პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა სფფ-ის ახალ ხელმძღვანელობას და მის მხარდამჭერებს სურთ
ფეხბურთის განვითარების ხედვა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე მხარეებს სხვადასხვაგვარად წარმოედგინათ. მიუხედავად ამისა, სამივე კანდიდატი თანხმდებოდა, რომ ეროვნული ჩემპიონატის დონის ამაღლება პროფესიული ფეხბურთის ლიგის გარეშე წარმოუდგენელია და რომ მისი ხელახლა ამუშავება აუცილებელია.

პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენა სფფ-ის ახალ თავკაცებს და მის მხარდამჭერებს სურთ. გავრცელებული ხმების მიხედვით, ისინი პრეზიდენტად თბილისის "დინამოს" ტექნიკურ დირექტორს ლევან ზუხბაიას მოიაზრებენ, ხოლო ვიცე-პრეზიდენტად - "ზესტაფონის" გენერალურ დირექტორ მიხეილ ხუციშვილს.

ამაში დაეჭვება შეიძლებოდა, რადგან ამ საკითხის გადაწყვეტას ჯერ თავად პროფლიგის ჩამოყალიბება სჭირდება, შემდეგ კი - კლუბების შეთანხმება. დღეს კი, როცა ამ თემაზე ჯერ არც ულაპარაკიათ, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის დანიშვნაზე საუბარი ნაადრევი ჩანდა.

სწორედ ეს გვითხრა ზუხბაიამ, რომელსაც კომენტარისთვის დავუკავშირდით:

"მე უნდა გავხდე პროფლიგის ტექნიკური დირექტორი? ჯერ პროფლიგა არ ჩამოყალიბებულა და შემოთავაზება ვისგან უნდა მიმეღო?

შესაძლოა, ჭორები იქიდან აგორდა, რომ ადრე პროფლიგის აღდგენის საკონსულტაციო ჯგუფის კოორდინაციასა და მუშაობაში ვმონაწილეობდი. მაგრამ დამიჯერეთ, ამაზე ლაპარაკიც არ ყოფილა, არათუ შემოთავაზება", - ამბობს ზუხბაია.

ზოგადად, "დინამოს" ტექნიკური დირექტორი პროფლიგის აღდგენას საჭირო საქმედ თვლის:

"პროფლიგა აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს. ამის გარეშე, საქართველოში საკლუბო ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია, მით უფრო იმ პირობებში, როცა არაორაზროვანი კითხვები ჩნდება სახელმწიფო კლუბებში სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.

პროფლიგა სწორედ ამ სახსრების სწორი და ეფექტური განკარგვის გარანტი უნდა გახდეს, კლუბებს სწორი მიმართულება მისცეს და კომერციული მხარე გააძლიეროს.

საერთოდ, ეს დიდი და სერიოზული თემაა, მაგრამ ადრე თუ გვიან ამას თავი უნდა მოებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

walkabout
მე ვეთანხმები მამუკა კვარაცხელიას, ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის და მარკეტინგის სამსახურების სათანადოდ მუშაობის შემთხვევაში არანაირი პროფლიგის საჭიროება არ არსებობს...
murtalo
კვარაცხელია გენ.მდივნად!...ჩაატარეთ გამოკითხვა და ნახავთ თუ არ გაიმარჯვებს.
ზაზა ახალაია
სრულიად ვეთანხმები მამუკა კვარაცხელიას!ზედმეტი ხარჯია ჯერჯერობით!და თან თუ სფფ დანიშნავს,მის დამოუკიდებლობაზეც...
Kote
სირცხვილია - სფფ რომ პროფლიგის ხელმძღვანელს დანიშნავს, დასაწყისშივე მორჩენილია ყველანაირ წარმატებაზე ოცნებაც. პროფლიგა შინაარსობრივად კლუბების გაერთიანებაა და არა ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი.
mamuka kvaracxelia
მე არ ვარ პროფლიგის მომხრე, ჩემი პროგრამა გათვლილი იყო სახსრების 100% ქართულ ფეხბურთში დაბანდებაზე - საქართველოს ნაირ პატარა ქვეყანაში პროფლიგას დასჭირდება დამატებითი ხარჯები: სახელფასო, საოფისე, სატრანსპორტო, საკადრო და ასე შემდეგ, ეს კი მინიმუმ დამატებითი 1 000 000 ლარია! განა გვაქვს ამის ფუფუნება? ეს ფული ისევ ქართული ფეხბურთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩავდოთ!!!!!!
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის" - 18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები
პასუხი სფფ-ს: "ეს რა შედარებაა?! ჩვენ ფული ბიზნესიდან მოგვქონდა!"
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ქართული ფეხბურთისთვის ყველაზე კარგი არველაძე-კობიაშვილის გაერთიანება იქნება"
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
სურვილი ერთია, მაგრამ... კლუბები პროფლიგაზე ისევ დაფიქრდნენ
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"ამიტომაა, ევროპაში ამ გაცდენილ ტაიმს ცხვირში ძმრად რომ გვადენენ..."
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"