როგორ ემზადებიან მეხიკოში ფორმულა 1-ის ეტაპისთვის
გასულ უქმეებზე, მეხიკოში ძმები როდრიგესების სახელობის ავტოდრომის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. სწორედ ამ ტრასაზე, ერთი თვის შემდეგ გაიმართება მექსიკის გრან-პრი, რომელიც 20 წელზე მეტია არ ყოფილა ფორმულა 1-ის კალენდარში.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ემერსონ ფიტიპალდი, "მაკლარენის" ყოფილი მენეჯერი ჯო რამირესი და "ფორს ინდიას" პილოტი სერხიო პერესი.

სწორედ ამ უკანასკნელს ერგო პატივი - პირველს გაევლო მანქანით ახალ ტრასაზე. პერესი "იარდლი-ბრმ P135"-ის საჭესთან იჯდა. ეს ის მანქანაა, რომლითაც კიდევ ერთმა მექსიკელმა პედრო როდრიგესმა შორეულ 1970 წელს ბელგიაში გაიმარჯვა. სერხიო განახლებული ტრასით კმაყოფილი დარჩა.

"აქ არის ძალიან სწრაფი, საშუალო და ძალიან ნელი მოსახვევების კომბინაცია, რაც ბევრი გასწრების გარანტიას იძლევა, - განაცხადა პერესმა. - ვფიქრობ, მექსიკური ეტაპი ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი იქნება და ის სერიოზულ გამოცდას მოუწყობს პილოტებს".

როგორც ვარაუდობენ, მექსიკის ტრასა მეორე იქნება საშუალო სიჩქარის ოდენობით, იტალიური "მონცას" შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა