თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქმა უმასპინძლა
თორნიკე შენგელიას "ლაბორალ კუჩამ" მონაწილეობა მიიღო წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც რუსეთის დედაქალაქმა უმასპინძლა.

ალექსანდრ გომელსკის სახელობის ტურნირში სამონაწილეოდ მოსკოვში თავი მოიყარეს ყაზანის "უნიკსმა", ბერძნულმა "პანათინაიკოსმა", ესპანურმა "ლაბორალ კუჩამ" და რა თქმა უნდა, მასპინძელმა ცსკა-მ.

კენჭისყრამ შენგელიას გუნდს არ გაუმართლა. ნახევარფინალში მეტოქედ მასპინძელი ცსკა ერგო.

არმიელებმა ესპანურ გუნდს იოლად - 102:74 მოუგეს. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტხანს - 27:19 წუთი ითამაშა. თორნიკემ 8-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში შენგელიას 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მოუგროვდა.

ვიტორიულ კლუბში 13-13 ქულა ჰქონდათ მაიკ ჯეიმსს და ალბერტო კორბახოს. რაც შეეხებათ არმიელებს, ცსკა-ში 17-17 ქულით ნანდო დე კოლო და კორი ჰიგინსი გამოირჩნენ. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ათენის პანათინაიკოსმა "უნიკსს" სძლია და შენგელიას გუნდს მე-3 ადგილისთვის მატჩის მეტოქედ ყაზანური გუნდი ერგო.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი დამატებით დროში გადაწყდა. აღსანიშნავია, რომ ვიტორიულ გუნდში კაპიტანი 23 წლის შენგელია იყო. თორნიკემ მოედანზე 24 წუთი გაატარა და თავი 10 ქულას, 4 მოხსნას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ქართველმა ფორვარდმა 7-დან 3 ორქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ესპანურ გუნდში 30 ქულით საუკეთესო იყო დარიუს ადამსი. ესპანელებმა შეხვედრა ანგარიშით 86:90 წააგეს.

მომდევნო მატჩს "ლაბორალ კუჩა" ესპანეთის ჩემპიონატში გამართავს. პირველ ტურში, 11 ოქტომბერს ვიტორიული გუნდი სტუმრად "ესტუდიანტესს" შეხვდება.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა