი 22:30

დისკვალიფიკაცია: დიოპი -

ტრავმა: ალვარო (?), კაისედო (?), გონსალესი, არბილია (?) - კუელიარი, სანაბრია (?)

ბოლო 6 მატჩი

+3=0-3 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 8 თამაში: +3=1-4, (6-7)

ლას პალმასი-ეიბარი 00:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კასტელიანო, ლოპესი, ტანა, ალკარასი (?) - კეკო (?), ხიმენესი, ლუნა (?), რამისი (?), ლილიო

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

არ უთამაშიათ

მალაგა-სოსიედადი 00:05

დისკვალიფიკაცია: ამრაბატი -

ტრავმა: ტიგადუინი (?), კამაჩო (?), ბოკა, ფერეირა, კრუსი - ბერგარა (?), ზალდუა (?), ნავასი, გრანერო (?)

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 24 თამაში: +6=7-11, (29-39)

კვირა. 4 ოქტომბერი

ვალეკანო-ბეტისი 14:00

დისკვალიფიკაცია: ამაია, ებერტი -

ტრავმა: კობენიო, პაბლო - ვარგასი, ხოაკინი (?), სეხუდო (?), ვან დერ ვაარტი, დიგარი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 12 თამაში: +6=4-2, (19-11)

ბილბაო-ვალენსია 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბოვედა, მუნიაინი, სუსაეტა (?) - ალვეში, გაია, გომეში (?)

ბოლო 6 მატჩი

+1=1-4 +2=3-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +8=12-14, (40-52)

ლევანტე-ვილიარეალი 20:15

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ტრუხილიო, ხუანფრანი (?), ვერსა, გარსია - ბაკამბუ, ადრიანი, ასენხო, მუსაჩიო

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 14 თამაში: +3=1-10, (11-25)

ატლეტიკო-რეალი 22:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კოკე (?) - პეპე, როდრიგესი (?), დანილო, რამოსი (?), ბეილი (?)

ბოლო 6 მატჩი

+4=0-2 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 30 თამაში: +5=7-18, (35-59)

ბომბარდირები: 5 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კრიშტიანო რონალდო (რეალი), ნოლიტო (სელტა); 4 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), იაგო ასპასი (სელტა), ლუკას პერესი (დეპორტივო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
მიქაუტაძე მწყობრში ჩადგა და "ალავესთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] გოლი 90+8-ე წუთზე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" წაგებას გადაურჩა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] ალისონის კარგი მატჩი და "ლივერპულის" გამარჯვება - "ბაიერნმაც" მოიგო და "ბარსელონამაც"
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა