როგორ დაიცვა ქართველი ჟურნალისტები უეფას ვიცე-პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა სფფ-ის საარჩევნო ყრილობაზე
უეფას ვიცე-პრეზიდენტი გრიგორი სურკისი უკრაინაში დაფასებული კაცია. ის უეფაშიც დაფასებულია და ცხადია, ამადაც არის, ერთ-ერთი საკვანძო პოსტი რომ უჭირავს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა რომ დაიწყო, დღის წესრიგში ჟურნალისტების საკითხი დაისვა - უნდა დავსწრებოდით თუ არა ყრილობას. დარბაზმა კარისკენ მიგვითითა.

სწორედ ამ დროს სიტყვა სურკისმა აიღო და ეს თქვა:

"მე უკრაინაში დიდი ომი მქონდა 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე. მაშინ ბევრს უნდოდა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დამეტოვებინა; ბევრს უნდოდა, რომ საერთოდ ფეხბურთიდან წავსულიყავი...

ამის მიუხედავად, არ ჩამიტარებია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი არც ერთი ღონისძიება, რომელსაც არ დასწრებიან ჟურნალისტები.

ჩვენ აქ ვართ, გარეთ კი ბევრი გულშემატკივარი დგას, მილიონობით ქომაგი კი ტელეეკრანს უზის. მათ უნდა მიიღონ ინფორმაცია. მათ უნდა იცოდნენ, როგორ ჩაიარა არჩევნებმა. ამიტომ, ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ჟურნალისტები რჩებიან აქ და აგრძელებენ მუშაობას", - თქვა სურკისმა.

ძალიან, ძალიან ბევრს დარბაზში მსხდომთაგანს არ ესიამოვნა უეფას ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლის შინაარსი. პირდაპირ ვთქვათ, რომ მათი დევიზი ასეთია - საფეხბურთო ოჯახის გადასაწყვეტი საფეხბურთო ოჯახმა უნდა გადაწყვიტოს და ჟურნალისტი იქ ზედმეტი ბარგია...

რას იზამდნენ, ციმციმ გააუქმეს მათ მიერ წილისყრით მიღებული გადაწყვეტილება და დარბაზში დაგვტოვეს.

გარდა მედიის მხარდაჭერისა, სურკისის გამოსვლა სხვა საინტერესო ფრაზებითაც გამოირჩეოდა:

"ჟურნალისტების პატივისცემას ითხოვს უეფას რეგლამენტი, ფეხბურთის გამჭვირვალობის პრინციპი და ეს არის უეფას მუშაობის ერთ-ერთი მთავარი სეგმენტი", - ამბობს სურკისი.

მისი ნათქვამი "ჩვეულებრივ" ენაზე რომ გადავთარგმნოთ, დაახლოებით ასე გამოგვივა - დააფასეთ ეს ხალხი, ამ ადამიანების გარეშე ფეხბურთი არ არის და ეს შეიგნეთო!

ნუთუ აუცილებლად უცხოელმა უნდა გვითხრას ეს, აუცილებლად ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე და აუცილებლად მაღალი ტრიბუნიდან, რომ საბოლოოდ გავიგოთ და დავიმახსოვროთ?!

იმედია, სურკისის სიტყვა ზოგადად სპორტული მედიისადმი დამოკიდებულებას შეცვლის. იმედია, ჩვენ მავანთათვის აღარ ვიქნებით სენსაციას დახარბებული და მონადირესავით ჩასაფრებული წარმონაქმნები.

ნურავის დაავიწყდება, რომ ქარში, წვიმასა და თოვლში ქართული ფეხბურთის სადარაჯოზე ვდგავართ (მაშინ, როცა ბევრი იმათგანი, ვინც კარისკენ მიგვითითა, სათოფეზე არ ეკარება სტადიონებს) და სულ მცირე, იმას მაინც ვიმსახურებთ, რომ, როცა ქართული ფეხბურთის ბედი წყდება, დარბაზიდან არ უნდა გაგვაძევონ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

77
რატქმაუნდა ჟUრნალისტები ხარტ მტავარი რომ მივიგოტ იმფორმაცია.დანარჩენი კი მხოლოდ თQვენს სინდისზეა.ნურც ცაში აიყვანტ Vინმეს და ნურც Dაასამარებტ.დაკვეტიტ შთAტიები და ეგეტები.ისვიგაც Dგესაა დ. Xვალარიქნება.ყველაა Aდამიანი კი ტავის Iსტორიას ტავისი საქციელიტ Qმნის...წერეთ მხოლოდ სიმართლე,სიმართლე და სიმართლე.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
ალექსანდერ ჩეფერინი უეფას ვიცე-პრეზიდენტობიდან სურკისის გაშვებას აპირებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
სურკისები უკრაინიდან გაიქცნენ და 16 მილიონი წაიღეს
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
სკანდალი გერმანულ ფეხბურთში - DFB-ს პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა
სურკისებს კიევის "დინამოს" 400 მილიონად გაყიდვა უნდოდათ
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
უკრაინა ომობს, სურკისები კი მონტე-კარლოში გრიალებენ