უჩვეულოდ ბევრი ფორვარდი "სკუადრა აძურაში"
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, 10 და 13 ოქტომბერს იტალიის ნაკრებს ორი უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება. "სკუადრა აძურა" ჯერ ბაქოში ჩავა, სადაც აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი ნორვეგიას უმასპინძლებს.

შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე სწორედ ეს ორი ტურია დარჩენილი, იტალიის ნაკრები პირველ ადგილზეა და თუ ამ ორი მატჩიდან ერთი მაინც მოიგო, ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.

არადა, იტალიელებს საქმე უფრო რთულად ჰქონდათ და ამ ორ პაექრობაში 4 ქულა სჭირდებოდათ მიზნის მისაღწევად, მაგრამ მას შემდეგ, რაც უეფას სადისციპლინო კომიტეტმა ხორვატიას 1 ქულა დააკლო, "სკუადრა აძურას" გზა მკვეთრად გაიოლდა. მოკლედ, ერთი მოგება და იტალია მესამე ადგილზე მყოფი ხორვატიისთვის მიუწვდომელი ხდება, ამ ერთი გამარჯვების მოპოვებას კი იტალიელები ბაქოში აპირებენ.

გუშინდელ ნომერში გამცნეთ, რომ ანტონიო კონტემ იმ 27 ფეხბურთელის გვარი დაასახელა, რომლებსაც მოახლოებულ პაექრობებში დაეყრდნობა. სიაში განსაკუთრებულ სიახლეებს ვერ ვხედავთ, თუმცა რამდენიმე ფაქტორზე მაინც ღირს ყურადღების გამახვილება...

პირლო და ჯოვინკო ოკეანის გაღმიდან

ანტონიო კონტე კვლავაც სწყალობს ამერიკის ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს. განაცხადშია ანდრეა პირლო "ნიუ იორკ სიტიდან" და სებასტიან ჯოვინკო "ტორონტოდან". პირლო ახალ გუნდს კარგად მოერგო, ფორმაშია და, როგორც კონტე აცხადებს, მისი იმედი ევროპის ჩემპიონატზეც ექნება.

რაც შეეხება ჯოვინკოს, ერთ-ერთი საუკეთესოა ლიგაში, გოლებიც ბლომად გააქვს და როგორც "აძურას" თავკაცი ამბობს, იმსახურებს ეროვნულ გუნდში ასპარეზობს.

ბერარდის დებიუტი, მონტის დაბრუნება

კონტეს განაცხადში ერთი დებიუტანტია და ის დომენიკო ბერარდი გახლავთ. "სასუოლოს" 21 წლის ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელია იტალიაში, შესანიშნავად ასპარეზობს და ბევრი მის გამოძახებას აქამდეც ელოდა.

ასევე, რიკარდო მონტოლივოს გამოძახება უნდა გამოვარჩიოთ, რომელიც ეროვნულ გუნდში დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მონტოლივომ მძიმე ტრავმა მოიშუშა, "მილანის" ძირითად შემადგენლობაში დაიბრუნა ადგილი და კონტეს ყურადღებაც მიიპყრო. მონტიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში დაბრუნება მისთვის უდიდესი სტიმულია.

9 თავდამსხმელი და სავარაუდო თერთმეტეული

ანტონიო კონტემ სიაში 9 თავდამსხმელი ჩასვა, რამაც იტალიაში ბევრი გააკვირვა. მართალია, სია გაფართოებულია და ბუნებრივია, რომ სამატჩო განაცხადში ყველა ვერ მოხვდება, მაგრამ ამდენი შემტევი იტალიურ სპორტულ პრესაში მაინც განხილვის საგანი გახდა. აქვე, მათი ჩამონათვალი: დომენიკო ბერარდი, ანტონიო კანდრევა, მარტინს ედერი, სტეფან ელ შაარავი, სებასტიან ჯოვინკო, ლორენცო ინსინიე, გრაციანო პელე, ფაბიო კვალიარელა, სიმონე ძაძა.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, კონტე 4-3-3 ტაქტიკას აირჩევს და აზერბაიჯანს ფლანგებიდან შეუტევს. სავარაუდოდ, ფრთებზე ანტონიო კანდრევა და ლორენცო ინსინიე გაირჯებიან, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი გრაციანო პელეს ვიხილავთ. შუა ხაზში ანდრეა პირლოს, მარკო ვერატის და მარკო პაროლოს ტრიომ უნდა ითამაშოს, დაცვაში კი შემდეგ ოთხეულს ელიან: მატეო დარმიანი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, მატია დე შილიო. ბუნებრივია, კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგება.

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრები): "მიზნამდე ერთი ნაბიჯია და დიდი იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზურს ბაქოში მოვიპოვებთ. მთავარია, რომ მეტოქე შევაფასოთ სწორად და ბოლომდე დავიხარჯოთ. აზერბაიჯანი ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და იოლად არაფერს დათმობს, თუმცა ჩვენ ჩვენი მისია გვაქვს - იტალიამ ევროპირველობაზე უნდა ითამაშოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ გვარდიოლა წავა - "სიტის" მწვრთნელი ენცო მარესკა გახდება
[VIDEO] "ნოტინგემის" მწვრთნელი გაგიჟდა - მაკ ალისტერმა 97-ე წუთზე "ლივერპულს" 3 ქულა მოუტანა
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
საგიჟეთი. გატუზომ ფეხბურთელს შეაგინა - იტალიელთა ორი ავტოგოლი და გამარჯვება
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
სპალეტის იტალიამ ბელგიას სძლია და 17 ნოემბერს საფრანგეთს უმასპინძლებს
დიეგო კოშტა: კონტეს სახლში სექსი არ აქვს და ამიტომაა მუდამ მოღუშული
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს