"ლივერპულის" მწვრთნელობის კანდიდატები: კლოპი და დანარჩენები
ბრენდან როჯერსს წყალი რომ შეყენებული ჰქონდა, ვიცოდით; აურზაურიც გვესმოდა, მაგრამ თუ ჩრდილოირლანდიელს ასე მალე დაითხოვდნენ და თანაც, არათუ წაგებული, არამედ უბრალოდ, ვერმოგებული მერსისაიდული დერბის მერე, მაინც ცოტა ძნელი წარმოსადგენი გახლდათ.

როგორც ჩანს, "ლივერპულის" უფროსობას გულის სიღრმეში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა როჯერსის მოხსნა და საკითხს ამ რაკურსით თუ შევხედავთ, მაშინ ნაბიჯი დროულია, რადგან მაინც გასაშვები ჩრდილოირლანდიელის კიდევ უფრო გვიან გაშვება მთელ სეზონს ჩააგდებდა. ახლა კი ახალ თავკაცს უფრო დიდი დრო ექნება სიტუაციის დასალაგებლად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ჟამს სასურველი ტრანსფერების გასაკეთებლად, ადაპტაციისა და სხვა დანარჩენისთვის.

ძირითადი საუბრები იურგენ კლოპზე იყო და პოსტზე მოსვლის მთავარი კანდიდატი სწორედ გერმანელია, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ "ენფილდზე" შეუთვლია, სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით სრულ თავისუფლებას თუ მომცემთ, მაშინ მოვალო. უკვე ისიც ითქვა, გერმანელთან სამწლიან კონტრაქტზე მოლაპარაკება დაწყებულია და მხარეები მალე ყველაფერს შეათანხმებენო, მაგრამ კანდიდატები კიდევ არიან...

არ დაგვავიწყდეს, რომ თვით კარლო ანჩელოტია უმუშევარი. თანაც, "პაპა კარლოს" პრემიერლიგაში გამოცდილება აქვს და ბევრი შეუძლია. ახსენებენ "სამპდორიას", "ნაპოლისა" და "ინტერის" ყოფილ თავკაცს, "ღარიბების მოურინიოდ" წოდებულ ვალტერ მაცარისაც, რომელიც "ნერაძურიდან" გაშვების მერე ასევე უქმადაა.

კანდიდატთა შორის ფიგურირებს ამსტერდამის "აიაქსის" დამრიგებელი ფრანკ დე ბურიც, რომელსაც მშობლიურ გუნდში ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ თითქოს თავი ამოწურა და სიტუაცია აერია და სხვაგან წასვლის, ნაბიჯის წინ გადადგმის დროა. კიდევ ერთი რეალური ვარიანტ-კანდიდატი კი რონალდ კუმანია. ჰოლანდიელი "საუთჰემპტონში" წარმატებულად მუშაობს და "წმინდანებს" მერსისაიდელებთან კარგი საქმიანი ურთიერთობაც აქვთ.

რეალურად კი ფავორიტი ისევ კლოპია. "ლივერპულის" ფანებსაც ყველაზე მეტად მისკენ მიუწევთ გული და მიაჩნიათ, რომ ამ სპეციალისტის ფილოსოფია და სტილი მათ საყვარელ გუნდს ყველაზე მეტად მოუხდება. სპეციალური გამოკითხვაც ჩატარდა, რომელშიც გერმანელმა 56% დააგროვა, ხმების 22% ანჩელოტის ხვდა წილად, დანარჩენმა სამმა კანდიდატმა კი იმაზე ნაკლები პროცენტი აიღო, ვიდრე ვარიანტმა "სხვა", რომელმაც 9% დააგროვა.

გავრცელებული ცნობით, "ლივერპული" ახალ მწვრთნელს საბოლოოდ და ოფიციალურად უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში აირჩევს. ამ შემთხვევაში სანაკრებო პაუზაც დროულია. იმ მწვრთნელისთვის კი, რომელიც 1990 წლის მერე დღემდე, ყველაზე ახლოს იყო "ლივერპულის" გაჩემპიონებასთან, რაც "რაღაცას" მაინც ნიშნავს, მოხსნის შესახებ სატელეფონო ზარით უცნობებიათ, არა უშუალოდ პრეზიდენტის პირით.

"ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გამარჯვება და ამბიციები, რომლებიც გუნდს უნდა ჰქონდეს და წარმატებებს აღწევდეს. ბრენდანთან ბევრი ძალიან კარგი და გამორჩეული მოგონება გვაკავშირებს, დაუვიწყარი სეზონის ჩათვლით. დარწმუნებულნი ვართ, მას წინ დიდი და წარმატებული კარიერა აქვს" - ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს "ლივერპულის" ბოსობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beqa
არვიცი რატომ უნდათ კლოპი კარლოზე მეტად, მე კარლო მირჩევია რო მოვიდეს
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
"რეალისკენ" გზა ეხსნება? - Red Bull-მა შესაძლოა, კლოპი დაითხოვოს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
კლოპი ამ ფეხბურთელების გაშვებას მოითხოვს - გერმანელი "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატია
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
თუ კლოპი "რეალში" დაინიშნება - გერმანელი "ბლანკოსს" ორი ფეხბურთელის გაყიდვას მოსთხოვს
კლოპმა უარყო - იურგენმა გერმანიის ნაკრებისა და "რეალის" შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
კლოპის აგენტმა მისი კლიენტის სამწვრთნელო საქმიანობაზე შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა