ოჟიეს ზედიზედ მესამე ტიტული
კლასიკურ რალიში მსოფლიოს ჩემპიონი წინა ეტაპზე გაირკვა, როცა ზედიზედ მესამე ტიტული მოიპოვა "ფოლკსვაგენის" ფრანგმა პილოტმა სებასტიან ოჟიემ. ამიტომაც, მისთვის "საფრანგეთის რალი" მხოლოდ პრესტიჟის საქმე იყო.

თუმცა, ამჯერად, საკუთარი კლასი დაადასტურა "ფოლკსვაგენში" ოჟიეს თანაგუნდელმა, ფინელმა იარი-მატი ლატვალამ. კორსიკაზე მან ამ სეზონში თავისი მესამე გამარჯვება მოიპოვა.

ლატვალამ შარშანაც მოიგო "საფრანგეთის რალი", ოღონდ ის არა კორსიკაზე, არამედ ელზასში იმართებოდა. სხვათა შორის, კუნძულზე ფინელ რალისტებს 1984 წლის შემდეგ არ გაემარჯვათ.

ლატვალამ ლიდერობა შაბათს მოიპოვა და შემდეგ ზრდიდა უპირატესობას უახლოეს კონკურენტებზე. საბოლოოდ, მეორე ადგილზე გასულ უელსელს ელფინ ევანსს ("ფორდ ფიესტა") 43 წამით აჯობა. საფრანგეთში გამარჯვებით, ლატვალამ სოლიდური განაცხადი გააკეთა ვიცე-ჩემპიონის ტიტულისთვის.

26 წლის ევანსმა პარასკევს, წვიმის პირობებში წარმოაჩინა თავი ბრწყინვალედ. მაგრამ რაც უფრო შრებოდა ტრასა, მით მეტს აგებდა "ფორდი "ფოლკსვაგენთან". მიუხედავად ამისა, ევანსმა შეძლო მეორე ადგილის შენარჩუნება - სამი წამით მოუგო ნორვეგიელ ანდრეას მიკელსენს. უელსელისთვის ეს ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია მსოფლიოს ჩემპიონატის ეტაპებზე.

პირველი ექვსეული შეავსეს - კრის მიკმა, ჰაიდენ პადენმა და მადს ოსტბერგმა. მსოფლიოს ჩემპიონმა სებასტიან ოჟიემ, გადაცემათა კოლოფის პრობლემების გამო, მხოლოდ მე-15 ადგილი დაიკავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა